სოინჯის ზეთი, კანის იდეალური აღმდგენი

nigele

ვიდრე უშუალოდ კოსმეტოლოგიაში  სოინჯის გამოყენებაზე ვისაუბრებდეთ, გვინდა მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ თავად მცენარეზე, რომელიც ქართულ წყაროებში მოვიძიეთ.

სოინჯი

Nigella sativa L.

გურ. შავკაკალა; აჭ. სისამი, ცისამი; მეგრ. უჩა კაკალი; საბა., ჩუბ. იკვლივი; ერ. სურიჯა; ჩუბ. ჩორაქოტი; ჯავახ. ჩიტისთვალა, სონიჯი, სოლინჯი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი ერთწლიანი ბალახოვანი ღია-მწვანე მცენარე სწორი ღეროთი, დაყოფილი ფოთლებით, მსხვილი, ჰორიზონტალურად განლაგებული ყვავილებით. ყვავილობს მთელი ზაფხული.

შეიცავს სტეროიდებს, კამპესტერინს, სიტოსტერინს, სტიგმასტერინს, ქოლესტერინს, ალფა-აპინასტერინს, ალკალოიდ ნიგელინს, ეთერულ ზეთს, საპონინებს, კუმარინებს, ტიმოხინონს, ლიპაზას, ზეთებს, მჟავეებს. სამკურნალოდ გამოიყენება თესლი, გამხმარი ნაყოფი, ზეთი. მისი თესლების წყალში ნაყენს იყენებენ შარდმდენად, ჭიის გამომდევნად, ნაღველმდენად, საერთომომამაგრებელ საშუალებად. ნახარში ზრდის რძის რაოდენობას მეძუძურ დედებში, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, ამცირებს მეტეორიზმს შეკრულობის დროს. მარგებელია ბრონქეალური ასთმისას, უძილობისას, ქალური დაავადებებისას, სიყვითლისას, კანის დაავადებებისას. მიქსტურის სახით გამოიყენება ნევრასთენიის, უმადობის, დიარიის, ციების დროს.

წყარო: http://herba.ge/medicinal-plants-s

სოინჯის ზეთი, კანის იდეალური აღმდგენი

სოინჯის ზეთი, იგივე შავკაკალა (Nigella sativa L.) ნაკლებად ცნობილია ვიდრე მისი ბიძაშვილი – არგანი. თუმცა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, ის ავსებს როგორც ახალგაზრდა ისე მომწიფებულ კანს.

სოინჯი, როგორც ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მცენარე

ეს ზეთი ძალიან ძვირფასი გახლდათ ეგვიპტელებისთვის. სოინჯი არომატული მცენარეა, ზეთს მისი შავი თესლის, ცივი დაპრესვის მეთოდით ღებულობდნენ. ამ ზეთის სინჯარები ფარაონების სამარხებშიც იქნა აღმოჩენილი. აღმოსავლურ კულტურაში შავკაკალას აქტიურად იყენებენ კულინარიაში. მას ღებულობენ როგორც საჭმლის მონელების ხელშემწყობსა და იმუნოსტიმულატორს.

მეცნიერებაში მან უკვე დაამტკიცა თავისი თვისებები, როგორც იმუნური სისტემის სტიმულატორმა, ამიტომ აფთიაქში შეიძლება ნახოთ სოინჯი  – საკვები დანამატის სახით. სოინჯი უდაოდ არის ბუნებრივი ანტისეპტიკი აკნეს დროს. კოსმეტიკაში,  ის ასევე ერთერთი კარგი არჩევანია კანის დაბერების საწინააღმდეგოდ.

nigelle-grand_WP-800x533

ანტიოქსიდანტი კანისთვის

ეს ზეთი მაღალი პროცენტულობით შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ლიპიდების შემადგენლობაში შედიან, ეს უკანასკნელნი კი, კანის ჰიდრატაციისთვის არიან საჭირო. ლინოლეის მჟავა (ომეგა-6 ოჯახი) მონაწილეობს ლიპიდების აღდგენაში და ამტკიცებს უჯრედშორის კავშირს. აქედან გამომდინარე, სოინჯის ზეთი, იდეალური პარტნიორია 50 წელს გადაცილებული ეპიდერმისისთვის, რომელიც კარგავს მოქნილობასა და ჰიდრატაციას. გარდა ამისა, სოინჯის ზეთი შეიცავს E ვიტამინსა და კაროტინოიდებს, ორ ანტიოქსიდანტს, ისინი ეწინააღმდეგებიან  თავისუფალი რადიკალების გაჩენას და იცავენ კანს დაბერებისგან.

შემახორცებელი მოლეკულები

რამდენადაც სიონჯის ზეთი ბუნებრივად შეიცავს ეთერზეთს, მისი ზოგიერთი მოლეკულა არის ანთების საწინააღმდეგო. სოინჯის ზეთს იყენებენ დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებების გამოც. განსაკუთრებულად რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის, ასევე მზის დაკვრისა და დამწვრობის დროს. სოინჯის ზეთს ხელის, ტანისა და სახის კრემებში იყენებენ როგორც ცხიმოვან შემადგენელს.

სანიტარული აგენტი

ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების გამო, სოინჯის ზეთს წარმატებით იყენებენ ცხიმიან და აკნეს მქონე კანზე. ეს ზეთი შეიძლება იხმაროს როგორც მოზარდმა ისე ზრდასრულმა. თავისი გამწმენდი თვისებების წყალობით, იგი ეწინააღმდეგება ანთებითი ფორების გაჩენას და ამშვიდებს პატარა ანთებებს კანზე.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტი იხილეთ ბმულზე:
http://www.topsante.com/beaute-et-soins/beaute-au-naturel/les-ingredients-naturels/l-huile-de-nigelle-une-fabuleuse-reparatrice-9724/(chapitre)/1/des-actifs-assainissants

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:  აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s