მოზარდ ასაკში ბევრი ხილის ჭამა ძუძუს კიბოსგან გვიცავს

ძუძუს კიბო

ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის ახალი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც მოზარდ ასაკში დღეში, სულ მცირე სამ სხვადასხვა ხილს მიირთმევდნენ, 25%-ით ნაკლებ შემთხვევაში განუვითარდათ ძუძუს კიბო, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ერთნახევრს მიირთმევდნენ.

კვლევა ეფუძნება „მედდების ჯანმრთელობის კვლევის“ მონაცემებს, სადაც 44 000 მონაწილე პასუხობდა კითხვებს თავიანთი კვებითი ჩვევების შესახებ მოზარდობის ასაკში.

ვაშლი, ბანანი, ყურძენი, როგორც ჩანს ეს ხილი ყველაზე მეტად გვიცავს. მარიამ ფარვიდი, „გლობალური ჯანდაცვისა და პოპულაციის“ დეპარტამენტის მეცნიერი  ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლაში და ზემოთხსენებული კვლევის მთავარი ავტორი, ჟურნალი თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ხილის შემადგენელ ბოჭკოებს შეუძლიათ კიბოს რისკი შეამცირონ. ისინი ასევე მდიდარია ფლავონოიდებით – ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან, რამაც მათ პათოლოგიურ ზრდამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ფარვიდი გვირჩევს რომ ყოველვის ჯობია მთლიანი ხილი შევჭამოთ ვიდრე წვენი დავლიოთ, რადგან წვენი ბოჭკოებს არ შეიცავს.

„ეს კვლევა ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რას ჭამს პატარა გოგონა მისი მომავალი ჯანმრთელობისთვის“ – ამბობს ფარვიდი. „ეს კვლევა ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, რომ მათ მისცენ თავიანთ მოსწავლეებს საშუალება მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვან, როდესაც სასკოლო მენიუს შეადგენენ.“

ბიბლიოგრაფია:

Eating more fruit in teen years may help stave off breast cancer

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s