ანტიბიოტიკები მალე დაკარგავს ეფექტურობას. მითი თუ რეალობა?

agar-60571_1280

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად ზოგიერთი ანტიბიოტიკი, რომლითაც დღეს ვმკურნალობთ, 10-20 წლის შემდეგ დაკარგავს ეფექტურობას.  მიკრობები აქტიურად გამოიმუშავებენ თავდაცვით სისტემებს იმ მედიკამენტების მიმართ, რომლებსაც დღეს აქტიურად ვიყენებთ და უკვე ვეღარ ვიქნებით დარწმუნებულები რომ მათთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ.  ვართ თუ არა დღეს დიდი ეპიდემიების დაბრუნების ზღვარზე? როგორ ვებრძოლოთ ფარმაკორეზისტენტობას? ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გავაანალიზოთ.

ბაქტერიები იწვევენ რეზისტენტობას

ინფექციური დაავადებების მკურნალობაში რევოლუციური გადატრიალების შემდეგ, დღეს ანტიბიოტიკებმა ეფექტურობა შეწყვიტეს. ჩვენს სამყაროში, რომელიც სინამდვილეში ძალიან პატარაა, ბაქტრიები დამარცხებას არასოდეს დანებდებიან. რეზისტენტობის ფენომენი ამ ბოლოს დროს სულ უფრო მეტად ვრცელდება.

bacteria-106583_1280

80- იანი წლებიდან დაწყებული სასუნთქი სისტემის ინფექციები სულ უფრო რთული სამკურნალო ხდება. ბაქტერიები, რომლებიც ამ დაავადებებს იწვევენ გახდნენ რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

გვქონდეს თუ არა ახალი მოლეკულის იმედი?

დღემდე ახალი მოლეკულების იმედი გვქონდა, რომლებიც გამოჩნდებოდნენ ფარმაცევტულ ბაზარზე და აღმოფხვრიდნენ რეზისტენტობის ფენომენს. თუმცა  ახალ ანტიბიოტიკებზე კლინიკური კვლევები სულ უფრო მცირდება. თუნდაც გამოჩნდნენ ახალი მოლეკულები, ბაქტერიებს ახასიათებთ ჯვარედინი რეზისტენტობა: სულ უფრო მეტი ბაქტერია ხდება რეზისტენტული ერთზე მეტი ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

უნდა შეიცვალოს ექიმების დამოკიდებულება

არსებობს უამრავი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ექიმებმა. აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ სიმპტომებს და ისე დავნიშნოთ მკურნალობა. მაგალითად: სინუსიტის შემთხვევაში, საქმე გვაქვს სურდოსთან თუ ჩირქიან სინუსიტთან, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას საჭიროებს. ასევე ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, ანტიბიოტიკების დანიშვნა დამოკიდებული უნდა იყოს ბრონქების ობსტრუქციის ხარისხზე.
დიდ იმედს ვიქონიებთ რომ მიღებული ზომები ნაყოფს გამოიღებს რეზისტენტობასთან ბრძოლაში.

 

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.doctissimo.fr/html/sante/mag_2003/special_medec/articles/sa_6573_infections_respiratoires_bacteries.htm
http://www.doctissimo.fr/html/sante/mag_2000/mag0721/sa_resist_antibio_niv2.htm

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s