ჟულიანის რჩევები: როგორ მოვუაროთ სახის კანს

ჩემო მეგობრებო მინდა შემოგთავაზოთ ჟულიანის რჩევები: როგორ მოვუაროთ სახის კანს ❤

ვიდეო ფრანგულად არის, მაგრამ შევეცდებით მოკლედ და ლაკონიურად გადმოვცეთ თუ რაზე საუბრობს ჟულიანი:

„ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა სჭირდება რეალურად კანს დღის განმავლობაში. კრემი? რომელიც უმეტესად შეიცავს ქიმიურ ინგრედიენტებს, კონსერვანტებს, მინერალურ ზეთებს …
იმისათვის რომ გავიგოთ რა სჭირდება რეალურად კანს ნება მომეცით დავხატო (0:30 დან):

კანი ზედაპირზე დაფარულია ჰიდროლიპიდური შრით, ეს ნიშნავს რომ გვაქვს ზეთი და წყალი. ამ შრის ქვეშ გვაქვს ეპიდერმისი, კანის ზედაპირული ფენა, რომლის შენება უნდა წრმოვიდგინოთ როგორც „აგურის კედელი“, კერატოციტები. ამ „აგურებში“ მდებარეობს კერატინი. კერატინი, თავის მხრივ შეიცავს წყალს, რაც უფრო ზედაპირთან ახლოს არის ეს უჯრედები, მით ნაკლებ სითხეს შეიცავენ. კერატოციტები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან უჯრედშორისი ცემენტით, ეს უკანასკნელი კი შედგება ცხიმოვანი მჟავებისგან.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: გვაქვს წყლის შემცველი უჯრედები და გარედან ისინი დაცულია ცხიმოვანი ცემენტით. საიდან ხვდება უჯრედებში წყალი? რა თქმა უნდა სისხლძარღვებიდან, რომელიც კანის უფრო ღრმა ფენიდან – დერმიდან. ეს ის წყალია, რომელისაც ჩვენს დღის განმავლობაში ვიღებთ და რომელიც აუცილებლად უნდა დავლიოთ, სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ეხლა დავუშვათ კანზე ვისვამთ კრემს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს წყალს და ზეთს. თქვენის აზრით, რომელი უფრო კარგად შეიწოვება? ზეთი! … ზეთი უჯრედშორის ცემენტში კარგად აღწევს, რადგან თავისი სტრუქტურით ახლოს არის კანის აგებულებასთან. თქვენი კანის დატენიანების დონე დამოკიდებულია სწორედ, უჯრედშორისი ცემენტის ხარისხზე. აქედან შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ: კრემს, რომელსაც ვისვამთ, კარგია, თუმცა წყალი, რომელსაც ის შეიცავს ორთქლდება და რჩება ზეთი, რომელმაც უნდა გამოაცოცხლოს კანის სტრუქტურა. ჩემი რჩევა იქნება, იმისათვის რომ კანს მარტივად მოუაროთ წაისვით ზეთი! რა თქმა უნდა ლაპარაკია მცენარეულ ზეთებზე. ზეთები შეიცავენ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც წყლის ორი წვეთივით ჰგვანან უჯრედშორის ცემენტს, სრიალდებიან „აგურებს“ შორის და შესანიშნავად აღწევენ კანში.

რთულია ალბათ დაჯერება, მაგრამ მერწმუნეთ, ზეთი ყველაზე უკეთ აღწევს კანში, ვიდრე, კრემი, ლოსიონი, წყალი და ა.შ.

ჩემი მცირე რჩევები (3:25 დან): თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, უმჯობესია აირჩიოთ ჟოჟობას, მაკადამიას ან თხილის ზეთი. ჟოჟობა თითქმის ადამიანის ცხიმია თავისი შემადგენლობით, როგორც მცენარეული ცვილი ისე ესმება სახეზე. მაკადამია და თხილის ზეთი გვანან ერთმანეთს, არ არიან ცხიმიანი ზეთები.
თუ გაქვთ მშრალი კანი, რომელიც იჭიმება, უმჯობესია იხმაროთ ფურისულას, არგანის ან საროს ზეთი, ეს ზეთები ბევრად მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით.

თქვენ ფიქრობთ ალბათ, კი მაგრამ ჟულიან, ზეთი როგორ წავისვათ სახეზე?!

ახლავე გაჩვენებთ!

ყოველ დილას, სუფთა კანზე, ხელზე დაიწვეთეთ ოთხი ან ხუთი წვეთი მცენარეული ზეთი, მაგრამ ეს ზეთი ისე კი არ წაისვათ, როგორც კრემი, ხელებში, მოსრისეთ, შეათბეთ, (4:25 დან) და თანაბრად წაისვით სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე, სადაც გინდათ … ამის შემდეგ შეგიძლიათ დილის სამზადისს შეუდგეთ, ჩართოთ ყავის მანქანა … ზეთი კი ჩასრიალდება ეპიდერმისში, აღადგენს უჯრედშორის ცემენტს და გარატირებული იქნებით, რომ თქვენ კანი შეინარჩუნებს ტენიანობას დღის განმავლობაში. ეს ის წყალია, რომელსაც დღის განმავლობაში ვღებულობთ, სუფთა წყლის, წვენის, თუ ყავის სახით…

მე გირჩიეთ ზეთის გამოყენება, თქვენ ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: და სახის კრემს რა ვუყოთ? გადავაგდოთ?
არა რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განაგრძოთ თქვენი კრემის ხმარება, თუმცა კარგად შეხედეთ მის შემადგენლობას და შეარჩიეთ ისეთი, რომელიც ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავებით, ან მცენარეული ზეთით იქნება მდიდარი: ნუში, არგანი, კარიტე, თხილის ზეთი … ყველა კარგია. მაგრამ მოერიდეთ ძალიან მსუბუქ კრემებს, რომელიც შეიცავს, გელს, სილიკონს … ისინი ხელს უშლიან კანს -ისუნთქოს, ვერ აღწევენ მასში და უბრალოდ ზედაპირზე ქმნიან ბარიერს, ისე რომ ეპიდერმისს ვერაფრით ამდიდრებენ.

მაშ ასე, ის რაც ყველაზე მეტად სჭირდება თქვენს კანს, ეს არის მცენარეული ზეთები.

მომავალ შეხვედრამდე!“

ფრანგული მცენარეული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზირი 14 და 14ა
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
26 მაისის მოედანი N1, სპორტის სასახლის მიმდებარედ
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, 19-ს 11 ნომერი
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ
რუსთავი, შარტავას 6

ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

 

Publicités

Laisser un commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google+

Vous commentez à l'aide de votre compte Google+. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s