დადგა გაზაფხული და მზის პირველი სხივები ზაფხულის არდადეგების მოახლოებას გვამცნობენ. თუმცა სანამ საცურაო კოსტუმს მოვირგებდეთ, ზამთრის რამდენიმე კილოს დაკლება ნამდვილად გვჭირდება. იმისათვის რომ შედეგს მივაღწიოთ, შეცვალეთ თქვენი კვებითი ჩვევები ჩვენი რჩევების მიხედვით.
რამდენიმე ზოგადი წესი
სანამ უშუალოდ გასახდომ რეჟიმზე ვისაუბრებდეთ აუცილებელია შეცვალოთ თქვენი კვებითი ჩვევები:
- ყოველდღე მიირთვით ერთი და იგივე, ფიქსირებულ დროს;
- ნუ წაიხემსებთ კვებასა და კვებას შორის;
- მიიღეთ მრავალფეროვანი საჭმელი და იკვებეთ რაციონალურად.
ასევე ყოველდღიურად მიიღეთ მინიმუმ 1.5 ლ. წყალი, რათა ორგანიზმიდან გამოიდევნოს ტოქსინები.
რა უნდა მივირთვათ?
გახდომა უნდა მოვახერხოთ აკრძალვების გარეშე, რათა ერთის მხრივ, მუდამ არ გვენატრებოდეს რაიმე საჭმელი და მეორეს მხრივ, ორგანიზმს არ შევუქმნათ ამა თუ იმ სასარგებლო ნივთიერების დეფიციტი.
ყოველდღე მიიღეთ სულ მცირე 5 სახეობის ხილიდა ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული მდიდარია წყლით, ატენიანებს ორგანიზმს და აწვდის ბოჭკოებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, მიკროელემენტებს, რაც ასე საჭიროა მეტაბოლიზმისთვის. მიიღეთ ყველანაირი ფორმით: ცოცხალი, გაყინული, მოხარშული თუ უმი.
3 რძის ნაწარმი დღეში
რძის ნაწარმი ორგანიზმს ამდიდრებს კალციუმითა და D ვიტამინით, რაც ძვლოვანი ქსოვილის აღდგენისა და განახლებისთვის არის საჭირო. მრავალფეროვანი გემოვნებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ: იოგურტი, მაწონი, რძე, ყველი და ა.შ.
მარცვლოვანი კულტურები თითოეულ ჭამაზე
მარცვლოვანი კულტურები დიდხანს აკმაყოფილებს ორგანიზმს და ადვილად „გაგაძლებინებთ“ შემდეგ ჭამამდე. გასახდომად უპირატესობა მიანიჭეთ მთლიანი მარცვლისგან დამზადებულ პროდუქტს (მაკარონი, ბრინჯი, პური თუ სხვა).
ხორცი, თევზი, კვერცხი: დღეში ერთხელ ან ორჯერ
ხორცი, თევზი და კვერცხი, მდიდარია ცილებითა და რკინით. ცხიმიანი თევზი ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს (ომეგა 3). გასახდომად უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ ხორცს (ღორი, ხბო, ფრინველი, კურდღელი …), თევზსა და მცენარეულ პროტეინებს.
შეამცირეთ ცხიმის მიღება
ცხიმის ჭარბი მიღება იწვევს წონაში მატებას. გასახდომად მოერიდეთ ნაჯერი ცხიმების მიღებას (კარაქი, ძეხვეული, ფუნთუშეული, ნამცხვრები, შემწვარი და ფქვილში ამოვლებული პროდუქტები) და უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ზეთებს, ცხიმიან თევზს. იფიქრეთ ასევე უცხიმოდ შეწვაზე: ბოსტნეული ორთქლზე, ხორცი ჰაერღუმელში, თევზი ფოლგაში.
შეამცირეთ ტკბილეულის მიღება
ტკბილეულის ჭარბი მიღება წონაში მატებას იწვევს, ასევე აზიანებს კბილებს კარიესით. წონაში დასაკლებად გირჩევთ ჭამა დაამთავროთ ხილით, რომელიც ბუნებრივად შეიცავს სიტკოს და აკმაყოფილებს ორგანიზმის სიტკბოსადმი მოთხოვნილებას.
შეამცირეთ მარილის მიღება
მარილის ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს ჰიპერტენზიისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. გასახდომად, შეზღუდეთ მზა საჭმელების მიღება, ძეხვეულის, აპერიტივის ნამცხვრებისა და ა.შ. იფიქრეთ სუნელებითა და მწვანილით გაამდიდროთ თქვენი კერძი, მიიღეთ ლიმონის წვენი და მაწონი.
ჯანმრთელი და რაციონალური კვება არის წონაში დაკლების საფუძველი, მაგრამ ეს არ კმარა. ასევე აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და სრულფასოვანი ძილი.
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან.
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
https://www.pharma-gdd.com/fr/de-bonnes-habitudes-alimentaires-pour-mincir-gc242.html
Catégories :რაციონალური კვება