ჟოჟობას ზეთი – ყველანაირი ტიპის კანის მეგობარი

ჟოჟობას ზეთი – ყველანაირი ტიპის კანის მეგობარი

jojoba copy_0_500x500

იცოდით რომ ჟოჟობას ზეთის შემადგენლობა ძალიან ახლოს არის ადამიანის ცხიმთან? ამიტომაც არის ის ჩვენს კანთან და თმასთან ბუნებრივ ალიანსში.

კერძოდ რა არის ჟოჟობას ზეთი?

ეს არის თხევადი ცვილი, რომელიც ჟოჟობას მარცვლებისგან მიიღება. მას ველურ თხილსაც უწოდებენ, იზრდება სამხრეთ ამერიკაში. თავისი ფესვებით, რომელიც 30 მეტრი სიგრძისაც კი შეიძლება იყოს, შეუძლია შორ მანძილზეც სითხის შეწოვა და უდაბნოს სიმშრალის ატანა. მისი ქიმიური შემადგენლობა ძალიან ახლოს არის ადამიანის კანის ქიმიურ შემადგენლობასთან და ამით აიხსნება მათი ჰარმონიული თანწყობა.

როგორ გამოვიყენოთ ჟოჟობას ზეთი კანისა და თმის მოსავლელად?

ჟოჟობას ზეთი ხელს უშლის კანის დეჰიდრატაციას და გამოაცოცხლებს უღიმღამო კანს. აძლიერებს კანის ჰიდროლიპიდურ შრეს და არეგულირებს ცხიმოვანი შრის მეტაბოლიზმს.  ხოლო თმაში, შეიზილეთ რეგულარულად რბილი მასაჟით, სიძლიერესა და ბზინვარებას მისცემს. განსაკუთრებით უხდება მტვრევადი და მშრალი თმის ბოლოებს. თუ ცხიმიანი თმის ძირები გაქვთ, ნუ მოერიდებით ჟოჟობას ზეთის გამოყენებას, რადგან ის დააბალანსებს თავის კანის ფუნქციონირებას.

12038342_1489508728012275_7110199370638103719_n

მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ჟოჟობას ზეთის თვისებები:

  • ჟოჟობას ზეთი კვებავს და ატენიანებს მშრალ კანს;
  • ჟოჟობას ზეთი აბალანსებს კანის მოქმედებას, მათ შორის ცხიმიანი და აკნეთი დაზიანებულის;
  • ჟოჟობას ზეთი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ეხმარება მას აღდგენასა და შეხორცებაში;
  • ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განახლებას და იცავს კანს დაბერებისგან;
  • ჟოჟობას ზეთი არბილებს კანზე გაუხეშებულ ზონებს;
  • ჟოჟობას ზეთი აკრიალებს კანს და ფორმას უნარჩუნებს, როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება.

და ბოლოს,  ჟოჟობას ზეთი ნაზად აცილებს კანს მაკიაჟს.

წყარო:http://www.elle.fr/Beaute/Soins/Astuces/Huile-de-jojoba-3004861

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:  აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

5 réponses

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s