კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანებზე კვლევა დაწყებულია

syringe-435809_640

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მედიცინის ისტორიაში შეიძლება ერთერთი ყველაზე დიდი გარღვევა იყოს. პირველ ეტაპზე მოხდება იმ პაციენტების ვაქცინაცია, რომელთაც წინასწარი განწყობა აქვთ ამა თუ იმ სიმსივნის მიმართ. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა საოცარი შედეგები აჩვენა: ვაქცინა თითქმის 100%-ით ეფექტურია, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე. 

ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი იღუპება სიმსივნით. კიბოს შემთხვევითობა ყოველწლიურად მატულობს. და რა მოხდება თუ ჩვენ ამ დაავადების პრევენციას მხოლოდ ერთი ჩხვლეტით მოვახდენთ?

იდეა ძალიან მიმზიდველი ჩანს. დღეს მეცნიერთა არაერთი გუნდი სერიოზულად მუშაობს ამ საკითხზე მთელს მსოფლიოში და მათი შედეგები განსაცვიფრებელია, იმდენად, რამდენადაც ვაქცინის კვლევები პაციენტებზე დაწყებულია.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ყველა ექიმი, მთელს მსოფლიოში, ერთხმად თანმხდება რომ კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალება, მედიცინის განვითარების მიუხედავად, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი: ჯანსაღი კვების რეჟიმი, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება, თამბაქოზე უარის თქმა, ვარჯიში, მზისგან დაცვა … მაგალითად საფრანგეთში კიბოს დიაგნოსტირებიდან ათ წელიწადში პაციენტთა ნახევარი იღუპება. ჩვენ თუ ზემოთჩამოთვლილ ქცევის წესებს ზედმიწევნით დავიცავთ, ნამდვილად შევძლებთ კიბოს რისკი 50%-ით შევამციროთ. არსებობს რისკების მცირე ნაწილი, რომელთა წინაშე ადამიანი შედარებით უძლურია: გარემოს დაბინძურება, გენეტიკური განწყობა …

პრევენციული ვაქცინაცია ამ მოცემულობას უდაოდ შეცვლის.

ყურადღებით! როცა ვსაუბრობთ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, ვაქცინის სამიზნე არ გახლავთ კიბოსთან ასოცირებული ინფექციები, როგორიცაა მაგალითად პაპილომავირუსი, რომელიც საშვილოსოს ყელი კიბოს იწვევს. ანდა ჰეპატიტ B-ს გამოწვევი ვირუსი, რაც ღვიძლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
არა! დღევანდელი სტრატეგია გულისხმობს ისეთი ვაქცინის შექმნას, რომელიც თითქმის ყველა კიბოს პრევენციას მოახდენს. მათ შორის 80% ისეთი სიმსივნეებია, რომლებიც ინფექციურ აგენტთან არ არის დაკავშირებული.

კიბოს ვაქცინა – როგორც ყველა კლასიკური ვაქცინა

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების მექანიზმი იგივეა, რაც ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციების ვაქცინების: ვასწავლოთ იმუნურ სისტემას მტრის ამოცნობა და როგორც კი ის გამოჩნდება გაანადგუროს. თავდაპირველად ორგანიზმში შეჰყავთ სიმსივნის მსგავსი ელემენტები, იმისათვის რომ მომავალში მზად დახვდეს ნამდვილ სიმსივნეს.

ბუნებრივია საუბარი არ არის სიმსივნის აქტიურ უჯრედებზე. ეს არის უჯრედების კოქტეილი, რომლებიც თავიანთ ზედაპირზე შეიცავენ ანტიგენებს. მათ შორის ემბრიონისა და პლაცენტის უჯრედებიდან გამოყოფილი მოლეკულები, რომლებიც ასევე შედის ნამდვილი სიმსივნის შემადგენლობაში. შედეგად იმუნური უჯრედები ანადგურებენ ამ უჯრედებს მალევე, ვიდრე ისინი სიმსივნის ფორმირებას მოასწრებენ. ისე როგორც ეს ხდება ბუნებრივ გარემოში, სიმსივნეთა უმრავლესობის შემთხვევაში.

ოცი წელია უკვე ამას ვერავინ იჯერებს, რადგან მას შემდეგ რაც მეცნიერებმა ეს შესაძლებლობა აღმოაჩინეს მისი გვერდითი მოვლენების ეშინიათ. გვერდითი მოვლენა არ გულისხმობს ვაქცინაციის შედეგად სიმსივნის განვითარებას, არამედ იმუნური სისტემის განადგურებას და საბოლოოდ უკონტროლო, აუტოიმუნური დაავადების ჩამოყალიბებას.

ვაშინგტონში, ლომბარდის კიბოს კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერი, ლუის ვეინერი ამბობს რომ „პრევენციული ვაქცინების გამოწვევა იქნება დაგვარწმუნოს მინიმალური რისკების არსებობაში, ვაქცინის შეყვანისას ჯანმრთელ ინდივიდში“.

cancer-389921_640

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა ვაქცინის ეფექტურობა აჩვენა

მკვლევართა უდიდესი ნაწილი ცეცხლთან თამაშს ერიდება. თუმცა რამდენიმე პიონერმა მისცა პაციენტს შანსი ეცხოვრა კიბოს გარეშე და მათი შედეგები იმედის მომცემია.

ათეულობით კვლევა ჩატარდა თაგვებზე. გამოყენებული იქნა პლაცენტარული მოლეკულების ნაზავი მელანომის წინააღმდეგ, ემბრიონული უჯრედები პროსტატის კიბოს წინააღმდეგ, პროტეინი ალფა-ლაქტაალბუმინი ძუძუს კიბოს პრევენციისთვის… სხვადასხვა მოლეკულებისა და უჯრედების საფუძველზე დამზადებული ვაქცინების ინექციები გაუკეთეს მღრღნელებს, რათა მათი იმუნური სისტემა წაეხალისებინათ გაენადგურებინა კიბოს უჯრედები. ვაქცინის მოლეკულები იგივე ანტიგენებს შეცავენ, რასაც სიმსივნური უჯრედები, რომლებიც ერთ დღეს შეიძლება მართლაც გამოჩნდნენ ორგანიზმში. და ამ ექსპერიმენტებმა გაამართლეს! თუმცა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები წინსვლის მომტანი არ იქნებოდა თუ კვლევები ცოცხალ  პაციენტებზე არ დაიწყებოდა. ამ პაციენტებს კიბოს მიმართ წინასწარი განწყობა უნდა ჰქონოდათ. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ეტაპი!

2013 წელს მკვლევარმა, ოლივერა ფანმა გამოაქვეყნა 39 პაციენტზე ჩატარებული ვაქცინის უსაფრთხოების ტესტის შედეგები: არანაირი ტოქსიურობა არ იქნა აღმოჩენილი. 2014 წლის მაისში მან მიიღო დაფინანსება ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტისგან (NIH), რათა ჩაეტარებინა კვლევა პაციენტებზე, რომლებსაც ნაწლავების პოლიპები ჰქონდათ. მათი ჩაუტარდათ ვაქცინაცია, პოლიპების ხელახლა განვითარებისგან დასაცავად, რათა კეთილთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე წელიწადში არ გადასულიყო მსხვილი ნაწლავის კიბოში.

პირველი სამიზნეები: მსხვილი ნაწლავის, პანკრეასისა და ძუძუს კიბო

საბოლოოდ, პიცბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგი, ოლივერა ფანი ასობით პაციენტს უკეთებს ვაქცინას ან პლაცებოს.
„საშუალოდ ამ პაციენტების ნახევარს, სამი წლის შემდეგ, კვლავ განუვითარდება პოლიპები, ეს თუ ასე არ მოხდა ჩვენ გვეცოდინება რომ ვაქცინამ ისინი დაიცვა“ – ამბობს მკვლევარი. ვერდიქტს მოუთმენლად ველით 2020 წელს. თუ იმედები გამართლდა, კვლევები გაგრძელდება.

მკვლევარი აქ არ ჩერდება და ითხოვს დაფინანსებას ვაქცინის გამოსაცდელად, პაციენტებზე, რომლებსაც პანკრეასის კისტები აქვთ და კიბოს განვითარების დიდი რისკის ქვეშ არიან.

კიდევ ერთ ვაქცინაზე შეიძლება ჩატარდეს კლინიკური კვლევა: კლევლენდის ინსტიტუტის იმუნოლოგი, რიტიკა ჯაინი (შეერთებული შტატები) აპირებს კვლევის დაწყებას ძუძუს კიბოს პრევენციულ ვაქცინაზე, პაციენტებში, რომლებსაც კიბოს წინასწარი განწყობა აქვთ.

ამ შემთხვევაში რისკი იმდენად მცირეა, რამდენადაც ანტიგენი -ალფა-ლაქტაალბუმინი, რომლის წინააღმდეგაც არის ვაქცინა მიმართული, მხოლოდ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეში გვხვდება, ისიც მცირე რაოდენობით. „ქსოვილის დესტრუქციის რისკი, რომელიც ამ ვაქცინაციის შედეგი შეიძლება იყოს მინიმალურია, ძუძუს პრევენციულ აბლაციასთან (მოკვეთა) შედარებით. რისი გადატანაც ხშირად უწევთ ქალებს, რომლებსაც კიბოს მაღალი წინასწარ განწყობა აქვთ“ – ამბობს ოლივერა ფანი.

ოპტიმიზმი დიდია, თუმცა კლინიკური კვლევების დრო იწელება. როგორც ლუის ვეინერი ამბობს „სიმსივნეები, რომლებიც ექსპერიმენტულ თაგვებში ვითარდება, ანტიგენების გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენს და არ გვაძლებს მუტაციათა იმ მრავალფეროვნებას, რაც ადამიანებში შეიძლება განვითარდეს“. აქედან გამომდინარე, თაგვებში წარმატებით ჩატარებული ექსპერიმენტი, არ ნიშნავს რომ ადამიანებშიც ასევე წარმატებული იქნება. რამდენადაც იმედი გაჩნდა, დაპირებები არსებობს, უნდა ჩატარდეს უამრავი კვლევა და დაახლოებით 15 წელი მოთმინება გვმართებს სანამ საბოლოო შედეგები გვეცოდინება.

თუ მტკიცებულებები მყარია, პირველი ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ერთ დღესაც ადამიანი სიმსივნისგან მთლიანად გათავისუფლდება?

თეორიულად ნებისმიერი სიმსივნის პრევენცია შეგვიძლია მოვახდინოთ ვაქცინაციით. თუმცა „არც ერთი ვაქცინა არის 100% ეფექტური“ – ამბობს ოლივერა ფანი. „უნივერსალური ვაქცინა არ იარსებებს, ყველასათვის, არც ყველა სიმსივნისგან თავდასაცავად“ – ადასტურებს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ კასტი.

ამასთან, ოლივერა ფანის მიერ პირველი ტესტის ჩატარების შედეგად პაციენტთა ნახევარს იმუნური რეაქცია განუვითარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ყველა პაციენტზე არ იქნება ეფექტური.

ლუისვილის უნივერსიტეტის (შეერთებული შტატები) ექიმი-მკვლევარი, ჯონ ითონი იმედიანად არის განწყობილი: „ეს ვაქცინები იმდენად ეფექტური იქნება, რამდენადაც ბაქტერიების საწინააღმდეგო ვაქცინები, ანუ 99% -ით და უფრო მეტად ».
ასეთივე ოპტიმისტური განწყობა აქვს რიტიკა ჯაინის: « კიბოს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ისევე შეამცირებს დაავადების შემთხვევითობას, მაგალითად ძუძუს კიბოს, როგორც ბავშვებში შემცირდა წითელასა და პოლიომიელიტის შემთხვევითობა ვაქცინაციის შედეგად“.

თუმცა ზოგი მეცნიერი ასე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი-იმუნოლოგი, სონდონგ მენგი ამბობს: « სიმსივნე შეიძლება დიდი მრავალფეროვნებით გამოვლინდეს, ამიტომ ვაქცინაციაც ბევრად კომპლექსურია ვიდრე ბაქტერიების შემთხვევაში, რომლებიც უმეტესად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან ». 

საქმე ეხება უამრავი ადამიანის სიცოცხლეს 

ვაქცინების ნაწილობრივი ეფექტურობის შემთხვევაშიც კი, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. ასევე გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ერთი რამ ცხადია, „ახლო მომავალში ბენეფიციალები იქნებიან მხოლოდ კიბოს მაღალი რისკის მქონე ადამიანები: ვინც კანცეროგენული აგენტების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გენეტიკურად არიან განწყობილნი, ანდა უკვე განუვითარდათ კიბოსწინარე მალფორმაციები“ – ამბობს ოლივერა ფანი. თუმცა თუ ვაქცინები კლინიკური კვლევების დროს რადიკალურ მეორად ეფექტებს არ აჩვენებენ, შეიძლება მოვიაზროთ უფრო ფართო ვაქცინაციაც რა თქმა უნდა.

და თუ ეს ოდესმე მოხდება, წარმოგიდგენიათ რამხელა ნახტომი იქნება ეს მედიცინაში? ორასი წლის შემდეგ, რაც ბაქტერიების საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოაჩინეს და ისტორიულად შემცირდა სიკვდილიანობა, ჩვენ ახალი რევოლუციის წინაშე დავდგებით, რომელიც კიბოს დაამარცხებს!
ჩვენ თუ არ მოგვეცემა ჩანსი რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტაროთ, იმას მაინც აუცილებლად გავიგებთ მომავალი თაობები გათავისუფლდებიან თუ არა კიბოსგან. ამას კი იმ ტესტების შედეგებიდან შევიტყობთ, რომელიც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში. ვინ იცის, იქნებ ეს პაციენტები ისტორიაში შევლენ, როგორც პირველი ადამიანები, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაცია ჩაუტარდათ.

ბიბლიოგრაფია: Science et Vie, Mars 2015, N1170, p. 63-69

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s