რა არის ანტიბიოტიკი?

addiction-71574_1280

ბევრ ქვეყანაში ანტიბიოტიკების მოხმარება საკმაოდ მაღალია. ეს მედიკამენტები გამოიყენება ბაქტერიულ და არა ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად. როგორც წესი, ანტიბიოტიკები ბუნებაში არსებული თავისუფალი ნივთიერებების ნაერთებს წარმოადგენენ.

მაგალითად პენიცილინი, 1928 წელს შემთხვევით აღმოაჩინა ფლემინგმა, როდესაც ცდილობდა გაეგო – ბაქტერიები, რომლებსაც ის უკეთებდა კულტივაციას, რატომ განადგურდნენ. ბოლოს მიხვდა, რომ ობის სოკო პენიცილიუმი ბუნებრივად გამოიმუშავებდა პენიცილინს, რომელიც ბაქტერიებს კლავდა.

ბაქტერიების მოქმედების მექანიზმი 

დღეს უამრავი ანტიბიოტიკი არსებობს, რომელთაც სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი აქვთ. ზოგი მოქმედებს ბაქტერიის მემბრანაზე და იწვევს მის დესტრუქციას. ზოგი ბაქტერიების მეტაბოლიზმზე, შედეგად ხდება მათი ცხოველმყოფელობისა და გამრავლების ბლოკირება. და ბოლოს, ზოგიც ბაქტერიის დნმ – ზე მოქმედებს და ხელს უშლის დნმ -ის გაყოფასა და პროლიფერაციას.

antibiotique

1.ანტიბიოტიკები, რომლებიც მოქმედებენ ბაქტერიის გარსზე:
პენიცილინის ჯგუფი
ცეფალოსპორინები
გლიკოპეპტიდები

2.ანტიბიოტიკები, რომლებიც მოქმედებენ ბაქტერიის ცილების (პროტეინების) სინთეზზე:
ამინოგლიკოზიდები
მაკროლიდები
ტეტრაციკლინები
სულფამიდები

3. ანტიბიოტიკები, რომლებიც მოქმედებენ ბაქტერიის დნმ -ზე.
ქინოლონები

ანტიბიოტიკები და განსაკუთრებით პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფი, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ზოგჯერ სასიკვდილოსაც კი. ამიტომ თუ რომელიმე ანტიბიოტიკზე ალერგიული ხართ, აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

sos-106826_1280

ზემოქმედება ნაწლავურ მიკროფლორაზე

ანტიბიოტიკების ორალური გზით მიღებამ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ჩვენი ნაწლავები ძალიან ბევრ, არაპათოგენურ ბაქტერიებს შეიცავენ (რომლებიც არ იწვევენ დაავადებას და საჭმლის მონელებაში გვეხმარებიან). ეს ბაქტერიები ქმნიან ნაწლავურ მიკროფლორას. ისინი აქუცმაცებენ ჩვენს მიერ მიღებულ საკვებს, რათა ორგანიზმმა მოახდინოს მათი შეწოვა. ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება კი კლავს ამ სასარგებლო ბაქტერიებს და შესაბამისად არღვევს საჭმლის მონელების პროცესს.

ყურადღებით მიჰყევით რეცეპტით გათვალისწინებულ მკურნალობას

ანტიბიოტიკებით ლოკალური მკურნალობის დროსაც კი, მკაცრად უნდა დავიცვათ რეცეპტში მითითებული დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა. მართლაც, თუ ანტიბიოტიკების
მიღებას შევწყვეტავთ იმაზე ადრე, ვიდრე ეს რეცეპტით არის გათვალისწინებული (მაგალითად როდესაც უკეთ ვიგრძნობთ თავს), ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენას. შედეგად ინფექცია კვლავ განახლდება. გაჩენილი რესისტენტობა კი მოითხოვს ახალი, უფრო რთული მკურნალობის დაწყებას.

ყველა ინფექციის განკურნება ანტიბიოტიკებით არ ხდება. ერთი, რომელიმე ანტიბიოტიკის გამოყენებას აზრი არ აქვს, თუ არ შევარჩევთ ზუსტად იმას, რომელიც ამ თუ იმ დაავდების დროს არის ეფექტური. მაგალითად ვირუსულ ინფექციებზე ანტიბიოტიკები საერთოდ არ მოქმედებს, მაშინ როდესაც უმეტეს გაციებასა და რინოფარინგიტს ვირუსული გამომწვევი ჰყავს. ზოგიერთი ვირუსული ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკი შეიძლება გამოიწეროს, მეორადი, ბაქტერიულ ინფექციასთან საბრძოლველად, რომელიც დასუსტებულ ორგანიზმში შეიძლება განვითარდეს.
არასოდეს არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თქვენი გადაწყვეტილებით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე – ამით მხოლოდ დაამძიმეთ თქვენს ავადმყოფობას.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:

http://www.doctissimo.fr/html/medicaments/articles/sa_4085_antibiotiques.htm

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s