მცენარეული ზეთები მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება. მათი წყალობით ჩვენს უჯრედებს მიეწოდება ლიპიდები და შედეგად იკვებება კანის ზედაპირი. არსებობს მცენარეული ზეთების დიდი მრავალფეროვნება და თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე გამოყენება.
ზოგი მათგანი შეიძლება საკვებად მივიღოთ, ესა თუ ის კერძი შევკაზმოთ. თუმცა მცენარეული ზეთების უდიდესი ნაწილი მაინც კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც კანის, ისე თმის სილამაზის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ ყურადღებას ამჯერად და წარმოგიდგენთ მცენარეულ ზეთებს თქვენი თმის ტიპის მიხედვით.
მშრალი თმა
მშრალ თმას აკლია წყალი და ცხიმი. ეს უკანასკნელი, რომელიც თავის კანის ჰიდრატაციას ახდენს, ვერ ან ნაკლებად ასრულებს თავის ფუნქციას და შედეგად ვიღებთ სულ უფრო უსიცოცხლო და მტვრევად თმას, დაკარგული ელასტიურობითა და გაყოფილი ბოლოებით. ასეთ თმას სჭირდება კვება და ამას საუკეთესოდ სწორედ მცენარეული ზეთები აკეთებენ.
მშრალ თმას განსაკუთრებით უხდება ნუშისა და ავოკადოს ზეთი, რომლებიც არბილებენ და კვებავენ მას.
ძალიან მშრალი და მტვრევადი თმისთვის რეკომენდებულია ქოქოსის ზეთი. ეს არის მკვებავი ზეთი, რომელიც ძალიან უხდება ზღვისა და აუზის წყლით, ქიმიური საღებავებით დაზიანებულ თმას.
თუ ძალიან ხვეული თმა გაქვთ ან/და აფრიკულ ვარცხნილობას ატარებთ, ძალიან მოუხდება კარიტეს ზეთი.
ცხიმიანი თმა
ცხიმიანი თმის შემთხვევაში, თავის კანის მიერ ჭარბად ხდება ცხიმის გამოყოფა და შედეგად თმა იძენს დამძიმებულ ეფექტს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ცხიმიან თავის კანზე, რამდენადაც თავად თმა არ ზიანდება ჭარბი ცხიმის გამოყოფით.
ცხიმიანი ტიპის თმაში უნდა განვასხვავოთ ცხიმიანი თმა და შერეული ტიპის თმა. ამ უკანასკნელს ახასიათებს ცხიმიანი თავის კანი და მშრალი თმის სიგრძე და ბოლოები. ამიტომ ამ ორ პრობლემას ერთდროულად უნდა ვუპასუხოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში ჟოჟობასა და თხილის ზეთი დაარეგულირებს ცხიმწარმოქმნას. ესენი არიან ცხიმ-მარეგულირებელი ზეთები და აქვთ უნარი დააბალანსონ თავის კანის ცხოველქმედება.
შერეული ტიპის თმას ასევე სჭირდება ზეთი, მშრალი ბოლოების მოსავლელად.
ნორმალური თმა
თმას, რომელსაც არც სიმშრალე ახასიათებს არც თავის კანის მიერ ცხიმის ჭარბი წარმოქმნა, შეუძლია ისარგებლოს მცენარეული ზეთების ყველაზე ფართო არჩევანით.
ამ ტიპის თმისთვის შეგვიძლია გირჩიოთ არგანის ზეთი, რომელიც ახდენს თმის ჰიდრატაციას და აწვდის ყველა იმ ელემენტს, რაც თმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის საჭირო.
ნორმალური თმისთვის ასევე შეგვიძლია გირჩიოთ ზეითუნის ზეთი, რომელიც კვებავს, ჰიდრატაციას ახდენს, აღადგენს და არბილებს თმას. შედეგად თმა ხდება ფაფუქი და ბზინვარე.
თხელი თმა ან/და მიდრეკილება თმის ცვენისკენ.
თუ განიცდით თმის ცვენას, განსაკუთრებით მამაკაცები, შეგვიძლია გირჩიოთ ქოქოსის ზეთი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას. თუმცა თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ქოქოსის ზეთს არ გირჩევთ, ეს ზეთი უფრო მშრალი თმისთვის არის რეკომენდებული.
თუ გაქვთ ცხიმიანი თავის კანი და გცვივათ თმა, თქვენ აბუსალათინის ზეთი მოგიხდებათ. აბუსალათინის ზეთით გაიკეთეთ ნაზი მასაჟი გაცვენილ ადგილებში, ეს ზეთი ახდენს თმის ძირების სტიმულაციას და შედეგად ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და გასქელებას.
თითოეული ტიპის თმისთვის ყოველთვის არსებობს არჩევანი, რომელი მცენარეული ზეთი გამოვიყენოთ. თუმცა ზეთის შერჩევასთან ერთად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორად გამოყენება: რა რაოდენობითა და რა სიხშირით მოვიხმაროთ. ამიტომ იკითხეთ ჩვენი რჩევები, რომელსაც სულ მუდმივად მოგაწვდით.
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტი იხილეთ ბმულზე:
https://www.pharma-gdd.com/fr/une-huile-vegetale-pour-chaque-type-de-cheveux-gc120.html
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :ფრანგული ზეთები