რადიაციული დასხივება მცირე დოზით, მაგალითად რასაც გამოყოფს მამოგრაფიის აპარატი, სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის…მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს სათანადო გენეტიკური განწყობა. რისი დემონსტრირებაც მოხდა თაგვებში ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ (შეერთებული შტატები). მათ შეისწავლეს კიბოს მაღალი რისკის მქონე მღრღნელები. თაგვების ნახევარი დასხივებული იქნა მცირე რადიაციით, შემდეგ სარძევე ჯირკვლებში გადაუნერგეს პრეკანცერული უჯრედები და აკვირდებოდნენ 18 თვის განმავლობაში.
უმრავლეს შემთხვევაში, რადიაციამ არ იმოქმედა სიმსივნის განვითარებაზე. ზოგიერთ ინდივიდში სიმსივნის განვითარება შენელდა კიდეც. თაგვების მხოლოდ მცირე ნაწილში დაჩქარდა კიბოს ზრდა. მკვლევარებმა გამოყვეს 13 გენი, რომლებიც მოიაზრებიან რომ ნაყოფიერ ნიადაგის ქმნიან სიმსივნის განვითარებისთვის, თაგვებში, რომლებმაც მიიღეს რენტგენული სხივები. ამგვარად, კიბოს განვითარების რისკი, მიღებული რადიაციის დოზის პროპორციული ვერ იქნება და დაკავშირებული იქნება გენეტიკურ პროფილთან. ამ კვლევების შედეგებს მომავალში შეუძლიათ დაიცვან რისკის მქონე ადამიანები ხშირი X-სხივების ზემოქმედებისგან.
ბიბლიოგრაფია: Science et Vie, Mai 2015, N°1172, p.33
Catégories :მეცნიერება