საღამოს ფურისულას ზეთის თვისებები და მისი პრაქტიკული გამოყენება

evening-primrose-1458682_640

საღამოს ფურისულას ზეთს, იგივე – Oenothera biennis,  მცენარეული ზეთის სახით უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. იზრდება ივნისიდან სექტემბრამდე. მისი ნათელი ყვითელი ყვავილები საღამოს იშლება, აქედან წარმოსდგება მისი სახელიც. ყვავილის ყველა ნაწილი შეიძლება საკვებად იქნას გამოყენებული, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მუქი ფერის მარცვლიდან ცივი დაპრესვის მეთოდით მიღებული ექსტრაქტი. გაცხელებით კვებით ღირებულებას კარგავს. ბოთლი გახსნის შემდეგ მაცივარში შეინახეთ 6 -დან 12 -მდე თვემდე.

ამ ზეთის სამკურნალო თვისებები, პირველ რიგში განპირობებულია ცხიმოვანი მჟავების შემცველობით, რაც სასარგებლოა კანის ყველა ფენისთვის. ეს ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავები, საუკეთესო არჩევანია, მივაშველოთ ძირითად სამკურნალო საშუალებებს კანზე, დერმატოლოგიური პრობლემების დროს, როგორიცაა: ანთება, მშრალი კანი, ფსორიაზი, ქერტლი, ეგზემა და თვალის ირგვლივი ნაოჭები. ეს არის ზეთი, რომლის ყველა ინგრედიენტს შეიწოვს კანი.

ორეგონის უნივერსიტეტში, ლინუს პაულინგმა ჩაატარა კვლევა: ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ, გამა-ლინოლეის მჟავა ანთების დროს პირდაპირ გამოიყენა კანზე. შედეგად ანთებითი რეაქციები მშვიდდებოდა – მზით დამწვრობის, კიბოს მკურნალობაში რადიაციით მიღებული დამწვრობისა და დერმატიტების დროს. კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატურალური ცხიმოვანი მჟავები უშუალოდ ერთვებიან ანთებით და იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციაში.

უმჯობესია თუ სხვა ზეთებს გავურევთ და ისე გამოვიყენებთ. მაგალითად ავოკადოს, ყურძნის წიპწების ან ნუშის ზეთს. თუ სახეზე გინდათ გამოიყენოთ, მაგალითად აკნეს ან თვალის ირგვლივი ნაოჭებისთვის, საღამოს ფურისულას ზეთი შეურიეთ სხვა ზეთებთან და მისი სამკურნალო თვისებები სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

რეცეპტები

ეს რეცეპტი გამოგადგებათ კანის ზოგადი მკურნალობისთვის:

კანის ზოგადი მოვლის ნარევი:

1 ჩ.კ. საღამოს ფურისულას ზეთი
2 წვეთი ნემსიწვერას ზეთი
1 წვეთი ლავანდის ზეთი
1 კაფსულა E ვიტამინი, გახსნილი მიქსტურაში

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში, რათა დაიცვათ მზის სხივებისგან. საღამოს გაიწმინდეთ კანი და წაისვით ნარევი სახეზე. გულდასმით გადაისვით გაწითლებულ ადგილებსა და ნაოჭებზე. აცალეთ 10 წუთი რომ შეიწოვოს, სანამ დაწვებით. მალე შეამჩნევთ რომ თქვენი კანი ბევრად ჯანმრთელად გამოიყურება.

d'onagre

გაღიზიანებული კანის ნარევი:

1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი
1 ჩაის კოვზი ავოკადოს ზეთი
1 ჩაის კოვზი საღამოს ფურისულას ზეთი
15 წვეთი უკვდავას ზეთი
5 წვეთი ლავანდის ზეთი
1 კაფსულა E ვიტამინი

კვლავ აურიეთ ერთმანეთში, ჩაასხით მუქი ფერის კონტეინერში და დაიცავით მზისგან. ეს ნარევი იდეალურია კანის ყველანაირი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, სიწითლისა და ქავილის დროს.

საღამოს ფურისულა იდეალური ზეთია თქვენი სილამაზის საოჯახო რეცეპტებისთვის. მას აქვს მრავალფეროვანი და გამორჩეულად სამკურნალო თვისებები, რასაც ნამდვილი შედეგი აქვს!

წყარო: http://www.edensgarden.com/blogs/news/15670068-the-benefits-of-evening-primrose-oil#.V34PDFSLSM8

ფრანგული მცენარეული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზირი 14 და 14ა
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
26 მაისის მოედანი N1, სპორტის სასახლის მიმდებარედ
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, 19-ს 11 ნომერი
რუსთავი, თოდრიას მიმდებარედ
რუსთავი, შარტავას 6
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართზე:
აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2

ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Publicités

Laisser un commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google+

Vous commentez à l'aide de votre compte Google+. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s