რა არის გენერიკები, გენერიკული მედიკამენტები?

medications-342458_1920

პათოლოგიის მიხედვით ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ ორიგინალი ან გენერიკული მედიკამენტი. აფთიაქში, ფარმაცევტს აქვს უფლება შემოგთავაზოთ გენერიკული წამალი, ნაცვლად ორიგინალისა, თუ რა თქმა უნდა არსებობს ამ უკანასკნელის შემცვლელი გენერიკი.

და მაინც რა არის გენერიკი? და რითი განსხვავდება ის ორიგინალი მედიკამენტისგან? ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე გავცემთ პასუხს.

რა არის გენერიკული მედიკამენტი?

როდესაც ბაზარზე გამოდის ახალი მედიკამენტი (ახალი მოლეკულა) იგი დაცულია ექსპლუატაციის (ოპერაციული) ლიცენზიით. 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ მის მწარმოებელ ფარმაცევტულ ფირმას აქვს მისი კომერციალიზაციის უფლება. ამ ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ლიცენზია ხდება საზოგადო და სხვა ფარმაცევტულ ფირმებს ეძლევათ უფლება აწარმოონ ეს მედიკამენტი: სწორედ ამას ქვია გენერიკი.

ორიგინალი თუ გენერიკული მედიკამენტი: რა განსხვავებაა მათ შორის?

გენერიკი არის ორიგინალის ექვივალენტური. იგი წარმოადგენს ანალოგიურ ფარმაცევტულ ფორმას და შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებებს თვისობრივი და რაოდენობრივი თვალსაზრისით.

pills-943764_1280

გენერიკული მედიკამენტის ფასი და ანაზღაურება სადაზღვევოს მიერ*

გენერიკული მედიკამენტი, როგორც წესი, უფრო იაფია ვიდრე ორიგინალი. მისი ფასი შეესაბამება წარმოების ღირებულებას, მოლეკულა არ საჭიროებს კვლევებს და დამატებით ხარჯის გაწევას, რამდენადაც მას უკვე გავლილი აქვს აღნიშნული კვლევის პერიოდი.

როგორც ორიგინალი, ისე გენერიკული წამლების ანაზღაურება ხდება სადაზღვევოს მიერ. ანაზღაურების პროცენტი იგივეა ორივესთვის. ფარმაცევტს აქვს უფლება პაციენტს შესთავაზოს გენერიკი ორიგინალის ნაცვლად, თუ რა თქმა უნდა ექიმი რეცეპტზე არ მიუთითებს რომ წამალი არ უნდა შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტს აქვს უფლება უარი თქვას ორიგინალი მედიკამენტის გენერიკით შეცვლაზე. თუმცა ამ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება თანხის დამატება მოუხდეს, რასაც დაზღვევა აუნაზღაურებს შემდგომ.

*ფრანგული მოდელი (თარგმანის შენიშვნა).

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
https://www.pharma-gdd.com/fr/qu-est-ce-qu-un-medicament-generique—gc163.html

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s