რვა მიზეზი თუ რატომ არ უნდა დავიძინოთ გვიან

baby-1151351_1280

1. გვიან დაწოლა ასუქებს
დიახ, სწორად წაიკითხეთ – გვიან დაწოლა ასუქებს! კვლევებმა აჩვენა რომ ძილის თითოეული დაკარგული საათი ზრდის ჩვენი სხეულის მასის ინდექს 2.1 ქულით, თუ ეს გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად თუ 5 წლის განმავლობაში მუდმივად გვიან ვიძინებთ. ეს ეხება მათაც, ვინც ფიზიკურ აქტივობას მისდევს და მათაც, ვისაც დღე-ღამეში 8 საათი სძინავს (იძინებს გვიან და იღვიძებს გვიან, რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის). როდესაც გვიან ვწვებით, ჩვენ ვარღვევთ ჩვენი ძილის ციკარდულ რითმს, ვაზიანებთ ბიოლოგიურ რითმებს, რომლებიც ერთვება ღამით, გვეხმარება დღისით მხნედ ვიყოთ და შევინარჩუნოთ წონა.

2. გვიან დაწოლა ხელს გვიშლის კონცენტრირებაში.
კვლევის ავტორმა, რომელმაც დაასკვნა რომ გვიან ძილი ასუქებს, ასევე აღმოაჩინა რომ ადამიანებს, რომლებიც 23:30 საათზე გვიან წვებიან, დღის განმავლობაში აქვთ კონცენტრირების პრობლემა. მიუხედავად იმისა რომ რვა საათი სძინავთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, კვლევაში მონაწილე სტუდენტები, რომლებიც გვიან წვებიან ემოციურად უფრო მყიფეები არიან – ადვილად ტირიან, მოწყენილები არიან, ვიდრე ისინი ვინც ადრე იძინებენ.

3. კოშმარები.
თუ ხშირად გესიზმრებათ კოშმარები, ეს შეიძლება გვიან დაძინების ბრალია. გამოსავალი ჩვეულების შეცვლაა. როგორც მკვლევარები ამბობენ გვიან დაწოლა ცუდი სიზმრების რისკს ზრდის. ასევე თუ გვიან იძინებთ ცუდი სიზმრებიც კარგად გამახსოვრდებათ. ამის მიზეზი კი სტრესის ჰორმონი – კორტიზოლია. მართლაც, ღამით, თუ გვღვიძავს, ორგანიზმში კორტიზოლის დონე მატულობს.

4. გვიან დაწოლა სისხლში შაქრის დონეს ზრდის.
როგორც ჩანს ადამიანები, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ და გვიან იძინებენ, უფრო რთულად არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მეორე ტიპის დიაბეტი და გვიან იძინებენ, წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, ამ ტიპის დიაბეტისთვის, თუ რა თქმა უნდა კიდევ სხვა მავნე ჩვევები მოიყრის ერთად თავს.
კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ, ციკარდული რითმის დარღვევა აზიანებს ჩვენი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

alarm-clock-1193291_1280

5. გვიან დაწოლა აისახება ჩვენს ქცევაზე.
ძილის ნაკლებობა აისახება ჩვენს ქცევაზე (უფრო გაღიზიანებულები ვართ, გაბრაზებულები, ნაკლებად მომთმენები და იმპულსურები). ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა რომ ჩვენი დაძინების საათი ასევე გავლენას ახდენს ჩვენს მორალზე. გვიან დაძინება აღძრავს ნეგატიურ ფიქრებს. იწვევს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას (აკვიატებებს).

6.ადამიანები, რომლებიც გვიან წვებიან უფრო მეტად შფოთავენ.
რაც უფრო გვიან ვიძინებთ მით მეტი შანსია ნეგატიური ადამიანები გავხდეთ და გაღიზიანება გახდეს ჩვენი თანმდევი. გვიან დაწოლა აზიანებს თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის ნორმალური ფუნქციონირებას (უბანი, რომელიც მონაწილეობს ყურადღების მოკრეფასა და გადაწყვეტილების მიღებაში).

7. გვიან დაწოლა აქვეითებს ფერტილობას.
როგორც ბოლო დროინდელი დაკვირვებები აჩვენებს სულ უფრო მეტი ფაქტორი ახდენს გავლენას ჩვენს შვილოსნობაზე. მაგალითად, დაბალი ხარისხის წყალმა შესაძლებელია მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა შეამციროს. გვიან დაძინება ქალებში ამცირებს დაორსულების შანსებს. თუ ეს მავნე ჩვევა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ეს დააზიანებს საკვერცხეების მიერ ჰორმონების სეკრეციას და შედეგად დაარღვევა ოვულაციის პერიოდები.

8.კანის სიყვითლე.
ღამურებს იშვიათად აქვთ ლამაზი სახის კანი. ჩვენი კანის მდგომარეობას და ძილის საათს შორის არსებული კავშირი ნამდვილად დადასტურებულია. ძილის დროს ირთვება უჯრედების განახლების მექანიზმი. დღის განმავლობაში ჩვენი უჯრედები მრავალი აგრესორის ქვეშ არიან (გარემოს დაბინძურება, სტრესი, ცუდი საკვები და ა.შ), განსაკუთრებით კანის უჯრედები, რადგან ისინი ფარავს ჩვენს სხეულს. ღამის ძილი უჯრედების რეგენერაციის საშუალებას იძლევა. შეიძლება საკმარისად გძინავთ, მაგრამ თუ გვიან წვებით განახლების ეს მექანიზმები მაინც ზიანდება. დილით კი აღმოაჩენთ რომ თქვენი კანი არის გამომშრალი და ოდნავ მოყვითალო ფერის.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://diaporamas.doctissimo.fr/psychologie/pourquoi-arreter-de-se-coucher-tard/un-jaunissement-de-la-peau.html

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s