ნატურალური კოსმეტიკის ბუმთან ერთად სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება რას წარმოადგენს ნატურალური ზეთი? როგორც თავად სახელი გვეუბნება, მცენარეული ზეთები მზადდება მცენარეებისგან. ეს იქნება მათი წიპწების, თესლის, ღეროს, კაკლის … ექსტრაქტი.
არსებობს ზეთის დაწურვის ორი მეთოდი: მექანიკური და ქიმიური ექსტრაქცია. მექანიკური ექსტრაქცია ცივი დაპრესვის მეთოდით მიიღება, ეს ზეთი არის სუფთა და არ შეიცავს დანამატებს. ქიმიური ექსტრაქციის შემთხვევაში მარცვლისა და ხილის დაპრესვა ხდება ტემპერატურაზე და ასევე ემატება გამხსნელები. ამ შემთხვევაში დანამატებიც შეიძლება იქნას შერეული.
ეს ტექნიკა ყველაზე ნაყოფიერია ზეთის მისაღებად, თუმცა ამ შემთხვევაში ზეთის ხარისხი შედარებით დაბალია.
ეთერზეთების საკითხი
კოსმეტიკაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ეთერზეთებს. ეს ნიშნავს რომ ნატურალურ ზეთში ხდება გლიცერინის ან სხვა, რომელიმე სპირტის შერევა. შედეგად ვიღებთ ახალ მოლეკულურ კავშირებს, განსხვავებული თვისებებით – პირვანდელ, მცენარეულ ზეთებთან შედარებით. ის ასევე შეიძლება შეიცავდეს ნავთობპროდუქტებს, როგორიცაა იზოპროპილი და პალმიტატი.
ესენი არიან სინთეზური ზეთები, რამდენადაც უშუალოდ მცენარის პულპისა და მარცვლის დაპრესვით არ მიიღება. როგორც წესი, ისინი არიან უფრო თხევადი და უფრო კარგად აღწევენ კანში. მათი ხშირად იყენებენ ე.წ. „მშრალ ზეთში“, რომელიც ცხიმგაცლილია, განსხვავებით სუფთა, მცენარეული ზეთისგან.
მაშ ასე, რა ბრალდებებს ვუყენებთ ეთერზეთებს? აქვთ ნაკლები სასარგებლო თვისებები, ვიდრე სუფთა ზეთებს – სულ ეს არის! თუმცა, კოსმეტიკაში ძალიან კარგია კრემების დასამზადებლად და სასურველი ტექსტურის მისანიჭებლად. ასევე, კოსმეტიკის მწარმოებლებისათვის ეს მასალა იაფია, ვიდრე მცენარეული ზეთი. ასე რომ ეთერზეთებს აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
რომ გავიგოთ ზეთი მცენარეულია თუ ეთერზეთი, მის შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ შემდეგი სიტყვები: Caprylic Capric Triglyceride, Coco Caprylate Caprate, Oleyl Erucate, Oleyl Linoleate et Decyl Oleate.
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
მცენარეული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm – house
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზ 14ა
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, 19-ს 11 ნომერი
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი « მშვილდოსანი » წერეთლის 20
აფთიაქი „ალიანსი“ გრიშაშვილის 8
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :ჩვენი რჩევები