თქვენ რას იყენებთ მაკიაჟის მოსახსნელად? ჟოჟობას ზეთი – მაკიაჟის ბუნებრივი მოსაშორებელი

cosmetics-293293_640

თქვენ რას იყენებთ მაკიაჟის მოსახსნელად? მაკიაჟის მოსაშორებელ რძეს? წყალს? ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, როდესაც ჟოჟობას ზეთით მოვიშორე მაკიაჟი. ნამდვილად სცდებით თუ ფიქრობთ რომ ჟოჟობას ზეთი ფორებს ხურავს და არ შესწევს უნარი მაკიაჟი მოაშოროს.

კომერციულ პროდუქტებს ლამაზი შეფუთვა და მიმზიდველი დაპირებები აქვთ. ზედ ფოთლები და ყვავილები ახატიათ, იყენებენ ნატურალურ და სამეცნიერო ტერმინებს იმისათვის რომ დაგარწმუნონ … მაგრამ ვიცით კი ნამდვილად რას წარმოადგენს ჩვენი მაკიაჟის მოსაშორებელი?

სილიკონები (სხვაგვარად რომ ვთქვათ სინთეზური ნივთიერებები) აბინძურებენ პლანეტას, კონსერვატები საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, სპირტები როგორც წესი ნავთობპროდუქტებისგან მიიღება… განა ეს სჭირდება ჩვენს კანს? მაშინ როდესაც, მარტივ, მცენარეულ ზეთს შეუძლია მოხსნას მაკიაჟი და აღადგინოს კანი. გირჩევთ სცადოთ მცენარეული ზეთით მაკიაჟის მოშორება, მისი საშუალებით შეგიძლიათ მოიხსნათ წყალში უხსნადი მაკიაჟიც კი.

ჟოჟობას ზეთი ძალიან ახლოს არის ადამიანის ცხიმთან. იგი აბალანსებს კანის მოქმედებას და უხდება ყველანაირი ტიპის კანს, მათ შორის ცხიმიან კანსაც. არეგულირებს კანის მიერ ცხიმის გამომუშავებას და ათავისუფლებს ფორებს. კანის ზედაპირზე ქმნის დამცავ შრეს, რომელიც კანს იცავს დეჰიდრატაციისგან, იცავს კანს როგორც სიცივისგან ისე მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. არის კარგი აღმდგენი, ხელს უწყობს კანის ელასტიურობას.

როგორ მოვიშოროთ მაკიაჟი ზეთის საშუალებით?

გაითვალისწინეთ რომ ჟოჟობას ზეთი ჩემი არჩევანია, მაკიაჟი შეგიძლიათ მოიხსნათ ასევე ზეითუნის, არგანის, ნუშის, გარგრის კურკის ზეთით… გირჩევთ რამდენიმე სცადოთ და რომელიც უფრო მეტად მოგიხდებათ ის გამოიყენოთ ხოლმე.

ზეთით მაკიაჟის მოშორება ძალიან მარტივია და ამასთან რამდენიმე დღეში ნახავთ თქვენი კანი როგორ გამოცოცხლდება. კოტონი დაასველეთ ნელთბილ წყალში, დააწვეთეთ ზეთი და წაისვით სახეზე, ტუჩებზე, თვალებზე, რათა ბოლომდე მოიხსნათ მაკიაჟი.

წყარო: http://www.bienhabillee.com/erreurs-beaute/

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
უსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:  აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s