„ იცი? ოჯახის დიასახლისობა ძალიან რთულია!“ ვინ იცის რამდენჯერ გაგვივლია გულში. ჩვენ ვცხოვრობთ ქალთა მასიური ემანსიპაციის ეპოქაში. ამ დროში, დაჯდე სახლში და ბავშვები გაზარდო, ნამდვილად არ არის მარტივი. ერთის მხრივ, მიუხედავად გაწეული დიდი შრომისა, ეს საქმე არ არის დაფასებული და მეორეს მხრივ, არსებობს რისკები რომ გარე სამყაროს მოვწყდეთ. ხშირად ოჯახის საქმითა და ბავშვების მოვლა-პატრონობით დაკავებული – ქალს ავიწყდება როგორც პირადული ისე სოციალური აქტივობა. ბრიჯიტ ჯაკლინი, 7 შვილის დედა, ოჯახის აქტიურ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტია, მოვუსმინოთ მის რჩევებს.
ვისწავლოთ დროის განაწილება
როდესაც არ ვმუშაობთ უპირველესი რისკი არის რომ მთელი ჩვენი დრო დავუთმოთ ოჯახს. რაც იზოლაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „შეადგინეთ ოჯახის საქმეების გეგმა და ჩამოწერეთ პრიორიტეტების მიხედვით, თითოეული საქმე იქნება თქვენ თავთან დათქმული შეხვედრა“ – გვირჩევს ბრიჯიტ ჟაკლინი. მაგალითად დილა დაუთმეთ ერთ საქმეს, თქვენი გუნება-განწყობის მიხედვით და მეორე დღეს იგივე საქმეს ხელი აღარ მოკიდოთ.
ფრთხილად იყავით! რახან თავად აკეთებთ საქმეს, საკუთარ თავთან დათქმული შეხვედრა შეიძლება გადადოთ, რასაც მეგობართან არ გააკეთებდით, ამ ცდუნებას უნდა გაუძლოთ!
იყავით ფორმაში, ოჯახშიც კი!
როდესაც ვტრიალებთ ისეთ გარემოში, სადაც ისევ ჩვენი შვილები, მეუღლე ან სხვა ბავშვების დედები არიან, ჩვენს გარეგნობაზე ზრუნვამ შეიძლება მეორე ადგილზე გადაიწიოს. „მოემზადეთ ისე, თითქოს სამსახურში მიდიოდეთ“ – გვირჩევს ჩვენი ექსპერტი. ჩაიცვით გამოსასვლელად, გაიკეთეთ მაკიაჟი! თუ მოშვებული იქნებით – ესეც იზოლაციის მოლიპული ფერდობისკენ გადადგმული ნაჯიბია. კარგი ამბავი ის არის, რომ ნამდვილად არ მოგიწევთ ფიქრი – თქვენი ჩაცმულობა თქვენს უფროსს მოეწონება თუ არა? ასიამოვნეთ თქვენ თავს! სარკეში ჩახედვისას ნამდვილად დაგეუფლებათ კმაყოფილების გრძნობა.
გაანაწილეთ საოჯახო საქმე
თქვენ დიასახლისი ხართ და არა მადლობისთვის მომუშავე! თქვენი პასუხისმგებლობაა ოჯახის საქმეების განაწილება. ოჯახის წევრებმა მიალაგონ თავიანთი ოთახები, გავიდნენ საყიდლებზე, დაასუფთაონ სახლი. „საოჯახო საქმეში ჩართეთ მთელი ოჯახი“ – გვახსენებს ბრიჯიტ ჟაკლინი. შედეგად თქვენი თავისთვის დროს გამოათავისუფლებთ.
გაწევრიანდით ასოციაციებში
„გაწევრიანდით ასოციაციებში, ეს იქნება კულტურული, კულინარიული თუ პოლიტიკური. „ეს საქმე ძალიან დაგეხმარებათ არ დარჩეთ იზოლაციაში და რაღაც საერთო მიზნისთვის იმოქმედოთ“ – აგრძელებს ჩვენი ექსპერტი. ამით თქვენ შეძლებთ თქვენი ტალანტი, ნიჭი მოახმაროთ ასევე სხვას, გარდა საკუთარი შვილებისა და შედეგად სოციალურად დაფასებული და აღიარებული გახდეთ. ეს ბალანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გაერთიანდით ქალთა წრეებში
არსებობს ქალთა წრეები, რომელთა უმთავრესი მიზანი ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებაა. ისინი ერთმანეთს უსმენენ, ამხნევებენ და საბოლოოდ ყველა მათგანი ღებულობს სარგებელს.
დაკავდით რაიმე გარე აქტივობით
მოიფიქრეთ რა არის თქვენი გატაცება: თეატრი, ხატვა, სიმღერა, სპორტი … არ აქვს მნიშვნელობა. ჩაეწერეთ კურსებზე. „მთავარია ისეთ ჯგუფში შეხვიდეთ, რომელიც მართლა გაინტერესებთ“ – ამბობს ბრიჯიტ ჟაკლინი. ამით თქვენ კიდევ ერთი სასაუბრო თემა გექნებათ, გარდა თქვენი შვილების სიყვარულისა.
თავს ნუ დაიდანაშაულებთ როცა საქმე ფულს ეხება
თქვენი ოჯახური საქმიანობა მიიღეთ ისე, როგორც ნამდვილი სამსახური. საკმარისია დათვალოთ ის ფული, რასაც ძიძას გადაუხდიდით რომ ბავშვი სახლში დაგეტოვებინათ ან სკოლიდან გამოეყვანა. „თქვენს მეუღლესთან ერთად დათვალეთ ეს თანხა, სხვა ოჯახური ხარჯების გარდა, რა თქმა უნდა“ – გვთავაზობს ექსპერტი. შედეგად ფინანსურად უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს რომ ამა თუ იმ აქტივობით დაკავდეთ.
იყავით ცნობისმოყვარე
იმისათვის რომ სულ ვიმოძრაოთ, დაინტერესდით თქვენს გარშემო მყოფებით. „გაესაუბრეთ მეზობლებს, სხვა ბავშვების მშობლებს, უბანში გამყიდველებს“ – გვთავაზობს ბრიჯიტი. გარშემომყოფებთან დაახლოება იზოლაციისგან დახსნის საშუალებაა. თუ ვიქნებით გახსნილები სხვებისთვის ეს სტიმულია რომ მხრები არ ჩამოვყაროთ, მუდამ დაღლილად არ ვიგრძნოთ თავი და არ დავრჩეთ ჩაკეტილი ჩვენს ნიჟარაში.
დაეყრდენით თქვენს მეუღლეს
მას საქმე აქვს, ისევე როგორც თქვენ! ასე რომ ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ. „გაატარეთ დრო ერთად“ – გვირჩევს ბრიჯიტი, რათა მხოლოდ დიასახლისის სტატუსი არ გქონდეთ. თქვენ ქალი ხართ უპირველ ყოვლისა და მისი ცოლი ხართ. თუ მეგობრებთან ერთად გინდათ წასვლა, ის ამას გაიგებს.
სპორტდარბაზის სიკეთე
კვირაში ორჯერ დაკავდით სპორტით. პირველ რიგში ეს ფორმის შენარჩუნებაში მოგეხმარებათ და მეორეს მხრივ მორალურად უფრო მხნედ იგრძნობთ თავს.
ბედნიერება გადამდებია
ხშირად გაიღიმეთ, ეს სხვებს იზიდავს, როგორც თაფლი ფუტკარს. „იყავით გახსნილები, გააღეთ თქვენი სახლის კარი სხვებისთვის“ – აცხადებს ბრიჯიტი.
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://diaporamas.doctissimo.fr/famille/femme-au-foyer/
Catégories :ფსიქოლოგიის დღიურები