იმის გათვალისწინებით რომ ვბერდებით, დრო სულ უფრო სწრაფად გადის. ეს უბრალო ბანალობაა თუ რეალობა? გერმანელი ფსიქოლოგი მარკ ვიტმენი შეეცადა შეემოწმებინა. მან გამოკითხა 14 დან 94 წლამდე, 499 მოხალისე: რამდენად სწრაფად ეჩვენებოდათ კვირის, თვის, წელიწადისა და უკანასკნელი ათწეულის გასვლა. ამ კვლევის შედეგები 2005 წელს გამოქვეყნდა: მკვლევარმა ვერანაირი განსხვავება ვერ აღმოაჩინა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, მხოლოდ ხანშიშესულ ადამიანებს ეჩვენებოდათ რომ უკანასკნელი ათწლეული ძალიან სწრაფად გავიდა.
დროის მსვლელობასთან დაკავშირებული კითხვა არ არის ახალი. ჯერ კიდევ 1877 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა პოლ ჯანეტმა დროის აღქმას მიანიჭა სუბიექტური ხასიათი. სწორედ ასე, ინდივიდუალურად აღიქმება დროის ესა თუ ის ინტერვალი მთლიანობასთან მიმართებაში. მაგალითად 5 წლის ბავშვს ეჩვენება რომ ძალიან დიდხანს უნდა იცადოს, რათა მისი დაბადების დღე მოვიდეს, მისთვის ეს დრო ცხოვრების 20%-ის ექვივალენტურია. საპირისპიროდ, 50 წლის ადამიანისთვის 1 წელი, მისი ცხოვრების მხოლოდ 2%- ს უდრის.
1890 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა, უილიამ ჯეიმსმა დროის აჩქარების სხვა ახსნა შემოგვთავაზა. მისი აზრით დროის აღქმა კორელაციაშია დასამახსოვრებელ მოვლენათა რიცხვთან, რაც ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ახალგაზრდობაში ყველა გამოცდილება ახალია, უნიკალური და დასამახსოვრებელი. ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებ სიახლეს აღმოვაჩენთ, ნაკლებად ვსწავლობთ, ნაკლებად განცვიფრებულები ვართ, ყველაფერი უფრო რუტინული ხდება. მოვლენები ნაკლებად გამორჩეული და დასამახსოვრებელია, მოგონებები ერთ დიდ ქაოსს ქმნის, რაც საბოლოოდ რთული აღსაქმელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც ნაკლებად მოვნიშნავთ კალენდარზე ამა თუ იმ მოვლენას, მით სწრაფად გაგვიფრინდება დრო.
კიდევ უარესი … ასაკის მატებასთან ერთად, მოვლენა როგორიც არ უნდა დასამახსოვრებელი ყოფილიყო, მის შემდეგ გასულ დროს ვამცირებთ. მაგალითად, ავიღოთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი, გასულ დროს რომ გადავავლოთ თვალი, ზოგს შეიძლება არ ეთქვა რომ უკვე 15 წელი გავიდა! ეს ამბავი ბევრს არ მიაჩნია ასე ხანდაზმულად. სწორედ ამ განსხვავებას – აღქმულ და რეალურად გასულ დროს – შორის მივყავართ იმ დასკვნამდე რომ დრო სწრაფად გადის. ეს შთაბეჭდილება კიდევ შეიძლება აიხსნას ძალიან დატვირთული გრაფიკით. მაგალითად, თუ გარკვეული დროის მონაკვეთში ვერ მოვახერხეთ ყველა დაგეგმილი საქმის გაკეთება, დღეები ძალიან სწრაფად მიდის!
ბიოლოგებისთვის დროის აჩქარების შეგრძნება დაკავშირებულია ტვინში არსებულ შინაგან საათთან, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო დიდი შუალედებით წიკწიკებს. მკვლევარმა ფსიქოლოგებმა სხვადასხვა ასაკის მოხალისეებს სთხოვეს იმ რითმის ღილაკისთვის დაეჭირათ ხელი, რომელიც მათთვის ყველაზე ბუნებრივი იყო, (რომ გაეგოთ მათი ბიოლოგიური საათის რითმი) ახალგაზრდები ირჩევდნენ უფრო სწრაფ რითმს ვიდრე მათზე უფროსები. შემდეგ, მოვლენების ერთიანობის შედარება მოხდა ბიოლოგიურ საათის რითმთან: შედეგად, რაც უფრო ნელდება ეს უკანასკნელი, მით მით სწრაფად აღიქმებოდა მოვლენების მიმდინარეობა.
ბიბლიოგრაფია: La Recherche, Juin 2016, N°512
Catégories :მეცნიერება