ზეითუნის ზეთის სილამაზის რეცეპტები ჯანმრთელი კანისა და თმისთვის

cropped-olive-oil-356102_1920.jpg

ჩვენს დროში დიდი ენთუზიაზმით იკვლევენ მცენარეულ ზეთებს, მათ შორის არის ერთი ძველი ნაცნობი და მივიწყებული ზეთი. ზეითუნის ზეთით, ისევე როგორც კარაქით, ყველაზე ჯანსაღი საკვები შეგვიძლია დავამზადოთ. ზეითუნის ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით კალორიებით მაინც ყველაზე მდიდარია. სანამ მასზე უარს იტყოდეთ, გახსოვდეთ მას შეუძლია გახდეს მთავარი მოთამაშე ჯანმრთელი კანისა და თმის შენარჩუნებაში.

ზეითუნის ზეთი მდიდარია E ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, რაც შეგიძლიათ მიიღოთ არა მარტო მისი საკვებად გამოყენებით, არამედ თმაზე ან კანზე შეზელვით. ზეითუნის ზეთს შეუძლია თმის ცვენის პრევენცია და მკურნალობა, ასევე ამშვიდებს თავის კანს და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინი“ (extra virgin olive oil (EVOO)) ძალიან კარგია მშრალი კანის მოსავლელად და შეუძლია დაგვიცვას მზისგან მიღებული  კიბოს გამომწვევი დაიზანებებისგან.

„ექსტრა ვირჯინს“ თუ რამდენიმე ინგრედიენტს დავუმატებთ საოცარ თავის მოვლის საშუალებებს მივიღებთ. მინდა შემოგთავაზოთ სამი მათგანი, რომლებსაც ვიყენებ, როდესაც ჩემი კანი და ბოჭკოები გადაღლილია.

ღრმა კონდიციონერი

ერთერთი ჩემი საყვარეული რეცეპტი „ხუჭუჭა ნიკის“ ბლოგიდან არის, რომელიც ხვეული თმის მქონეებს ძალიან გამოადგებათ. ღრმა კონდიციონერი თავისი თვისებებით მდიდარი და იაფია. უნდა გაიკეთოთ დაბანებს შორის და არ დაიტოვოთ, თორემ შედეგი აღარ იქნება ისეთი მშვენიერი.

დაგჭირდებათ:

  • 1 დაჭრილი ავოკადო
  • 1/4 ჭიქა ჰერკულესი (კიდევ ერთი ძვირფასი ინგრედიენტი თმისთვის, A და C ვიტამინის წყარო)
  • 1 ჭიქა რძე (ალტერნატივის სახით ვიყენებ ქოქოსის რძეს)
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. არაყი (ალტერნატივის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი)
  • 1 ბოთლი რომ ეს ყველაფერი ჩაასხათ

თავდაპირველად აურიეთ რძე და ჰერკულესი, შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში 30-60 წამის განმავლობაში, შეგიძლიათ გაზქურაზეც შეათბოთ. შემდეგ რძე ჩაწურეთ ბოთლში, ჰერკულესი გადაყარეთ.

შემდეგ გასრისეთ ავოკადო, რაც შეიძლება ერთგვაროვანი რომ გახდეს. შეგიძლიათ ცოტაოდენი ცხელი წყალი დაამატოთ, საქმეს გაგიმარტივებთ. ავოკადოს დაამატეთ არაყი და ზეითუნის ზეთი და ჩაასხით ბოთლში. ბოთლს გაუკეთეთ საცობი და კარგად შეანჯღრიეთ. წაისვით ახალდაბანილ, სველ თმაზე, გაანაწილეთ სავარცხლით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 20-30 წუთი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

თმის ნიღაბი

ეს ნიღაბი თხელი თმისთვის არის და შეიცავს ჩემთვის ერთერთ ყველაზე ნატურალურ ინგრედიენტს – თაფლს. ეს ნიღაბი ყველა ტიპის თმას შეიძლება მოუხდეს, მაგრამ გახსოვდეთ თუ რომელიმე ინგრედიენტი საკვების სახით არ გიხდებათ, მაშინ არც ნიღაბი იმუშავებს.

ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ 6 ს.კ. « ექსტრა ვირჯინი » ზეითუნის ზეთი და 4 ს.კ. ბუნებრივი თაფლი, თხევად მდგომარეობაში. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სველ დაბანილ თმაზე. გაიჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

ძალინ მშრალი კანის დამატენიანებელი

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ რომ თვითონ „ექსტრა ვირჯინი“ მოწოდებულია ძალიან მშრალი კანის სამკურნალოდ, ანუ როცა კანი აქერცლილია. „ექსტრა ვირჯინის“ ზეითუნის ზეთს შეუძლია საბოლოოდ დახუროს თქვენი ფორები, ასე რომ თუ გაქვთ ზომიერი კანის სიმშრალე ეს ზეთი თქვენ არ გამოგადგებათ. ეს რეცეპტი რეკომენდებულია მშრალი ფეხისთვის და კანისთვის – „ზამთრის სახეს“ რასაც ვეძახით.

ზეითუნის ზეთს დაამატეთ ლიმონის ან პიტნის ზეთის მცირე რაოდენობა, უბრალოდ იმისთვის რომ ზეითუნის ზეთის სუნი დაკარგოს. ზეითუნის ზეთი ბუნებრივი SPF -ია, ამიტომ შეგიძლიათ მზის დამცავი კრემი აღარ წაისვათ და ეს ნარევი გამოიყენოთ. მაგრამ თუ ღია ფერის კანი გაქვთ, რომელიც ადვილად იწვება, მაშინ კიდევ ერთი ზეთი დაამატეთ, რომელსაც მაღალი SPF ექნება.

წყარო:http://www.bustle.com/articles/23608-3-olive-oil-beauty-recipes-for-seriously-healthy-hair-and-skin

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s