ფურისულას ზეთი მიიღება მცენარის ექსტრაქტისგან, რომლის თვისებები კოსმეტიკური ფირმებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მისი ყვითელი ყვავილები მზის ჩასვლისას იშლება, ვიდრე აისამდე. ამიტომაც ეძახიან „ღამის სილამაზეს“.
ფურისულა ჩრდილოეთ ამერიკაში ხარობს, იზრდება მხოლოდ ორი წელი, ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე. როგორც კი ყვავილობას მორჩება, პატარა ხილის ნაყოფს ისხამს – სწორედ მისგან წურავენ ზეთს. მის მასტრუქტურიზებელ და რეგენერაციულ თვისებებს იყენებენ არა მარტო კოსმეტიკაში, არამედ მედიცინაშიც.
სამკურნალო თვისებები
ფურისულას სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ინდიელებმა აღმოაჩინეს. ფესვებსა და თესლს იყენებდნენ საკვებად. ასევე გარეგანი სისხლჩაქცევებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. დასალევად იყენებდნენ სასუნთქი სისტემის დაავადებებისა და ართრიტის დროს.
ფურისულა კანის დაბერებასთან საბრძოლველად
ფურისულას ზეთი ბუნებრივად მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, მათ შორის გამა-ლინოლეის მჟავით (8-დან 10%- მდე), ომეგა-6, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს, მაგრამ განსაკუთრებულად სჭირდება. სწორედ ეს უკანასკნელი ასტიმულირებს ზოგად მეტაბოლიზმს და გამოაცოცხლებს ქსოვილებს.
ასაკის მატებასთან ერთად მცირდება პროსტაგლანდინის წარმოქმნა, რომელიც ამ პოლიუჯერ, ცხიმოვან მჟავებთან ასოცირდება. კანი თხელდება, ხდება უფრო მგრძნობიარე, კარგავს თავის ბზინვარებას და ელასტიურობას. ფურისულას ზეთი არის კარგი დამატენიანებელი და ხელს უშლის კანის გამოშრობას. ამტკიცებს ქსოვილებს, აბალანსებს და ტონუსს აძლევს დაღლილ ეპიდერმისს.
ფურისულას ზეთი აკნეს წინააღმდეგ
გამა-ლინოლეის მჟავას, რომელიც ფურისულას შემადგენლობაში შედის, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ეს კი კანს საშუალებას აძლევს დააბალანსოს ეპიდერმისი. ფურისულას ზეთი არ აცხიმიანებს კანს, წარმოქმნილ კანის ცხიმს ათხელებს და ფორების დაცობას უშლის ხელს. ფურისულას ზეთი ცხიმიანი კანის კარგი გამწმენდია.
ფურისულას ზეთი, დაღლილი კანის დამატენიანებელი
ფურისულას ზეთი ადვილად აღწევს კანში, ატენიანებს და უქმნის დამცავ ლიპიდურ შრეს, რომელიც როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება ისე მოქმედებს. ასევე ხელს უშლის წყლის დაკარგვას და შედეგად კანი ხდება ნაზი და გლუვი. ამ თვისებების გამო ფურისულას ზეთს ხშირად ხმარობენ დამატენიანებელ კრემებში. ფურისულას ზეთი შუახნის ქალბატონებს მისცემს ტონუსისა და კომფორტის შეგრძნებას.
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან.
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.marieclaire.fr/,les-mille-vertus-cosmeto-de-l-huile-d-onagre,723388.asp
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :ფრანგული ზეთები