როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად: მისდიეთ ხუთ მარტივ წესს

happiness

პატარაობიდანვე გვეუბნებიან რომ დიადი მიზნები უნდა გვქონდეს. თუმცა რაც ასაკი გვემატება, თითქოს მით უფრო უბედურად ვგრძნობთ თავს – ამბობს ბედნიერების ექსპერტი რაჟ რაღუნათანი. ქვემოთ მოგიყვებით თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

ბოლო კვლევების თანახმად, იმისათვის რომ ბედნიერები ვიყოთ,  უნდა ვიცოდეთ სად ვეძებოთ ბედნიერების გასაღები. ახალგაზრდობიდანვე მივისწრაფვით სრულყოფილობისაკენ, გვინდა უკეთესი სამსახური და შემდგომი წარმატებები – საბოლოოდ როგორც ჩანს ეს მიზნები გვაუბედურებს. თუ ძალიან მოვიწადინებთ, საბოლოოდ შეიძლება დავითრგუნოთ, ამბობს ტეხასის უნივერსიტეტში რაჟ რაღუნათანი. როგორც მისი კვლევა აჩვენებს წარმატებულ და „ინტელიგენტ“ ადამიანებს არ აურჩევიათ ცხოვრების მიზნად ბედნიერების დევნება.

მკვლევარი იძიებდა თუ რატომ ხდება რომ ზოგიერთი ფსიქოლოგიური თვისება, როგორიცაა დომინირება, თავის დამკვიდრება, საჭიროებები და სურვილები, გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე. შედეგად განსაზღვრა ხუთი სფერო, რომელთაც უდიდესი გავლენა აქვთ ჩვენს კეთილდღეობაზე და რაც მთავარია, ჩვენ ყველა მათგანის კონტროლი შეგვიძლია.

არ მისდიოთ ბედნიერებას

უნდა ვიცხოვროთ უფრო მეტად პრიორიტეტებით, ვიდრე უბრალოდ ბედნიერებას ვეძებდეთ, სხვაგვარად რომ ვთქვათ წონასწორობა უნდა დავიცვათ. ამ ორ მიდგომას შორის განსხვავება არის გადამწყვეტი. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ უნდა იყოს ინტელექტუალი და აკეთოს ფული, სინამდვილეში კი სხვა რაღაცეებს ვწირავთ ბედნიერებას. უმჯობესია მივიღოთ ზომები იმისათვის რომ თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ, ვიდრე შეპყრობილი ვიყოთ ფიქრით ვართ თუ არა ბედნიერები.

პირველი ნაბიჯი: აღიარეთ რა განიჭებთ ბედნიერებას – მეგობრებთან ერთად ბოდიალი, სოფელში წასვლა, კარგად გამოძინება… რაც არ უნდა იყოს, გააკეთეთ ჩამონათვალი და დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით.

აიღეთ პასუხისმგებლობა

ნურასოდეს დაადანაშაულებთ სხვებს თქვენს უბედურებაში. შეუძახეთ თქვენს თავს რომ ეს თქვენს ხელთ არის, როგორიც არ უნდა იყოს გამოსავალი. ჩვენ შეგვწევს ძალა ვაკონტროლოთ საკუთარი ფიქრები და გრძნობები, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო. შინაგანი კონტროლის შეგრძნება თავისუფლებას მოგანიჭებთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

პირველი ნაბიჯი: სავარაუდოდ,  შინაგანი კონტროლის ყველაზე ძლიერი საშუალებაა – იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით. დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვით, მიირთვით ერთით მეტი ხილი ყოველდღე, მოიწადინეთ მისდიოთ სპორტს, შედეგად თავს უკეთესად იგრძნობთ და თქვენი ყოველდღიური გეგმის ნაწილი გახდება.

არ გააკეთოთ შედარებები

თუ თქვენს ბედნიერებას დაუკავშირებთ – სურვილს, სხვაზე მეტი იყოთ, ხშირად დარჩებით იმედგაცრუებული. მაშინაც კი, როდესაც რაღაცას სხვაზე უკეთ აკეთებთ, ერთ დღეს აუცილებალად გამოჩნდება ვიღაც ვინც გაჯობებთ. თუ არადა სიბერე დაგეწევათ. შედარებები მაცდურია, ამას ჩვენ საკუთარი თავის მოტივირებისთვის ვაკეთებთ. იმედგაცრუებულები დავრჩებით თუ ვიფიქრებთ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში, კლასში, სამსახურში… საუკეთესოები. თამაშის წესები მუდმივად იცვლება და საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებთ.

პირველი ნაბიჯი: როდესაც თქვენს გარშემომყოფ ადამიანებს თქვენს მოწინააღმდეგებად აღიქვამთ, ჯობია თქვენს ნაკლზე იფიქროთ. გონივრულად მიუდექით თქვენს უარყოფით მხარეებს და თქვენი თავი უფრო მეტად დააფასეთ. რაც ნაკლებად შეედრებით სხვებს, მით უფრო ბედნიერი იქნებით.

მისდიეთ დინებას

ეს ყველას გამოგვიცდია, თუმცა შეიძლება არა ისე – ჩვენ რომ ვისურვებდით. ზოგჯერ შეიძლება იმდენად მოვდუნდეთ რომ დროის აღქმის შეგრძნება დავკარგოთ. იცხოვრო მომენტით, ასევე ნიშნავს ნაკლებად იფიქრო. როდესაც ბოლომდე ჩართული ვართ საქმეში, ნაკლებად ვფიქრობთ – რამდენად კარგად ან ცუდად ვაკეთებთ.

პირველი ნაბიჯი: როგორც წესი, რისი კეთებაც გვიყვარს,  ის საქმე გვაბედნიერებს კიდეც. გადახედეთ რა შეგიძლიათ, განსაკუთრებით რომელ საქმეში კარგავთ თავს – წერა, მოგზაურობა, მზარეულობა, სირბილი … გააკეთეთ ჩამონათვალი და დაამატეთ თქვენს ყოველდღიურ გეგმას.

ენდეთ უცხო ადამიანებს

რაც უფრო ხშირად მივალთ დასკვნამდე რომ ვენდოთ ჩვენთვის უცხო ადამიანებს, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით. ყველაზე ბედნიერი ის ქვეყნები და საზოგადოებებია, რომელთაც აქვთ წინათგრძნობა – ენდონ თავიანთ თანამოქალაქეებს. ძალიან მარტივია რატომ: თუ არ ენდობი ტაქსის მძღოლს, ხურდა სწორად დაგიბრუნოს, ან ფოსტალიონს, წერილი ჩააგდოს თქვენს საფოსტო ყუთში, ღამე ძილი გაგიკრთებათ და უბედური იქნებით. ერთია როდესაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვენდობით, მაგრამ გვჯეროდეს უცხო ადამიანების – ეს ინდიკატორია, რამდენად ვენდობით ზოგადად ცხოვრებას.

პირველი ნაბიჯი: იყავით უფრო გახსნილი, გამოელაპარაკეთ დღეში სულ მცირე ერთ უცნობს – მაღაზიაში, სამსახურში. უცხო ადამიანებთან საუბრისას ფოკუსირება მოახდინეთ დადებით მოვლენებზე,  ნუ შეგეშინდებათ რომ მათი ნდობა არ შეიძლება.

სტატია ნათარგმნია ინგლისურიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.theguardian.com/lifeandstyle/2016/apr/23/how-to-be-happy-follow-these-five-easy-steps?CMP=twt_a-science_b-gdnscience

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s