არგანის ზეთი, კანის პატარა სასწაული!

12106932_1492316601064821_2608686648267087289_n

არგანი, არგანის ხის ნაყოფია, რომელიც მხოლოდ მაროკოში ხარობს. არგანის ზეთი კულინარიაში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა.
თუმცა არგანის ზეთს ასევე აქვს გამორჩეული ესთეტიური თვისებები: დაბერების საწინააღმდეგო, ნაოჭების საწინააღმდეგო, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელი და ა.შ.

არგანის სასარგებლო თვისებებს განაპირობებს შემდეგი:

  • მდიდარია E ვიტამინით, შედეგად ზეთი ხდება ანტიოქსიდანტი, რაც აუცილებელია დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის.
  • შეიცავს მარტივ ცხიმებს (ეს ცხიმები ასევე გვხვდება ავოკადოს ზეთში), რაც ანიჭებს აღმდგენ თვისებას.

არგანის ზეთი ერთადერთია, რომელიც ამ ორ თვისებას (აღმდგენი და ანტიოქსიდანტური) ერთდროულად ფლობს.

5087_0

არგანის ზეთი ასევე გამოიყენება კანის ზოგიერთ პრობლემასთან საბრძოლველად: აკნე, დამწვრობა, ნახეთქები. ხელს უწყობს შეხორცებას და მაგალითად ჩუტყვავილას ლაქების გაქრობას.

არგანის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ მასაჟის გაკეთებისას, კანს არბილებს, ახდენს ჰიდრატაციას და იცავს გამოშრობისაგან.

რჩევა აბრეშუმის კანის მისაღებად:

აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ შეიზილეთ ნაზად მთელს კანზე: მხრებზე, მკლავებზე, მკერდზე, ფეხებზე …
თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, აბაზანის ან დუშის მიღებამდე 30 წუთით ადრე წაისვით არგანის ზეთი მთელს ტანზე, შემდეგ ჩადით წყალში და მოდუნდით.

როგორ გამოვიყენოთ არგანის ზეთი დაბერების საწინააღმდეგოდ?

არგანის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დღისით, ისე ღამით.

თუ არგანის ზეთს ხმარობთ როგორც დღის საშუალებას, ის დაგიცავთ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან: მზე, გარემოს დაბინძურება, სიცივე, სტრესი.

თუ ღამე მოიხმართ, აღადგენს კანს და ებრძვის  დაბერების პროცესს.

იდეალურია, თუ არგანის ზეთს იხმარებთ დაბერების საწინააღმდეგო კრემთან ერთად. რამდენადაც, არგანის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, მაგრამ არ შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ასევე აუცილებელია კანის სილამაზისთვის.

ტექსტი ნათარგმნია ფრანგულიდან
სტატიის ორიგინალი იხილეთ ბმულზე:
http://www.e-sante.fr/huile-argan-petit-miracle-pour-peau/2/actualite/542

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:  აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s