ამ ბლოგში შემოგთავაზებთ საპნის დამზადების საბაზისო რეცეპტს.
საპნის დამზადებაში ყველაზე რთული ინგრედიენტების პოვნაა, განსაკუთრებით კაუსტიკური სოდის (lye). შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ან თქვენს გარშემო მაღაზიებში მოიკითხოთ.
თარგმანის შენიშვნა:
მიაქციეთ ყურადღება რომ კაუსტიკური სოდა, იგივე მწვავე ნატრი, ინგლისურად -Lye იყოს სუფთა, ანუ 98.5% – იანი. არსებობს ორი ფორმულა: NaOH ით მყარი საპონი კეთდება, ხოლო KOH-ით თხევადი. კაუსტიკური სოდა საქართველოში სამთო ქიმიაში და აფთიაქებში მოიკითხეთ. იყიდება ელიავაზეც, თუმცა ის საპნის დასამზადებლად ალბათ არ გამოდგება. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონზე.
აღჭურვილობა დაგჭირდებათ, რასაც მებაღეობისა და სამეურნეო მაღაზიებში ადვილად მიაგნებთ.
- სასწორი რომ ინგრედიენტები ავწონოთ
- უჟანგავი ფოლადის ან ემალის ჯამი
- მინის ან პლასტმასის დოქი, კაუსტიკური სოდის ასარევად და ჩასასხმელად
- პლასტმასის პატარა კონტეინერები ზეთების ასაწონად, შეგიძლიათ იოგურტის ყუთები გამოიყენოთ
- ორი დიდი ხის ან პლასტმასის კოვზი, ერთი რომ სოდას მოვურიოთ, მეორე ზეთს
- ტაფის გადასაბრუნებელი
- ორი თერმომეტრი: ერთი სოდისთვის, მეორე ზეთისთვის
- საპნის ფორმები, ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივიც, მაგალითად ფეხსაცმლის ყუთი დაყოთ პერგამენტის ქაღალდით
- რეზინის ხელთათმანები დაგჭირდებათ მთელი სამუშაოს დროს
- მუყაო რომ ფორმებს ზევიდან დავაფაროთ
- პირსახოცი, რომ საპნები შევფუთოთ სანამ გაგრილდება
ინგრედიენტები რომელიც დაგჭირდებათ:
- დისტილირებული წყალი, ოთახის ტემპერატურის
- მწვავე ნატრი იგივე კაუსტიკური სოდა
- ზეთები, როგორიცაა ზეითუნის, პალმის, ქოქოსის, აბუსალათინის, ხორბლის ღივის, ქოქოსის კარაქი და ჟოჟობას ზეთი
ყველა ამ ზეთს თავისი თვისებები აქვს, ზოგი ატენიანებს (აბუსალათინი, ხორბლის ღივი, ქოქოსის კარაქი, ჟოჟობა) ზოგი კარგად ქაფდება, მაგალითად ქოქოსისა და პალმის ზეთი. მე ყოველთვის იმას ვიყენებ რომელი ზეთიც მაქვს, ამასთან ჩემი საპნის ნახევარი ყოველთვის ზეითუნის ზეთია.
დამზადების მეთოდი მარტივია, თუმცა სიფრთხილე გმართებთ. კაუსტიკური სოდა საწამლავია და კანის სერიოზული დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს. საპნის დამზადების საფუძველი მდგომარეობს შემდეგში: სოდა დავამატოთ წყალს და შემდეგ ეს ნარევი დავამატოთ ზეთებს. სოდისა და ზეთების ნარევები, ორივე უნდა იყოს ერთი და იგივე ტემპერატურის, როგორც წესი 37 გრადუსის, თუმცა ტემპერატურა რეცეპტის მიხედვით შეიძლება განსხვავებული იყოს.
საპნის ტრადიციულ რეცეპტში ინგრედიენტებს ვიყენებთ შემდეგი წონით (გახსოვდეთ ვზომავთ წონით და არა ლიტრობით):
- 14 უნცია (ანუ 400 გ) დისტილირებული წყალი
- დაახლოებით 6 უნცია კაუსტიკური სოდა (170 გ)
- 40 უნცია ზეთები (1134 გ). მაგალითად: 20 უნცია (567გ) ზეითუნის ზეთი; 10 უნცია (283 გ) ქოქოსის ზეთი; 8 უნცია (226 გ) პალმის ზეთი; 2 უნცია (57 გ) ხორბლის ღივის ზეთი
- დაახლოებით 1 უნცია (28 გ) ეთერზეთი, თუ გაქვთ სურვილი
სამზარეულოს ნიჟარა გაავსეთ ცივი წყლით დაამატეთ ცოტა ყინული რომ სოდის მიქსტურა გააგრილოთ.
გაიკეთეთ ხელთათმანები, დოქში ჩაყარეთ სოდა და ფრთხილად დაასხით წყალი, თან ურიეთ. მე ამას ყოველთვის ვაკეთებ გარეთ, რადგან ქიმიური რეაქციის შედეგად გამოყოფილი ორთქლიც კი ტოქსიურია. ურიეთ სანამ არ გაიხსნება. ტემპერატურა უცებ აიწევს 104,4 °C -ზე. დოქი ფრთხილად ჩადგით ცივი წყლის აბაზანაში, ტემპერატურა უნდა ჩამოვიდეს 37 გრადუსზე.
ჩაასხით ზეთები ჯამში და შეათბეთ, ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს 37 გრადუსს, რაც ძალიან სწრაფად მოხდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზეთებისა და სოდის მიქსტურა ერთ ტემპერატურაზე უნდა დავაყენოთ, ამისათვის ძალიან გამოგადგებათ ცივი წყლის აბაზანა.
როდესაც ორივე ნარევი ერთ ტემპერატურის დადგება, სოდის ნარევი ფრთხილად ჩაასხით ზეთების ნარევში. ურიეთ სანამ მიქსტურაში არ გაჩნდება „კვალები“ და საპნის ხაზები მიქსტურის ზედაპირზე ფორმის მიღებას არ დაიწყებს.
ხაზების გაჩენას შეიძლება ორი საათი დასჭირდეს, თუმცა როგორც წესი ნახევარ საათში ხდება. თუ 15 წუთზე მეტი მოანდობა, შეგიძლიათ 10 წუთი ურიოთ, 10 წუთი დაისვენოთ. თუ ეთერზეთის დამატებას აპირებთ ზუსტად ამ დროს უნდა.
ხაზების გაჩენის შემდეგ საპონი შეგიძლიათ ფორმებში ჩაასხათ, კარდონი დააფაროთ და პირსახოცში შეახვიოთ. საპონი თანდათან უნდა გაგრილდეს. ერთი დღის შემდეგ პირსახოცი შეგიძლიათ მოაშოროთ, თუმცა საპონის გამაგრებას რამდენიმე დღე დასჭირდება. ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ფორმიდან ამოიღოთ და ნაჭრებად დაჭრათ. საპონი ჯერ კიდევ ძალიან ტუტეა და 2-4 კვირის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ, როდესაც ქიმიური რეაქციები ბოლომდე დასრულდება.
აი ასე შეგვიძლია ტრადიციული მეთოდით დავამზადოთ საპონი. თუმცა ზემოთქმულის გარდა იმდენი რამის გაკეთება შეიძლება … როგორც ზევით აღვნიშნეთ, შეგიძლიათ დაამატოთ ეთერზეთი და თქვენთვის სასურველი სურნელება მიანიჭოთ საპონს. თუმცა, დაუსრულებელი საპონი იმდენად ტუტეა, რომ ყველანაირ არომატს ანადგურებს. ამის სათანადო გამოცდილება არ მაქვს, თუმცა დავარგების შემდეგ, შეგიძლიათ გახეხოთ, გაადნოთ და შემდეგ დაუმატოთ არომატები. მაღალი ხარისხის საპნის მწარმოებლები თავიანთ საპონს 7- ჯერაც კი ადნობენ! გადამდნარი საპონი უფრო დიდხანსაც ძლებს. შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაამატოთ, მაგალითად შვრია. ლამაზი ფორმების მისაცემად შეგიძლიათ დეკორატიული ყალიბები გამოიყენოთ.
წყარო: http://learningandyearning.com/basic-soap-making/
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები