დაკვირვება აჩვენებს რომ მედიკამენტებს გამოწერა განუწყვეტლივ იზრდება

pills-943764_1280
ეროვნული კვლევა, რომელსაც ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები უძღვებიან, აჩვენებს რომ 1999-2000 წელს გამოწერილი წამლების წილი იყო 51%; 2011-2012 წელს ეს წილი გაიზარდა 59% -მდე. 2012 წელს ქალები უფრო მეტ მედიკამენტს იღებდნენ ვიდრე მამამკაცები, აქედან 65% იღებდა მხოლოდ ერთ მედიკამენტს და 16% – ხუთზე მეტს.

აღსანიშნავია რომ პოსტმენოპაუზის ჰორმონების გამოწერამ იკლო და იმატა ანტიჰიპერტენზიული, ქოლესტერინის დამწევი, ანტიდეპრესანტების, დიაბეტის მედიკამეტების გამოწერამ. ეს კველა გამოქვეყნდა 2015 წლის 3 ნოემბერს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში.

ამ მონაცემებმა კიდევ ერთი რეალობა შეიძლება დაგვანახოს: ქალები უფრო მეტად  მისდევენ მკურნალობის კურსს, დროულად იღებენ რეცეპტებს, ვიდრე მამაკაცები. მაგრამ, რამდენადაც ქალები უფრო მეტ მედიკამენტებს იღებენ, ისინი წამლის გვერდითი მოვლენებისა და მათი ურთიერთქმედების უფრო მაღალი რისკის ქვეშ  არიან. თუ ღებულობთ რამდენიმე მედიკამენტს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება თავისუფალ გაყიდვაშიც იყოს – აუცილებლად განიხილეთ ეს თემა ექიმთან შემდეგი ვიზიტისას.

გამოქვეყნების თარიღი: 2016 წლის 1 თებერვალი

ბიბლიოგრაფია:
http://www.health.harvard.edu/addiction/prescription-drug-use-continues-to-increase-survey-shows?utm_source=twitter&utm_medium=socialmedia&utm_campaign=052416kr&utm_content=p

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s