E 102, E 320, E 541… ეს კოდები გეუბნებათ რამეს? ჩვენ ამ ნივთიერებებს დღეში რამდენჯერმე ვჭამთ, ისე რომ ვერ ვხვდებით. ეს კოდები შეესაბამება ფერის მიმცემებს, კონსერვატებსა და გემოს გამაძლიერებლებს. მათ შორის 350 დაშვებულია ევროპაში (რაზეც მიუთითებს ასო E). ისინი ერთად თავმოყრილნი არიან დანამატების სახელით, რამდენადაც მათი დამატება ხდება „ქარხნული“ წარმოების საკვებში. როგორც თავად სახელებიც მიუთითებს გამოიყენება საკვების ვარგისიანობის გასაზრდელად და გემოს მისაცემად. ცხადია ამ ნივთიერებების გარეშე ყველაფერი ნაკლებად მიმზიდველი მოგვეჩვენებოდა.
წლების განმავლობაში თვალიც შეეჩვია მათ და გემოც. თუმცა ნუ მოვახდენთ ყველაფრის დემონიზებას. ამ ნაკლებად სანდო ჩამონათვალში იმალება ასევე ბუნებრივი და უსაფრთხო ნივთიერებებიც. სირთულე სწორედ ამ ყველაფერში გარკვევაა. მოერიდეთ საკვებს, რომელზეც სამზე მეტი ასეთი კოდია მითითებული, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება. მაგალითად ზოგიერთ ხილის იოგურტში 11 დანამატიც კი შეიძლება აღმოაჩინოთ.
ჩვენს შემდგომ სტატიაში აუცილებლად ვისაუბრებთ როგორ წავიკითხოთ ეტიკეტები და ამოვიცნოთ ყველაზე მავნე დანამატები.
ბიბლიოგრაფია: Top Santé, N°262, juillet 2012, p.5
Catégories :რაციონალური კვება