მცენარეული ზეთების ქიმიური შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი

essential-oils

მცენარეული ზეთი ეს არის ბუნებრივი სუბსტანცია, რომელიც მიეკუთვნება ლიპიდების ოჯახს. ეს უკანასკნელნი კი წყალში უხსნად, ჰეტეროგენულ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელიც მცენარეების პირველადი მეტაბოლიზმით გამოიყოფა და ძირითადად შედგება ცხიმოვანი მჟავების  ეთერების ან სპირტისაგან (პოლიოლები).

ლიპიდების კლასიფიკაციის მოკლე მიმოხილვა:
1. ცხიმოვანი მჟავები, ეს არის ყველაზე მარტივი ლიპიდები:

  • ნაჯერი ცხიმები, მაგალითად ლიმონმჟავა;
  • მონოუჯერი ცხიმები, მაგალითად ოლეინის მჟავა;
  • პოლინაჯერი ცხიმები, მათ შორის ორი: ომეგა – 6 და ომეგა – 3 წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ცხიმებს.

2. გლიცერიდები: მონო, დი და ტრიგლიცერიდები (ყველაზე გავრცელებული); ისინი წრმოადგენენ ადამიანის ორგანიზმში ენერგიის წყაროს და მათი რეზერვი მდებარეობს ადიპოციტებში (ცხიმოვანი უჯრედები).

3. ფოსფოლიპიდები, ბიოლოგიური მემბრანის მთავარი შემადგენელი ნაწილები.
4. სფინგოლიპიდები, წარმოადგენენ უჯრედშორისი ლიპიდური ცემენტის ნაწილს.
5. გლიკოლიპიდები, მდებარეობენ უჯრედის მემბრანის ზედაპირზე.
6. სტეროლები, (მათ შორის ყველაზე ცნობილი – ქოლესტეროლი), რომლებიც შედიან ბიოლოგიური მემბრანების შემადგენლობაში.

არსებობს მცენარეული ზეთების სამი დიდი ჯგუფი:

  • ოლეინის ტიპის მცენარეული ზეთები, რომლებიც თავის მხრივ ტრიგლიცერიდების შემადგენლობში შედიან. ესენია: ზეითუნის ზეთი, ნუშის და თხილის ზეთი. ეს ზეთები რთულად ერევიან სხვადასხვა კოსმეტიკურ ფორმულაში.
  • პოლინაჯერი, პოპულარულ ენაზე ომეგა – 6 ტიპის ზეთები. ეს ზეთები გვხვდება მზესუმზირის, ყურძნის წიპწების, სეზამის (კუნჟუტის),  სოიოს ზეთის შემადგენლობაში. ასევე გვხვდება გარეგანი მოხმარების ზეთებში, მაგალითად არგანისა და ალისარჩულის (სამეცნიერო დასახელება Carthamus) ზეთში.
  • ომეგა – 3 ტიპის ზეთები, რომლებიც კანის ჰიდრატაციას ახდენენ, მონაწილეობენ უჯრედის ლიპიდური შრის აღდგენაში და იცავენ მას გამოშრობისგან. ამ ტიპის ზეთებია: საროს ზეთი (სამეცნიერო სახელწოდება Borago officinalis), ფურისულას ზეთი (Oenothera biennis L.) ტუნგის ზეთი (Aleurites moluccana) ასკილის ზეთი… ზოგადად ამ ზეთებს ვეძახით, დამატენიანებელ ზეთებს.

ზოგიერთ ზეთს კიდევ დამატებით აქვს ისეთი თვისებები, რომელიც ძალიან მოთხოვნადია კოსმეტიკაში: ავოკადოს ზეთი, მაკადამიას ზეთი, საღებავი მათრახას ზეთი (სამეცნიერო სახელწოდება Isatis tinctoria L.). ეს ზეთები ეპიდერმის შემადგენლობაში შედიან და ხელს უშლიან დაბერების პროცესს.

12122588_1494036420892839_2158264614028928065_n

ერძოდ რა მექანიზმით ატენიანებენ კანს მცენარეული ზეთები?

როგორც წესი, განვასხვავებთ ნივთიერებათა ოთხ ძირითად კატეგორიას, იმ როლის მიხედვით, რომელსაც ისინი ჰიდრატაციის კომპლექსურ მექანიზმში ასრულებენ:

  • ჰიდროფობური, ფორმის მიმცემი (მაფორმირებელი) ნივთიერებები;
  • ჰიდროფილური, მაფორმირებელი ნივთიერებები;
  • ჰიდროსკოპული ნივთიერებები;
  • და უჯრედშორისი ცემენტის აღმდგენი.

ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს შორის, მცენარეული ზეთები გვხვდება შემდეგ ორ კატეგორიაში:

  • ჰიდროფობური, ფორმის აღმდგენი ნივთიერებები, მაგალითად ჟოჟობას ზეთი;
  • უჯრედშორისი ცემენტის აღმდგენი ნივთიერებები. ეს უკანასკნელნი, არაპირდაპირ მონაწილეობენ კანის ჰიდრატაციაში.

ფორმის აღმდგენი ზეთების როლი :

ეს ზეთი არ აღწევს ეპიდერმისში, არამედ მოქმედებს ზედაპირზე. აძლიერებს ან ანაცვლებს ჰიდროლიპილურ შრეს და ამცირებს წყლის აორთქლებას.
უჯრედშორისი ცემენტის აღმდგენი ზეთების როლი:

უჯრედშორისი ცემენტი შედგება კერამიდების, ფოსფოლიპიდების, ცხიმოვანი მჟავებისგან… მცენარეული ზეთების მეშვეობით ხდება ეპიდერმისის გამდიდრება ამ ნივთიერებებით, რაც მას საშუალებას აძლევს აღიდგინოს თავისი დამცველობითი ფუნქცია.

მცენარეული ზეთები, ეს იქნება ომეგა 3, 6, 9, ტოკოფეროლები, კო-ენზიმი Q10, ფოსფოლიპიდები თუ სხვა, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს კოსმეტიკაში. ამ დაინტერესებას იწვევს მათი მაღალი ბიოშეღწევადობა, მათ  განსაკუთრებულ თვისებებთან ერთად. მაგალითად თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ მოქმედება, გავლენა მემბრანის გამავლობაზე, ან ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ეს თვისებები შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც გარეგანი ისე ზეთის შინაგანი მიღების გზით. მცენარეული ზეთები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს როგორც აქტიური და ბუნებრივი სუბსტანციები. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ როგორც ყველა, აქტიურ, სამკურნალო ნივთიერებას, მათ თავიანთი თვისებების დამტკიცება და მკაცრი რეგლამენტაციის გადალახვა მოუწევთ.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან.
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:

http://www.biolineaires.com/articles/cosmetique/417–huiles-vegetales-hydratantes.html#.Vsx3_n3hCM8

ფრანგული მცენარეული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:

ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14

რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი

რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s