გამარჯობა
მინდა შემოგთავაზოთ სამი ინგრედიენტით დამზადებული სახის დამატენიანებელი ზეთის რეცეპტი.
სანამ ცხიმიანი კანის მქონენი გაიქცევით ნება მიბოძეთ გითხრათ: ნუ შეგეშინდებათ ზეთის, ის თქვენი მეგობარია. განსაკუთრებით თუ სახეს ისეთი რაღაცით იბანთ, რასაც მთლიანად გამოაქვს თქვენი ნატურალური ცხიმი. თუ ამ ცხიმებს რაიმე ნატურალური მკვებავით ჩაანაცვლებთ, სახის კანს ნამდვილად გამოაცოცხლებს (ნაკლებად ცხიმიანი და ლაქებიანი გახდება).
ხრაშუნა წესი: არასოდეს! არასოდეს წაისვათ სახის დამატენიანებელი ზეთი ჭუჭყიან სახეზე. პირველ რიგში გაიწმინდეთ, ეს იქნება გამწმენდი მარცვლები, თაფლი, სპეციალურად დამზადებული გამწმენდი ზეთი (ისე, ამ უკანასკნელს თუ გამოიყენებთ დამატენიანებელი ზეთის წასმა აღარც დაგჭირდებათ), თუ თქვენი საყვარელი სახის გამწმენდი სითხე. თუ მკვებავს ჭუჭყიან სახის ზედაპირზე გადაისვამთ, ამით ხელს შეუწყობთ სახის დაცობას მთელი ამ ჭუჭყით, რაც ზეთის ქვეშ მოექცევა. ეს ყველაფერი კი ნამდვილად უსიცოცხლოს გახდის თქვენს კანს.
პირველი ინგრედიენტი – ანუ „საბაზისო“ ზეთი
ყველაზე მთავარი ამ ძირითადი ინგრედიენტის შერჩევაა: სწორად უნდა შეარჩიოთ ზეთი, რომელიც თქვენ კანს ყველაზე უკეთ მოუხდება. მომავალში შეიძლება ეს ერთი ზეთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი კანისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ საბაზისო ზეთი ყველაზე მთავარია ჩვენს მკვებავ ნარევში, ამიტომ გულდასმით შეარჩიეთ.
ჩემი ორი უსაყვარლესი საბაზისო ზეთი გახლავთ არგანი და ჟოჟობა, რადგან ორივე ძალიან კარგი მკვებავია, კანს ანახლებენ, ორივე ნათელია. ისე იღვენთებიან კანში, ცხიმიანობის შეგრძნებას საერთოდ არ ტოვებენ და ამავე დროს ყველა ტიპის კანს ერგებიან.
აქვე გეტყვით საბაზისო ზეთების ჩამონათვალს. ეს სია არ არის ზუსტი, მაგრამ ძირითადი ნაწილი შედის:
- არგანის ზეთი (იდეალურია მშრალი, დაბერებული, ცხიმიანი, ნორმალური ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის)
- ჟოჟობას ზეთი (ისე როგორც არგანი ძალიან კარგია მშრალი, დაბერებული, ცხიმიანი, ნორმალური ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის)
- გარგრის კურკის ზეთი (ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, განსაკუთრებით კარგია ნორმალური, მშრალი და დაბერებული კანისთვის)
- ნუშის ზეთი (ძალიან კარგი ზეთია კანისთვის, უბრალოდ კანში ცოტა უფრო გვიან იწოვება, ვიდრე პირველი ორი)
- ყურძნის წიპწების ზეთი (იდეალურია ნორმალური, ცხიმიანი ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის)
- ავოკადოს ზეთი (ძალიან კარგია მშრალი და დაბერებული კანისთვის)
- კანაფის თესლის ზეთი (ყველა ტიპის კანს უხდება, ამასთან ძალიან ნათელი ზეთია)
გაითვალისწინეთ რომ საბაზისო ზეთი ჩვენი მიქსის სულ მცირე 2/3- ს უნდა შეადგენდეს.
მეორე ინგრედიენტი – ექსტრა მკვებავი ბონუს ზეთი
ეს ზეთები ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ პრობლემური კანისთვის ღირს ალბათ ამ ფასის გადახდა.
და აი „ბონუს“ ზეთების ჩამონათვალიც:
- ტაკამაკას (ტამანუს) ზეთი (იდეალურია აკნეს მქონე და ცხიმიანი კანისთვის, ასევე ნაწიბურებიანი კანისთვის)
- ქაცვის ზეთი (ძალიან ძლიერი მკვებავია, ბრწყინვალე ზეთია ყველა ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით დაბერებული და მშრალი კანისთვის)
- ასკილის ზეთი (ძალიან კარგი აღმდგენია, ცნობილია თავისი გამამკვრივებელი და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით – რეკომენდებულია მშრალი, დაბერებული და ნორმალური კანისთვის)
- სტაფილოს თესლის ზეთი (ეს ზეთი ძალიან ცოტა გჭირდებათ, თუმცა ძალიან კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვის)
- საროს ზეთი (არანორმალურად მაღალია მასში ოლეინის მჟავების შემცველობა, ყველა ტიპის კანს უხდება, განსაკუთრებით ცხიმიანსა და აკნეთი დაზიანებულს)
- საღამოს ფურისულას ზეთი (უხდება აკნეს მქონე, დაბერებულ, ნორმალურ კანს. ეს ზეთი შეგიძლიათ დალიოთ კიდეც აკნეს სამკურნალოდ)
- ნიმის ზეთი (ანტიმიკრობული და შეხორცების ხელშემწყობი ზეთია, ნიმის ზეთი ბრწყინვალე ზეთია ცხიმიანი და აკნეთი დაზიანებული კანისთვის)
- ემუს ზეთი (ფრინველი ავსტრალიაში) (გამოირჩევა მაღალი ემუსლიური თვისებებით, აქვს დამცავი და მკვებავი თვისებები მშრალ და დაბერებულ კანზე)
მესამე ინგრედიენტი – თქვენი კანის საყვარელი ეთერზეთი
ეთერზეთი სულ რამდენიმე წვეთი გჭირდებათ, იმისათვის რომ მცენარეული ზეთებიდან მიღებული სარგებელი საბოლოოდ დავაგვირგვინოთ.
არსებობს ეთერზეთების უდიდესი მრავალფეროვნება, მე მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული:
- ლავანდა (აკნე, ცხიმიანი და მშრალი კანიც კი – ლავანდა ხელს უწყობს შეხორცებას)
- პიტნის ზეთი (ლავანდის მსგავსად იდეალურია ცხიმიანი, აკნეს მქონე კანისთვის, ლავანდის მსგავსად ბევრი არ გამოიყენოთ! ძლიერი შემკვრელია, მაგრამ ამასთან თქვენი კანი შეიძლება ძვლებზე გადააკრას)
- გვირილის ზეთი (ჩემი საყვარელი რომაული გვირილის ზეთია, ძალიან კარგი დამამშვიდებელი და შეხორცების ეფექტი აქვს, უხდება ყველა ტიპის კანს. და ნამდვილად ძალიან, ძალიან, ძალიან ძვირი ღირს)
- ვარდის ზეთი (სასარგებლოა დაბერებული, მშრალი და ნორმალური კანისთვის)
- ნემსიწვერას ზეთი (კიდევ ერთი შეხორცების ხელშემწყობი ზეთი – განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე, დაბერებული და ნორმალური კანისთვის)
- პალმაროზას ზეთი (იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, უხდება გამონაყარს, არბილებს და ამშვიდებს დაბერებულ კანს)
- ლემონგრას ზეთი (კანს ანიჭებს სინათლეს და ერთ ფერზე აყენებს, იდეალურია ნორმალური, ცხიმიანი და აკნეს მქონი კანისთვის)
- როზმარინი (უხდება ცხიმიან და აკნეს მქონდე კანს)
ეხლა სწრაფად გადავიდეთ ამ ზეთების შერევაზე.
წარმოვიდგინოთ რომ გაქვთ 1 უნცია, ანუ 29,5 მლ -იანი ბოთლი, რაშიც უნდა დაამზადოთ ჩვენი ზეთების ნარევი.
1. ბოთლის 2/3 შეავსეთ « საბაზისო » ზეთით
2. დავამატოთ „ბონუს მკვებავი“ ზეთი თითქმის პირამდე (თუ სტაფილოს თესლის ზეთს იყენებთ, მაშინ არ გაავსოთ ბოთლი)
3. დაამატეთ 4-7 წვეთი ეთერზეთი, თუ პიტნის ზეთს იყენებთ მაშინ ცოტა დაამატეთ. დააფარეთ და შეანჯღრიეთ. თავის მოხდისას ეთერზეთის სუნი უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ძალიან მძაფრი არ უნდა იყოს.
სულ ეს არის!
ნარევი მზეს მოარიდეთ და შეინახეთ 8-დან 12 თვემდე.
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები