ფრანგული ზეთების შესახებ

 

cropped-zetebis-logo-qartuli.jpg

გამარჯობა ^_^

დღეს, მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს მცენარეული ზეთები. სილამაზის ეს ბუნებრივი საშუალებები ძალიან შორს არის კანისა და თმის გაცხიმიანებისგან. მცენარეული ზეთები ატენიანებენ, ასუფთავებენ, აქვთ ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება. კოსმეტიკურ კრემებთან შედარებით ზეთი, თავისი ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, უფრო კარგად შეიწოვება და შედეგად კანი იდეალურად სარგებლობს ამა თუ იმ მცენარის მდიდარი თვისებებით.
ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია, საღამოს თქვენი ხელის კრემის ნაცვლად წაისვით რომელიმე დამატენიანებელი ზეთი და დილით ბავშვივით ნაზ ხელებს აღმოაჩენთ. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ კრემზე უკეთესად ზეთი შეიწოვება. ასევე მოქმედებს ის სახისა და თავის კანზე. თუ მაინც კრემს ანიჭებთ უპირატესობას, განსაკუთრებით სახის კრემების შემთხვევაში, მიაქციეთ ყურადღება რომ ისინიც მცენარეულ ზეთებზე იყოს დამზადებული და არა სხვადასხვა „ინოვაციური“ ფორმულების გამოყენებით. კრემების დასამზადებლად, ფასთა მრავალფეროვნების მიუხედავად, დაახლოებით ერთი და იგივე ინგრედიენტებს იყენებენ და უარეს შემთხვევაში ისინი ნავთობპროდუქტებზეა დამზადებული.
ამ გვერდზე წაიკითხავთ ბლოგებს -„სილამაზის რეცეპტები“, გაეცნობით თავის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით თავად შეგიძლიათ დაამზადოთ შინ. ასევე გთავაზობთ რუბრიკებს სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ.
ბლოგის მიზანია დავეხმაროთ მკითხველს ბუნებრივი სილამაზის დიდხანს შენარჩუნებაში, უსარგებლო დანახარჯებით თავიდან აცილებით, ასევე წავახალისოთ სამეცნიერო საფუძვლის მქონე, ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სტატიები და ბლოგები, რომელსაც ჩვენს გვერდზე შეხვდებით მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ქართულ ენაზე წაიკითხოთ.

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

zetebis logo franguli

Comments

Laisser un commentaire