ადამიანების მართვის მეცნიერება

roman-polanskis-irosemarys-babyi-1968brwilliam-castle-productions-rga

სურათი 1. რომან პოლანსკის ფილმი „როზმარის ბავშვი“, რომელიც გამოვიდა 1968 წელს, სწორედ ადამიანზე მანიპულაციას ეხება

ჩვენ ყველანი შეიძლება მოვექცეთ მანიპულაციის ქვეშ. ჩვენი ქცევები, აზრები, ყველაზე პირადული მოგონებებიც კი, ჩვენდა უნებურად, შეიძლება გახდეს მანიპულაციის საგანი. როგორ შევეწინააღმდეგოთ? იმისათვის რომ უკეთ დავიცვათ თავი, აუცილებელი ეტაპია გავაცნობიეროთ ჩვენი ფიქრების ზღვარი და ამოვიცნოთ მანიპულაციის ბერკეტები. რამდენადაც, ერთის მხრივ, თუ ჩვენი ტვინი შეიძლება შეცდომაში შეყვანილი იქნას, მეორეს მხრივ, მას თავდაცვის საშუალებებიც გააჩნია. კრიტიკული აზროვნება და მეთოდური ეჭვი, რასაც დეკარტი უჭერს მხარს, სწორედ მანიპულაციასთან ბრძოლის იარაღებია. უპირველეს ყოვლისა, ეჭვი შევიტანოთ საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში და ჩვენი აზროვნების მიდგომებში.

თავი პირველი

ჩვენი ქმედებები გავლენის ქვეშ არიან

შენიშვნა

დარწმუნებისა და აზრის შეცვლის ტექნიკა ეფუძნება 1950-იანი წლების ბოლოს შექმნილ – კოგნიტური დისონანსის თეორიას.
როგორც გამოცდილება აჩვენებს, იმასთვის რომ ინდივიდმა აზრი შეიცვალოს აკრძალვები ძალიან არაეფექტურია. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი ფიქრობს რომ მან გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო და ასე შეცვალა თავისი ქცევები.
დისონანსიც ასევე გამოიყენება სასურველი შედეგების მისაღებად (არჩევნებში ხმის მიცემის, სისხლის ჩაბარების დროს…), იმისათვის რომ ხალხში მოტივაციამ გაიღვიძოს.

ყველაფერი 1959 წელს დაიწყო, შტატებში, სტანფორდის უნივერსიტეტში, ხის ფიცარზე ათობით ლურსმანი ხრახნი იყო ჩარჭული. მოხალისეებს ისინი ჯერ მარცხენა ხელით უნდა დაეტრიალებინათ, საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ იგივე მარჯვენა ხელით. შემდეგ იყო მეორე დავალება: კოჭის ძაფი ჯერ უნდა ჩამოეშალათ, შემდეგ ისევ დაეხვიათ.მიზანი რა იყო? „მოქმედების შეფასება“ – ასე განუმარტა მათ მკვლევარმა.

თუმცა, ამ, ძალიან მოსაწყენი ექსპერიმენტის ავტორს – ახალგაზრდა ფსიქოლოგ, ლეონ ფესტინგერს, სულ სხვა აზრი უტრიალებდა თავში. როდესაც მოხალისეები შეასრულებდნენ თავიანთ დავალებას, მკვლევარი სთხოვდა მათ შემდეგი მონაწილისთვის აეხსნათ რამდენად სახალისო და საინტერესო იყო მათი სამუშაო. ექსპერიმენტის ნამდვილი მიზანი კი შემდეგი იყო: გაეზომათ როგორ შეიცვლებოდა პირველი მოხალისის დამოკიდებულება დავალების მიმართ მას შემდეგ, რაც ფსევდოენთუზიაზმით მოუყვებოდა დანარჩენებს ამის შესახებ. ეს უკანასკნელი საბოლოოდ აუცილებლად გადააფასებს თავის შეხედულებას მოსაწყენი ექსპერიმენტის მიმართ და უფრო დადებითად განეწყობა.

ლეონ ფესტინგერი მიღებულ შედეგებს კოგნიტური დისონანსის თეორიით ხსნის, რასაც მან საფუძველი ჩაუყარა 1957 წელს. „დისონანსთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ინდივიდი ორი შემეცნების ან რწმენის პირისპირ დგება, რომლებიც ერთმანეთს ვერ ეწყობა, გვახსენებს ფაბიან ჟირანდოლა, ექს-მარსელის უნივერსიტეტის მკვლევარი, სოციალური ფსიქოლოგი. მაგალითად, როდესაც საჯარო სივრცეში ვისმენთ დისკუსიას, რასაც არ ვეთანხმებით, ან ჩვენთვის მიუღებელ საქციელს ვხედავთ, ან ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი ქცევები უნდა შეცვალოს“.  

ლეონ ფესტინგერი ფიქრობს რომ ადამიანი ცდილობს შეინარჩუნოს შინაგანი წონასწორობა, ჰარმონიული თანწყობა მის შემეცნებებს შორის, ანუ ის იდეები, ქმედებები და რწმენა, რომლებიც მის პირად სამყაროს ქმნიან. შემეცნებები, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ინდივიდისთვის არაკომფორტულია, ძნელი გადასატანი იქნება ამ დაპირისპირების შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი. შედეგად, როგორც კი, წინააღმდეგობა შეიქმნება, ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ დაძაბულობა. რაც საბოლოოდ გვიბიძგებს, ზოგჯერ უცნაური ახსნა და დამამტკიცებელი საბუთი მოვიძიოთ, შევზღუდოთ ზოგიერთი ქმედება და აზრი, შევცალოთ  ქცევა, ჩვენი ინტერესის მიუხედავად გავხდეთ უმოქმედონი, შევიცვალოთ აზრი და ა.შ.

პოპულაციის დარწმუნება

ლეონ ფესტინგერის თეორია დამაინტრიგებელი აღმოჩნდა და ასობით ახალ ექსპერიმენტი წაახალისა, მათ გამოკვეთეს არსებული თეორიის კონტურები და გამოსცადეს მისი შედეგები – რომლებიც ზოგჯერ თავდაპირველ ინტუიციასაც ეწინააღმდეგებოდა. თეორიის შექმნიდან 50 წლისა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ, ის გახდა სოციალური ფსიქოლოგიის დედაბოძი. მას შემდეგ ფსიქოლოგები მუდმივად აზუსტებენ მის მუშაობის პირობებს და ნევროლოგები ეძებენ მის ფიზიოლოგიურ საფუძვლებს.

ის ცხოველი ინტერესი, რასაც ეს თეორია იწვევს, განპირობებულია იმით, რომ ის წარმოადგენს დარწმუნების ტექნიკისა და აზრის შეცვლის ამოსავალ წერტილს. კოგნიტური დისონანსის თეორია წარმოიშვა  მეოცე საუკუნის შუა წლებში შეერთებულ შტატებში, ზუსტად მაშინ, როდესაც შეიქმნა დარწმუნებისა და ვალდებულების თეორია. სოციოლოგები, პოლიტიკოსები და ფსიქოლოგები იძიებდნენ მოსახლეობის დარწმუნების ყველაზე ეფექტურ საშუალებებს, მაგალითად წასულიყვნენ ომში, არ ჰქონოდათ პროტესტი საკვების შემცირებაზე, ყოფილიყვნენ მტრულად განწყობილი იაპონიის მიმართ, მაშინ როდესაც გერმანია დამარცხდა. ისინი დღესაც აგრძელებენ კვლევებს ამ თეორიის გამოყენებით: ეძებენ ეფექტური მეთოდებს – შეცვალონ ადამიანების ცხოვრების წესი და კვებითი ჩვევები, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას.

დასჯა არაფრის მომტანია

ორმოცდაათი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა რომ ბრძანებით ადამიანის დარწმუნება არაეფექტურია. სიმართლის მტკიცებითა და ჯოხით, ადამიანები ქცევებს არ იცვლიან. ადამიანი თავის ქცევებს მხოლოდ მაშინ შეცვლის, როდესაც ფიქრობს რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს  სრულ თავისუფლებაში. ფესტინგერის მოსაწყენმა ექსპერიმენტმა ეს ნათლად აჩვენა. მან მოხალისეები ჯგუფებად დაყო, ზოგს მათ ენთუზიაზმში ერთ დოლარს უხდიდა, ზოგს ოც დოლარს. შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ სტუდენტები, რომლებმაც ოცი დოლარი აიღეს, უფრო დიდი სიხარულით დათანხმდნენ, თამაში ჩართულიყვნენ და მათი დარწმუნებაც უფრო მარტივი იქნებოდა. სრულებითაც არა! ვისაც ნაკლები გადაუხადეს ისინი უფრო ბევრნი იყვნენ, ვინც აზრი შეიცვალა თუ რამდენად საინტერესო იყო კოჭის ძაფის დაშლა.  კოგნიტური დისონანსის თეორია ამ შედეგს ხსნის, როგორც წინააღმდეგ-ინტუიციურს. სინამდვილეში, მათ ვისაც ცოტა გადაუხადეს, უფრო დიდ დისონანს, წინააღმდეგობას შეეჩეხნენ: როგორ გაეთავისებინათ აზრი რომ ძალიან მოსწონდათ იმ საქმის კეთება, რომელიც სინამდვილეში ძალიან უინტერესო იყო. ხოლო, მათ ვინც ოცი დოლარი აიღო, ჰქონდათ ინტერესი: ფული. ოცმა დოლარმა მათი ქცევა ლოგიკური აქცია. მაგრამ დანარჩენები? ისინი ვერ პოულობდნენ თავიანი საქმის გამართლებას და ეძებდნენ დავალების დადებით მხარეებსაც. ანაზღაურება რაც ნაკლებია, ინდივიდი მით მეტად ეძებს შინაგან დასაყრდენს – მოეწონოს თავისი საქმე.

გაგრძელება იქნება …

ბიბლიოგრაფია: La Recherche, Avril 2016, N° 510 p. 38-39.

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s