პესტიციდები, რომელიც მალე აიკრძალება

flower-1159012_1280

ჩვენი ჟურნალის 508 ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც პესტიციდი – „Gaucho“-ს აკრძალვას ეხებოდა. ეს უკანასკნელი ევროპაში აკრძალულია 2013 წლის დეკემბრიდან. ასე რომ საკვირველია დღეს კიდევ ფუტკრის ნექტარში, მისი აქტიური ნივთიერების – იმიდაკლოპრიდის აღმოჩენა. თუმცა მიღებული კანონი ბიომრავალფეროვნების შესახებ, ნეონიკოტინოიდების გამოყენებას 2016 წლიდან კრძალავს, რაც ნიშნავს რომ 2013 წელს მიღებული კანონი იმიდაკლოპრიდის გამოყენებას ზღუდავს, თუმცა არ კრძალავს.
ევროპულმა კომისიამ 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა ორ წლიანი მორატორიუმი, სამ ნეონიკოტინოიდზე, მათ შორის იმიდაკლოპრიდზე. ეს მორატორიუმი ეხება იმ კულტურებზე ამ პესტიციდების გამოყენებას, რომლებიც ფუტკრებს არ იზიდავს და ასევე მის პროფესიულ გამოყენებას. ეს შეზღუდვა არ ეხება პესტიციდების გამოყენებას ზამთრის მარცვლეული კულტურის თესლებზე, სასათბურე დამუშავებისას და ასევე მათ გამოყენებას ყვავილობის შემდეგ. ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს 2015 წელს საკითხით დაინტერესების შემდეგ, ეს მორატორიუმი ამჟამად გადახედვის პროცესშია. შედეგები ცნობილი გახდება 2017 წლის დასაწყისში. შეზღუდვები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ ძალაში რჩება.

ბიბლიოგრაფია:  La Recherche,  N°511, p.14, Mai 2016

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s