რა არის ბიო კოსმეტიკა?

girl-828607_1920

როდესაც ვამბობთ ბიოს, ყველა წარმოვიდგენთ ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოს, ჯანმრთელსა და ნატურალურს. ბიოლოგიური საკვები ფართოდ გავრცელებულია ჩვენს რეგიონში (იგულისხმება საფრანგეთი), მაგრამ ბიოლოგიური კოსმეტიკა? რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? ეს მარკეტინგია თუ რეალობა? რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ის ჩვენი სილამაზისთვის? ყველაფერს აგიხსნით!

ბიოლოგიური კოსმეტიკა, დეფინიცია

განსაზღვრების მიხედვით ბიოლოგიური კოსმეტიკა აერთიანებს პროდუქტებს, რომლებიც მხოლოდ „ბიო“ ინგრედიენტებისგან მზადდება, არ აბინძურებენ გარემოს და მათი გამოცდა არ ხდება ცხოველებზე. მაშინ როდესაც ჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებები მზადდება ქიმიურ აგენტებზე, ბიო კოსმეტიკა აქცენტს აკეთებს მცენარეულ ზეთებსა და მცენარეულ ცვილებზე. ამ შემთხვევაში გამოირიცხება სინთეზური მასალები, რომლებიც უცხოა ჩვენი ორგანიზმისთვის და და აბინძურებენ გარემოს. ასევე არ გამოიყენება სილიკონი, პარაბენი, სინთეზური არომატები და სხვა მავნე პროდუქტები.

ბიო კოსმეტიკის მოთხოვნები

არსებობს სხვადასხვა ტიპის ბიო კოსმეტიკა და მათი შემადგენლობა არ არის ყოველთვის ერთნაირი. აუცილებლად შეხედეთ შემადგენლობას, როცა რაიმეს ყიდულობთ. აირჩიეთ მაგალითად მწვანე Cosmebio ლოგოს მქონე პროდუქტი, რაც იმას გულისხმობს რომ ინგრედიენტების 95% ბიოლოგიური მცენარეებისგან არის დამზადებული და მასში გამოყენებული მზა მასალის 10% ასევე არის ბიო. ამგვარად დარწმუნდებით, რომ ბიო სახელწოდება, არა მომხმარებლის მოსაზიდად არის მითითებული, არამედ ის ნამდვილად აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს და უფრთხილდება თქვენს კანსა და ორგანიზმს.

ბიო კოსმეტიკის ლოგოები

არსებობს სხვადასხვა ლოგოები, რომელიც დატანებულია შეფუთვაზე და მიგვანიშნებს რომ პროდუქტი არის ბიო. ამგვარად ECO ლოგო მიუთითებს რომ ინგრედიენტების სულ მცირე 50% არის ბიო და ასევე მზა მასალის 5%. ლოგო BDIH ნიშნავს რომ პროდუქტი ნატურალურია, მაგრამ არა აუცილებლად ბიო.
ლოგო Ecocert ადასტურებს რომ ინგრედიენტების 95% არის ბიო.

logo_ecocert

და ბოლოს, თუ ნატურალურ ზეთებზე დატანებულია ლოგო Agriculture biologique (AB) – (ბიოლოგიური სოფლისმეურნეობა) ეს ნიშნავს რომ პროდუქტი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ბიოლოგიური კოსმეტიკაში ასევე საკვები სახით.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://madame.lefigaro.fr/beaute/la-cosmetique-bio-cest-quoi-010115-1410

 

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s