გამოთქმას – „არ ჰგავს თავის ასაკისას“ – ამიერიდან მეცნიერული საფუძველი აქვს. ათასობით ზელანდიელს 38 წლის ასაკში ჩაუტარდა მთელი რიგი გამოკვლევები: თირკმლების, გულისა და ფილტვების მოქმედებაზე, ქოლესტერინის დონე, სისხლის … სულ 18 პარამეტრი. დანიელ ბელსკი და მისი გუნდი (დიუკის უნივერსიტეტი, შეერთებული შტატები) მიღებული შედეგების მიხედვით კვლევაში მონაწილეებს ანიჭებდნენ ბიოლოგიურ ასაკს, რაც 28 -დან 61-წლამდე მერყეობდა! საინტერესო კიდევ ის არის, რომ ინდივიდები, რომლებსაც ხანდაზმული ბიოლოგიური ასაკი ჰქონდათ გარეგნულადაც უფროსი ასაკის ადამიანებს ჰგავდნენ თავის ნამდვილ წლოვანებასთან შედარებით. მკვლევარებს ასევე ჰქონდათ ამ ინდივიდების 26 და 32 წლის ასაკში აღებული იგივე ბიოლოგიური პარამეტრები, რისი საშუალებითაც მათ გამოთვალეს დაბერების სიჩქარე.
როგორც მოსალოდნელი იყო ინდივიდები, რომლებსაც დიდი ბიოლოგიური ასაკი ჰქონდათ, უფრო სწრაფად ბერდებოდნენ. „ჩვენ ხშირად დაბარებას აღვიქვამთ მოვლენად, რომელიც შედარებით გვიან იწყება. თუმცა მისი მექანიზმი უკვე ოცი წლის ასაკში და შეიძლება უფრო ადრეც ჩაირთოს“ – ამბობს დანიელ ბელსკი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ამ ფენომენის მიზეზები ვეძებოთ. „სწორედ ეს იქნება ჩვენი შემდგომი კვლევის მიზანი“ – ასკვნის მკვლევარი.
ბიბლიოგრაფია: Science et Vie, septembre 2015, N°1176, p. 34
Catégories :მეცნიერება