ჩემს პატარას დიარეა აქვს, როგორ მოვიქცე?

baby-408262_640

კითხვებს პასუხობს ექიმი-პედიატრი ფილიპ გრანდსენი (საფრანგეთი)

  • კუჭში რამდენჯერ გასვლაა საშიში?

უფრო მნიშვნელოვანია განავლის თვისებები, ვიდრე კუჭში გასვლის რაოდენობა…

არსებობს ორი ტიპის დიარეა:
-„ცრუ“, რომელიც კბილების ამოსვლასთან არის დაკავშირებული. აქვს ფაფისებური კონსისტენცია და მძაფრი სუნი.
-„ნამდვილი“, არის წყალწყალა, ხშირად თან ახლავს პირღებინება და არ აქვს ცუდი სუნი. ეს გახლავთ გასტროენტერიტის ნიშანი. რაც ორი, სამი დღე გრძელდება და თავად განიკურნება.
მაგრამ მისი სიხშირე (დღეში სამი – ოთხი) ნამდვილად საგანგაშოა. თუ რაოდენობა უფრო მეტია (ორ საათში 3-4 გასვლა) ექიმთან წასვლა აუცილებელია.

  • დიარეა ზაფხულში უფრო ხშირია?

არა, პირიქით, გასტროენტერიტი ზამთარში უფრო ხშირია. თუმცა მისი შედეგები ზაფხულში უფრო მძიმეა. მთავარი რისკი წყლისა და მინერალური მარილების კარგვაა, რაც დიარეითა და პირღებინებით არის გამოწვეული. ეს დეჰიდრატაცია მძიმდება სიცხეში, როდესაც ბავშვი ოფლიანობს კიდეც. ეს სიტუაცია მძიმეა განსაკუთრებით ჩვილებში, რომლებიც სწრაფად კარგავენ წონას და სუსტდებიან.

  • პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ?

როგორც კი თხელზე რამდენჯერმე გავა ბავშვი რეჰიდრატაციის პაკეტები უნდა მივცეთ, დღის განმავლობაში ორი – სამი, რათა წყლისა და მინერალების კარგვა დავაბალანსოთ. ეს პაკეტები აფთიაქში შეგიძლიათ რეცეპტის გარეშე შეიძინოთ. თუმცა უკეთესი იქნება თუ მუდმივად იქონიებთ. ერთი პაკეტი გახსენით 200 მლ წყალში და ბოთლით ან კოვზით მცირე რაოდენობებით მიეცით, მაგალითად 50 მლ ყოველ ნახევარ საათში. თუ ერთბაშად ბევრს მისცემთ, შეიძლება აღებინოს.

  • რძე აღარ მივცეთ?

თუ ძუძუს აწოვებთ, თავისუფლად შეგიძლიათ განაგრძოთ კვება.

თუ ხელოვნურ კვებაზეა, უმჯობესია თუ აღარ მისცემთ, რადგან ლაქტოზამ შეიძლება საჭმლისმომნელებელი სისტემის ლორწოვანი გააღიზიანოს და დიარეა გაამწვავოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვი აღარ შეჭამს თუ იგრძნობს რომ რძის დალევა არ სიამოვნებს. მაგრამ თუ განაგრძობს კვებას, რეჰიდრატაციის პაკეტები მაინც უნდა მივცეთ. თუ სწყურია და დეჰიდრატირებულია, აუცილებლად დალევს.

  • კიდევ რა ზომები უნდა მივიღოთ? 

ზოგჯერ,  3-4 წლის ასაკში რეჰიდრატაციის პაკეტების მიღებაზე უარს ამბობენ ბავშვები. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მენთოლის ჩაი შევთავაზოთ, დღეში რამდენიმე ჭიქა. ორივე მათგანი ენერგიას შემატებს. ასევე, ბევრი არ ჩააცვათ და დააფაროთ რომ არ დასცხეს და გაოფლიანდეს, რაც დამატებით დააკარგვინებს სითხეს.

  • როდის აღვადგინოთ ნორმალური კვება?

როგორც კი გასტროენტერიტი გაივლის და გამოკეთდება უცბად დაიწყებს ჭამას. ბავშვმა შეიძლება რამდენიმე დღე არ ჭამოს, ამას გაუძლებს, მაგრამ უწყლოდ დიდხანს ვერ გაძლებს. კვების აღდგენა უმჯობესია კუჭში შემკვრელი პროდუქტებით დავიწყოთ, მაგალითად: ბრინჯი, სტაფილო, კომში. მოერიდეთ ისპანახს, ქლიავს, სანამ ბავშვი სრულად გამოჯანმრთელდება.

ბიბლიოგრაფია: Top Santé, N°264,  septembre 2012,  p.54

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s