ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაზე გადასვლა სარგებელს მოუტანს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას

როგორც მეცნიერები ამბობენ, მსოფლიომ უარი უნდა თქვას ინდუსტრიულ სოფლის მეურნებაზე, რათა თავიდან აიცილოს ეკოლოგიური, სოციალური და ჯანდაცვის კრიზისები.

5202

სურათი 1. ბამბის პლანტაცია მალიში. კველევის თანახმად, სასუქებისა და პესტიციდების გადაჭარბებულ გამოყენებას დამანგრეველი შედეგები აქვს ცხოველებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემაზე. ფოტოგრაფი Michael Dunlea/Alamy

საჭიროა ახალი მიდგომები სოფლის მეურნეობაში, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ადამიანთა ჯანმრთელობა, თავიდან ავიცილოთ ჰაერისა და წყლის დაბინძურება, სათბურის აირების გამოყოფა და ბიომრავალფეროვნების კარგვა. ეს არის დასკვნა, რომელიც დადო წამყვანი სპეციალისტების – ოცი აგრონომის, ჯანდაცვის სპეციალისტების, ნუტრიციონისტებისა და სოციალური მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა.

გიგანტური ფერმებისა და ერთეული მონოკულტურების განვითარების ნაცვლად, რაც დომინირებს დღეს მსოფლიოში, უნდა ვიფიქროთ სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციაზე და ეკოლოგიური პრაქტიკის დანერგვაზე – ნათქვამია საკვები სისტემების ექსპერტთა საერთაშორისო პლათფორმის მოხსენებაში

http://www.ipesfood.org/images/Reports/UniformityToDiversity_FullReport.pdf (IPES-Food).

ზემოთხსენებული დასკვნის თანახმად, თუ სოფლის მეურნეობა ეკოლოგიურად სუფთა სისტემა გახდება, ამ სარგებელს ჩვენ ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე დავინახავთ. ასევე გაუმჯობესდება წყლისა და მიწის თვისებები. ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის პროდუქტები დღეს მსოფლიო ბაზრის დიდ მოცულობას იკავებენ.

თუ სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციას მოვახდენთ, საკვების მიწოდება დიდად არ შეიცვლება – ამბობს ოლივერ შუტერი, მეცნიერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე.
ჯგუფის წევრები, რომლებიც იყვნენ როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ქვეყნებიდან, და  ინდუსტრიასთან არა აფილირებულნი, ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის დამოკიდებულებამ ქიმიურ სასუქებზე, პესტიციდებსა და ანტიბიოტიკებზე, ცხოველებისა და აგრო-ეკოსისტემის სამართავად – მიგვიყვანა ეკოლოგიურ, სოციალურ და ჯანდაცვით კრიზისებამდე.

„დღეს სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურ განვითარებას მტკიცებულებების ნაკლებობა არ ამუხრუჭებს, არამედ შეუსაბამობა – საკვები სისტემების განვითარების უდიდეს პოტენციალსა და აგრობიზნესის სარგებლის შედარებით მცირე პოტენციალს შორის. ანუ ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებით ბიზნესი არც თუ ისე დიდ სარგებელს ნახავს“.

არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს ეკოსისტემები ქვანახშირს ინახავს ნიადაგში, ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას, აახლებს მიწის ნაყოფიერებას და სტაბილურად გვაძლევს მოსავალს დროთა განმავლობაში. ანუ ქმნის საფუძველს უზრუნველი ფერმერული ცხოვრებისთვის“ – ნათქვამია მოხსენებაში.

დივერსიფიცირებული აგროეკოლოგიური სისტემები, ასევე უხსნის გზას ჯანსაღ კვებასა და ჯანდაცვას.

ექსპერტთა ზემოთხსენებული პლატფორმა ამტკიცებს რომ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ზღუდავს ფერმერებს, სუბსიდიებს, სუპერმარკეტებს, მთავრობებსა და მომხმარებლებს, იმ თვალსაზრისით, რომ კვებითი სისტემები მოქცეულია რამდენიმე ადამიანისა და კომპანიის ხელში.

„საკვები სისტემები, სადაც ერთი სახის მარცვლეული კულტურები იწარმოება და იყიდება მასიურად, არის – მესაქონლეების, პესტიციდების მწარმოებლების, მარვცლეულით მოვაჭრეებისა და სუპერმარკეტების ეკონომიკურ ინტერესებში“ – ნათქვამია მოხსენებაში.

„ათწლეულების განმავლობაში ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამასთან კრახი განიცადა მდგრადი, საკვები სისტემების შექმნის საქმეში. დღეს არსებობს ძალიან მყარი არგუმენტები, ვამტკიცოთ რომ თუ წავალთ აგრო-ეკოლოგიური სისტემების დივერსიფიკაციის გზით, დრამატულად გაუმჯობესდება არსებული მონაცემები. “

ექსპერტთა საერთაშორისო პლატფორმამ ინტენსიური მეურნეობის სამი საშინელი შედეგი გამოავლინა. ამაში შედის ფაქტი, რომ გლობალური საკვები სისტემების დაკავშირებამ  მეურნეობის სამრეწველო მიდგომასთან და ხეების გაჩეხვასთან, გამოიწვია სათბურის აირების მთლიანი მოცულობის ერთი-მესამედის გამოყოფა.
ამასთან, პესტიციდებისა და სასუქების ჭარბმა გამოყენებამ – მონო მარცვლეულ კულტურებში, ასევე ცხოველების ინდუსტრიული ფერმების მიერ გამომუშავებულმა ნარჩენებმა გამოიწვია წყლების მწვავე დაბინძურება.

ინდუსტრიულ მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების აფეთქება დაკავშირებულია ისეთი დაავადებების განვითარებასთან, როგორიცაა: ალცაიმერი, თანდაყოლილი მალფორმაციები, სიმსივნური დაავადებები და განვითარების დეფექტები. ასევე მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების პრევენციული მიზნით გამოყენებამ გაამძაფრა ბაქტერიების რეზისტენტობის პრობლემა, რაც ადამიანების პოპულაციას უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.
ორიგინალი სტატიის სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.theguardian.com/environment/2016/jun/02/a-switch-to-ecological-farming-will-benefit-health-and-environment-report?CMP=twt_a-science_b-gdnscience

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s