ვისკი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

bar-209148_1280

ვისკს აქვს შემდეგი სასარგებლო თვისებები: გვეხმარება წონაში დაკლებაში, ანელებს დემენციის დაწყებას, აჯანსაღებს გულს, იცავს და მართავს დიაბეტს, ასტიმულირებს სასარგებლო ქოლესტერინს, ებრძვის სიმსივნეს, ანეიტრალებს სისხლის თრომბებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.ზოგადად, ვისკი არის ალკოჰოლის ერთერთი ყველაზე ჯანმრთელი ფორმა, რაც კი არსებობს.

როდესაც ადამიანები ვისკზე ფიქრობენ უამრავი ასოციაცია მოსდით თავში: შეზარხოშებული კოვბოები ძველ ვესტერნებში, ალკოჰოლის აკრძალვის ერა ჩიკაგოდან ნიუ იორკამდე, როცა ჩურჩულით თხოულობდნენ ბარში ალკოჰოლს; ან სულაც მისი სურნელი, დალევისას რომ წალეკავს ფიქრებს თავში და ცივად ეშვება ხერხემლისკენ. ადამიანებს სიყვარული და სიძულვილი ერთნაირად აკავშირებთ მასთან. თუმცა, ყველამ რომ იცოდეს რამდენად სასარგებლოა ვისკი, ტონს ნამდვილად შეიცვლიდნენ და ბარმენს თავაზიანად სთხოვდნენ კიდევ ერთ ჭიქა ვისკის.

whiskey

განსაზღვრების მიხედვით – ვისკი არის გამოხდილი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც სხვადასხვა მარცვლეულისგან მიიღება. ვისკის ხარისხი, სურნელება, ფასი და სახელწოდება დამოკიდებულია სწორედ იმ კულტურაზე, რისგანაც ვისკი მზადდება, მათ შორის ქერი, ხორბალი, ჭვავი, სიმინდი, წიწიბურა და ა.შ. ვისკები სხვადასხვა მთლიანი მარცვლის კულტურისგან მზადდება გამოსახდელ ქვაბებში ან სვეტებში. ტექნოლოგიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ გემო, ისე როგორც გემოვნება,  ძალიან განსხვავებულია დედამიწის სხვადასხვა წერტილში.

საბოლოოდ, შენახვა და დაძველება, რომელიც ტრადიციულად ბარელის კასრებში ხდება, ასევე განსაზღვრავს ვისკის სურნელებასა და ხარისხს. თეთრი მუხის გამომწვარ კასრში, ათი წლით დაძველებულ ჭვავის ვისკს აფსოლუტურად განსხვავებული გემო ექნება, ვიდრე ღვინის კასრში თხუთმეტი წლით დაძველებულ ქერის ვისკს, რასაც ვისკის ზოგიერთი გამომხდელი მიმართავს. ეს ტექნოლოგიები საბოლოოდ გვაძლევს ვისკების დიდ მრავალფეროვნებას მსოფლიოში. თუ ხარ ამ ალკოჰოლური დისციპლინის მცოდნე, ეს ნიშნავს მხიარულებით სამუდამოდ მოწამლული ხარ.

ტრადიციულად ალკოჰოლს უყურებენ როგორც მავნეს, რომელიც აზიანებს ღვიძლს, უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების სტილზე და აქვს მრავალი საშიში გამოსავალი. თუ ამ სასმელს უდიერად ვექცევით, ჭარბად მოვიხმართ, ეს აფსოლუტური სიმართლეა. როდესაც ვისკის დალევას პასუხისმგებლობით ვეკიდებით, როგორც ლუდსა და ღვინოს, ის ჩვენს ჯანმრთელობას ნამდვილად არგებს. ყოველდღე ორი-სამი უნცია ვისკი ნამდვილად არ დაგათრობთ და არ იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი იქნება რომ ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციები გააუმჯობესდეს. სანამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კონკრეტულ თვისებებს ჩამოვთვლიდეთ, ვნახოთ რა კომპონენტებისგან შედგება ეს სპირტიანი სასმელი.

ვისკის კვებითი ღირებულება

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ რომ ვისკში ძალიან დაბალია ნაჯერი ცხიმების, ქოლესტერინის, ნატრიუმისა და ნახშირწყლების შემცველობა. გულწრფელად რომ ვთქვათ ვისკში მხოლოდ ალკოჰოლია დიდი რაოდენობით. ორგანული შემადგენლების თვალსაზრისით ვისკი მდიდარია ე.წ. „ellagic“ მჟავით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე.

drink-428319_1280

ვისკის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები

წონაში კლება: ბევრი ადამიანი, რომელიც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს, კარგავს კუნთების ტონუსს. ვისკის ზომიერად მოხმარება ნაკლებად მოახდენს გავლენას თქვენს წონაზე. არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, ამიტომ ბარში ლუდის მაგივრად დალიეთ ვისკი, გაატარეთ კარგი დრო და შეინარჩუნეთ წონა.

 დემენცია: როგორც კვლევები აჩვენებს ვისკს შეუძლია გაზარდოს თქვენი კოგნიტიური უნარები  და გადაწიოს სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების – მაგალითად ალცაიმერის განვითარება. თუმცა, მეცნიერების განვითარებასთან ერთად არსებობს წინააღმდეგობები: ალკოჰოლი გამოყენებული იქნას თუ არა როგორც სამკურნალო/პრევენციული საშუალება, ამასთან არავინ უარყოფს რომ « ellagic » მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. სწორედ ეს თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ნერვულ გზებს და ვითარდება დემენცია. ვისკს შეუძლია შეანელოს მენტალური დეგრადაცია და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ რომ ეს სასარგებლო თვისებები მიიღება მხოლოდ ალკოჰოლის ზომიერი მიღებით. ჭარბი მოხმარება კლავს ტვინის უჯრედებს და კოგნიტიური უნარების დაცვის ნაცვლად აზიანებს მას.

გულის ჯანმრთელობა: მთელმა რიგმა კვლევებმა აჩვენა რომ ვისკი მთავარი მოთამაშეა გულის ჯანმრთელობის დაცვაში. რაც ასაკი გვემატება ჩვენი ორგანოთა სისტემები მით უფრო სუსტდდება, ეს აისახება მათ ფუნქციონირებაზე და გულსისხძარღვთა სისტემის დასუსტებაზე. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა ინდივიდები, რომლებიც ვისკს რეგულარულად, ზომიერად მოიხმარენ – 50% ით ნაკლებია მათში ინსულტისა და მოიკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები. ეს ძალიან კარგი სიახლეა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე რისკ ჯგუფისთვის.

blood-75301_640

სისხლის თრომბები: ეს სასარგებლო თვისებაც გულთან კავშირშია. ვისკი ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოქმნას. შინაგანი სისხლდენისა და კოლტის წარმოქმნის დროს ზოგჯერ ხდება რომ თრომბი წყდება და გადადის სისხლში, შედეგად ეცობა პატარა სისხლძარღვები ან არტერიები და დგება ფატალური შედეგი. ათეროსკლეროზი, რომელიც მომატებული ქოლესტერინის შედეგია, ასევე შეიძლება დაუკავშირდეს სისხლის თრომბს და მივიღოთ თრომბოზი, მისი შედეგი კი გახლავთ ინფარქტი, ინსულტი და სიკვდილი. ვისკი ათხელებს სისხლს და თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს. ის ასევე ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს, რომელიც ანეიტრალებს „ცუდი“ ქოლესტერინის მოქმედებას, შედეგად კი იცავს ჩვენს გულს.

სიმსივნის პრევენცია: სიმსივნე ერთერთი საშინელი დაავადება, რომელიც მუსრს ავლებს ადამიანთა მოდგმას მთელს მსოფლიოში. გამუდმებით ვეძებთ ამ დაავადების პრევენციის გზებს. ვისკი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, გამოირჩევა « ellagic » მჟავის მაღალი შემცველობით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. ანტიოქსიდანტი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც არღვევენ უჯრედების ნორმალურ მეტაბოლიზმს და იწვევენ უამრავ დაავადებას, მათ შორის სიმსივნეს, გულის დაავადებებს, ალცაიმერსა და ადრეულ სიბერეს. სწორედ ეს ანტიოქსიდანტი ქმნის ვისკს სიმსივნის ძლიერ პრევენციულ საშუალებად.
იმუნური სისტემის გაძლიერება: არსებობდა კვლევები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ვისკი იმუნურ სისტემას აძლიერებს. ალკოჰოლს ტრადიციულად აქვს დაავადებების პრევენციისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების როლი. თუმცა ამის მტკიცებულებები არ არსებობდა. დღეს ვიცით რომ ანტიოქსიდანტები და ვიტამინები შედის ვისკის შემადგელობაში, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვისკი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. ებრძვის გაციებას, ვირუსებსა და ინფექციებს. როდესაც ძველ ფილმებში ვხედავთ ჭრილობაზე როგორ ასხამენ ვისკს, ეს მხატვრული სცენა არ არის, ვისკი მართლაც ახდენს დეზინფექციას!

დიაბეტის კონტროლი: ვისკი მუდმივად აჩვენებდა რომ ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს, ზოგჯერ 30-40% -ითაც. ვისკის ზომიერი მოხმარება გააუმჯობესებს თქვენი ორგანიზმის უნარს დაარეგულიროს ინსულინისა და გლუკოზის დონე, შესაბამისად შეამციროს დიაბეტის განვითარების რისკი.

ორიოდე სიტყვა  სიფრთხილეზე: ვისკის ზემოთქმული სასარგებლო თვისებები რამდენად ლამაზადაც არ უნდა ჟღერდეს, ვისკის დალევისას ყოველთვის არსებობს საშიშროება. ალკოჰოლიზმი და სიმთვრალე არის საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისინი ნებისმიერ სასარგებლო თვისებას გაანეიტრალებენ, რომელიც შეიძლებოდა ვისკის ზომიერი დალევით მიგეღოთ. ასე რომ, ყურადღებით იყავით რამდენ ალკოჰოლს იღებთ, განსაკუთრებით თუ ცდილობთ ყოველდღიურად დალიოთ მცირეოდენი. თქვენი ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა თანდათან მოიმატებს და მოგინდებათ დალიოთ იმდენი სანამ თავს მართლა კარგად არ იგრძნობთ. სწორედ ეს არის საშიში და არაჯანსაღი პროგრესი. მიიღეთ მცირე რაოდენობიდან ზომიერ რაოდენობამდე ვისკი და თქვენ მიიღებთ ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდ, სასარგებლო ეფექტს.

სტატია ნათარგმნია ინგლისურიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:

Health Benefits of Whiskey

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s