„ასაკში“ ბავშვის გაჩენას აქვს თავისი დადებითი მხარეები – ქალი უფრო თავდაჯერებულია, ჩამოყალიბებული ურთიერთობები და წარმატებული კარიერა აქვს. თუმცა 35 წლის ასაკში და უფრო ზევით ბავშვის გაჩენა შეიცავს ორსულობასთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებს.
მათ შორის ყველაზე საშინელი ალბათ მკვდრადშობადობაა.
ყველაზე ხშირად მკვდრადშობადობაზე პასუხისმგებელი ფაქტორები მოქმედებენ მშობიარობამდე. მათ შორის არის პლაცენტასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ბავშვი დაბადებამდე იღუპება. 35 წლის ზემოთ ქალები ამ გართულებების რისკჯგუფს წარმოადგენენ. ამიტომ ურჩევენ ექიმები პაციენტს მშობიარობის დააჩქარებას კალენდრით გათვალისწინებულ თარიღზე ერთი კვირით ადრე. მაშინ როცა ახალგაზრდა პაციენტებში ერთი კვირის გადაცდენის შემდეგ მივმართავთ მშობიარობის დაჩქარებას. თუმცა არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მშობიარობის დაჩქარება აგვარიდებს მკვდრადშობადობას, თუმცა სულ ეს არის რაც შეიძლება გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად. გირჩევთ ბოლო წუთამდე ნუ დაიცდით, რომ მშობიარობა თავად დაიწყოს.
მშობიარობის დაჩქარება გარკვეულ წილად გამოწვევაა… ერთნი ფიქრობენ რომ საბოლოოდ ეს წაახალისებს საკეისრო კვეთებს. თუმცა, რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევა New England Journal of Medicine – ჟურნალში, აჩვენებს რომ 35 წლის ზემოთ ქალებში, რომლებიც პირველად ელოდებიან შვილს, არ არის სტატისტიკური განსხვავება საკეისროსა და დაჩქარებულ მშობიარობას შორის.
ნეილ შა გახლავთ მეანი და ექსპერტი – ინტერვენციების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და გამოცდილების ზრდაში. „მოტივაცია რის გამოც დაჩქარებულ მშობიარობას მივმართავთ 35 წლის ზემოთ ქალბატონებში, არის, მკვდრადშობადობის ოდნავ მაღალი რისკი, უფრო ახლგაზრდა ქალებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებული კვლევის მიზანი არ ყოფილა მკვდრადშობადობის პრევენციის შეფასება, მისი მიზანი იყო საკეისროს მავნე ზემოქმედების გაზომვა, იმ შემთხვევაში, როდესაც საკეისრო შეიძლება თავიდან იქნას აცილებული. შედეგად განსხვავება ვერ ნახეს, ვერც საკეისროებსა და ვერც მკვდრადშობადობის მონაცემებს შორის.
ერთი საკითხი რასაც კვლევა არ ეხება არის საშვილოსნოს ყელი – რამდენად იხსნება, რბილდება ან თხელდება. „საშვილოსნოს ყელის სიმწიფე“ გავლენას ახდენს მშობიარობის ხანგრძლივობაზე, რაც უფრო მომწიფებულია ყელი, მით მალე მთავრდება მშობიარობა.
როგორც ექიმი თონი გოლენი, Labor and Delivery at Beth Israel Deaconess სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი გვირჩევს, სანამ მშობიარობის დაჩქარებას გადავწყვეტდეთ, საშვილოსნოს ყელის მომწიფება იქნას შემოწმებული. რაც ნაკლებად არის საშვილოსნოს ყელი მომწიფებული, მით გრძელია მშობიარობა და მეტი დროის გატარება გვიწევს ჰოსპიტალში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა და პაციენტებმა ისაუბრონ ინდივიდუალურ რისკებზე, უპირატესობებსა და მათ ხელთ არსებულ არჩევანზე. დაჩქარებული მშობიარობა არ არის ბუნებრივი მშობიარობის ექვივალენტური.
სტატია ნათარგმნია ინგლისურიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
Catégories :ჩვენი რჩევები