შეკითხვას ექიმი შევალიე პასუხობს
რა წარმოშობისაც არ უნდა იყოს ფრუქტოზა მისი მოლეკულა ერთი და იგივეა. მაგრამ მისი კონცენტრაცია გაზიან სასმელში და ხილში ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. ადამიანი ყოველთვის იღებდა ფრუქტოზას ზომიერად, ხილისა და თაფლის საშუალებით. თუმცა ამ ბოლოს დროს, გაზიან სასმელებში ხშირად ხდება ფრუქტოზის სიროფის დამატება. ამ სასმელების ჭარბი მოხმარება აუცილებლად შეგვიქმნის მეტაბოლიზმის პრობლემებს, კერძოდ, ჭარბ წონასა და დიაბეტს.
ბიბლიოგრაფია: Top Santé, N°264, septembre 2012, p.83
Catégories :რაციონალური კვება