სიმსივნე, დიაბეტი, იმპოტენცია, კურდღლის ტუჩი, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ინსულტი, ართრიტი … ამ სტატიაში მოგითხრობთ თამბაქოს მავნებლობაზე, რომელიც სამეცნიერო კვლევის დასკვნებს ეყრდნობა.
თამბაქო აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს, დაწყებული ფილტვის კიბოთი, იწვევს სხვადასხვა მძიმე პათოლოგიებს. ეს არის დასკვნა, რომელიც დაურთო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიშს შეერთებულ შტატებში 1964 წელს ერთმა ოჯახის ექიმმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დადგინდა კავშირი თამბაქოსა და ფილტვის კიბოს შორის. მას შემდეგ თამბაქოთი გამოწვეული დაავადებათა ჩამონათვალი მხოლოდ იზრდება და პასიურ მწეველთა რაოდენობა მატულობს.
ექიმმა ბორის ლუშნიაკმა 2004 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად მოწევა აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს. ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა: ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, დიაბეტი, ღვიძლის კიბო, გართულებები სიმსივნის მქონე პაციენტებში, ტუბერკულოზი, ერექციის დარღვევა, კურდღლის ტუჩი – ახალშობილებში, საშვილოსნოგარე ორსულობა, ართრიტი, იმუნიტეტის დაქვეითება. ამასთან პასიურ მწევლებში ხშირად ვითარდება ინსულტი. როგორც ექიმი ლუშნიაკი ასკვნის თამბაქო არის მთავარი გამომწვევი სიკვდილიანობისა, რომელიც თავიდან შეიძლება იქნას აცილებული.
„მოწევა ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოგვედგინა“
პირველი ანგარიში, რომელიც 1964 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა და თეთრ სახლში იქნა წარმოდგენილი, ამბობს: თამბაქომ იმსხვერპლა 20 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2,5 მილიონი პასიური მწეველი. გარდა ამისა, 100 000 ბავშვი გახდა სიკვდილის სინდრომის მსხვერპლი, გამოწვეული მწეველი დედის ნაადრევი მშობიარობის გართულებების შედეგად.
„საოცარია, მაგრამ 50 წლის შემდეგაც კი აღმოვაჩენთ თამბაქოს სხვა, ახალ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, რაც კლავს ადამიანებს“ აცხადებს დაავადებათა პრევენციის ცენტრის დირექტორი თომას ფრიმანი.
თამბაქო წელიწადში 5,7 მილიონ ადამიანს კლავს მთელს მსოფლიოში.
1964 წლის იანვრის ანგარიშის გამოქვეყნებას თამბაქოს საწინააღმდეგო უდიდესი კამპანია მოჰყვა, შედეგად შეერთებულ შტატებში 8 მილიონი ადამიანის სიკვდილი იქნა თავიდან აცილებული. მიუხედავად დიდი პროგრესისა, ამერიკის მოსახლეობის 18% მწეველია. 1964 წელს ეს ციფრი 42% იყო.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მოლოდინი ოპტიმისტურია. თამბაქოს ფასი მუდმივად იზრდება, ეს მოწევის პრევენციის ერთერთი საშუალებაა. საზოგადოებაში არა ერთი ანტი თამბაქოს კამპანია მიმდინარეობს, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდებში მოწევის შემცირებისკენ არის მიმართული. ყოველივე ეს იძლევა იმედს რომ თამბაქოს მოხმარება სულ უფრო შემცირდება.
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.lepoint.fr/sante/fumer-tue-de-mille-et-une-facons-page-2-17-01-2014-1781533_40.php#xtatc=INT-500
Catégories :ჩვენი რჩევები