როგორ დავამზადოთ სახისა და ტანის პერსონალური კრემი

სილამაზის პროდუქტების დამზადება შინ სამზარეულოში ფუსფუსს ჰგავს: მიჰყვები რეცეპტს, ითვისებ საბაზისო უნარებს და შემდეგ როცა უკვე თავდაჯერებული ხარ, ინდივიდუალურად უდგები საქმეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ თავად არჩევ რომელი ინგრედიენტები უხდება შენს კანს და საკუთარ თავზე მორგებულ რეცეპტებს ქმნი.
სახლის პირობებში, როგორც წესი,  მაღალხარისხიან ინგრედიენტებს ვიყენებთ, თანაც ისე რომ ამაში კოლოსალურ თანხებს არ ვიხდით.

როგორ დავამზადოთ სახისა და ტანის კრემი

სახისა და ტანის კრემის დამზადება რაღაცით მაიონეზის დამზადებას ჰგავს.
გვაქვს ზეთები და წყლები, რასაც ვაბლენდერებთ. და აი, აქ ხდება სასწაული. ყველამ იცის რომ ზეთი და წყალი ერთმანეთს არ ერევა, მაგრამ როდესაც სწორად შერჩეულ ინგრედიენტებს ავურევთ სათანადო პროპორციით, მასა უცებ გარდაიქმნება საყვარელ, ფუმფულა კრემად.

IMG_1371

სცადეთ ეს რეცეპტი.

გახსოვდეთ მიმზიდველი შეუთვა, რასაც ბრენდები გვთავაზობენ პროდუქტის გამოყენებით მიღებული სიამოვნების ზუსტად ნახევარია.
ეს კრემი შეგიძლიათ დაამზადოთ თქვენთვის სასურველი წყლებით, ზეთებითა და ეთერზეთებით, რომელიც უკეთ მოუხდება თქვენს კანს.

წყლის ფაზა

შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდის, ფორთოხლის ყვავილის წყალი, მცენარეული ინფუზიები (იგივე მცენარეული ჩაი). მე ასევე ვამატებ ალოეს გელს, რომელიც წყლის რამოდენობის 1/3 – ია.

ზეთის ფაზა

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის ზეთი, ყურძნის წიპწების ზეთი, ზეითუნის ზეთი (გაითვალისწინეთ რომ ამ უკანასკნელს მძაფრი სუნი აქვს). მე ნუშისა და ყურძნის წიპწების ზეთს ვიყენებ ხოლმე.
კრემის ფორმირებისთვის ასევე დაგჭირდებათ თაფლის ცვილი, ქოქოსის კარაქი ან კარიტეს კარაქი (იგივე შის კარაქი, ინგ. shea butter, ფრან. beurre de karité).

ინგრედიენტები:

წყლები – სულ 3/4 ჭ. (გამოიყენეთ მცენარეული წყლებისა და ალოე ვერას კომბინაცია)
ზეთები -სულ 3/4 ჭ. (გამოიყენეთ შემდეგი კომბინაცია: 1/2 უნცია ანუ 14,7 მლ თაფლის ცვილი, 1/4 ჭიქა ქოქოსის კარაქი და ზემოთხსენებული ზეთები)
ეთერზეთები – 5 წვეთი, თქვენი სურვილით

IMG_1379

როგორ მოვამზადოთ:

1. ორთქლის ქვაბში შეათბეთ ზეთები, სანამ გადნება. ზოგიერთი ზეთი, ქოქოსის კარაქისა და თაფლის ცვილის მსგავსად ოთახის ტემპერატურაზე მყარ ფორმაშია. ანუ ყველა ზეთის გადნობა ერთად მოგვიწევს (მყარი, არამყარი), დარწმუნდით რომ ზეთები საბოლოოდ 3/4 ჭიქა გამოვიდეს.
2. ჩაასხით ბლენდერში ზეთები და აცალეთ შეგრილდეს ოთახის ტემპერატურაზე.
3. ჩართეთ ბლენდერი და ნელანელა დაამატეთ წყალი – რაღაც მომენტში შეამჩნევთ რომ ბლენდერმა ხმა შეიცვალა და მასა კრემად იქცა! გააგრძელეთ დაბლენდერება სანამ წყალი მთლიანად გაუჯდება. ამის გაკეთება ხელითაც შეგიძლიათ, მაგრამ დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ.
4. დაამატეთ ეთერზეთის წვეთები და მოურიეთ კრემს რომ გაუჯდეს.
5.გადმოასხით კრემი გასტერილებულ ქილებში, არ დაგავიწყდეთ ეტიკეტი დააკრათ და თარიღი დააწეროთ.

კრემი შეგიძლიათ შეინახოთ ორი კვირიდან ორ თვემდე, სეზონის მიხედვით. ზაფხულში მაცივარში გქონდეთ.

წყარო:http://www.vintageamanda.com/2010/02/how-to-make-luxurious-face-and-body-cream/

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
ვაჟა-ფშაველას #21
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა
ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s