ჩვეულებრივ შამპუნებში ქიმიური ნივთიერებების სიჭარბე ბევრს უბიძგებს უფრო ჯანმრთელი გამოსავალი იპოვოს. შინ დამზადებული შამპუნი მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სუპერმარკეტში, თაროდან შამპუნის აღება და კალათაში ჩადებაა, მაგრამ საბოლოო შედეგი და კმაყოფილების განცდა ნამდვილად ღირს ამად.
შამპუნის მომზადებისას აუცილებლად ვფიქრობთ ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე და ვიღებთ სათანადო ზომებს, მაშინ როდესაც ნაყიდი შამპუნები, რასაც ყოველდღიურად მოვიხმართ, შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავდნენ.
მწარმოებელი მოწოდებულია დაამზადოს ისეთი შამპუნი, რომელსაც სასიამოვნო სუნი აქვს და კარგად ქაფდება. რაც საბოლოოდ ჩვენი თავის კანს ვნებს.
შამპუნებში იყენებენ მაგალითად ნატრიუმის ლაურილსულფატს, რომელიც არის სარეცხი და ზედაპირულად აქტიური ძლიერი იონიზებული ნივთიერება. ხშირად გამოიყენება წარმოებაში გაუცხიმოვნებისა და რეცხვისთვის. ამ ნივთიერების თავის კანზე წასმისას გარდა იმისა რომ კანს აცლის ბუნებრივ ცხიმს, აშრობს თავის კანს და ტოქსიურია.
ბუნებრივი შამპუნის გამოყენებისას თქვენი თმა გახდება უფრო ჯანმრთელი, ბზინვარე და ძლიერი. ამ ყველაფრის მიღწევა კი არც თუ ისე რთულია.
საბედნიეროდ არსებობს საოჯახო შამპუნის რეცეპტი, რომელიც არ არის ძვირი და ამავე დროს იცავს ჩვენს თავის კანსა და თმას.
რა გვჭირდება?
- ნატრიუმის ბიკარბონატი (საჭმელი სოდა)
- ვაშლის ძმარი
- წყალი
- ორი მინის ბოთლი
როგორ დავამზადოთ შამპუნი?
ერთ სუფრის კოვზი სოდა გავხსნათ ნელთბილ წყალში და შევავსოთ პირველი ბოთლი. სწორედ ამ პირველ ნაზავს აქვს შამპუნის თვისებები. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ ნახევარი სუფრის კოვზი სოდა კიდევ დაუმატეთ.
შემდეგ 150 მლ ვაშლის ძმარი შევურიოთ 250 მლ წყალში და ავავსოთ მეორე ბოთლი. ეს მეორე ნარევი მშრალ თმას აღადგენს და ასწორებს. თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ ცოტა მეტი ძმარი დაუმატეთ.
ვაშლის ძმარი ასევე იდეალურია მტვრევადი და დაზიანებული თმისთვის.
როგორ წავისვათ?
თავდაპირველად სველ თმაზე წაისვით სოდის ნარევი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ნახავთ რომ თმა გაუხეშდა, მაგრამ არაუშავს, ძმარი დაარეგულირებს pH -ს. შემდეგ წაისვით ძმრის ნარევი, შეიზილეთ კარგად და აცალეთ 3 წუთი რომ იმოქმედოს, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნატურალური შამპუნის სრულყოფა
შამპუნის სრულყოფისთვის შეგიძლიათ ეთერზეთები დაუმატოთ, ამით გაზრდით მის სასარგებლო თვისებებს და სასიამოვნო სურნელს მიანიჭებთ.
2 წვეთი ჩაის ხისა და ევკალიპტის ზეთი ერთად ქერტლისგან გაგათავისუფლებთ. თმის ცვენას რომარინის ზეთი უხდება, 3 წვეთი დაამატეთ. ან კიდევ ლავანდის ზეთი, ამშვიდებს თავის კანს და სასიამოვნო სურნელს ტოვებს.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩამობანის შემდეგ ძმრის სუნი თავისით გაქრება.
თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ გირჩევთ ჟოჟობას ან სოიოს ზეთის დამატენიანებელი ნიღაბი გაიკეთოთ თმაზე.
როდესაც ქიმიური შამპუნების ხმარებას შევწყვეტავთ, თმას სჭირდება გარკვეული ადაპტაციის პერიოდი, რათა ბუნებრივი, დამცავი შრე აღიდგინოს. ამიტომ ნატურალური შამპუნის გამოყენების დაწყებისას რამდენიმე კვირა შეიძლება სათანადო შედეგი ვერ დაინახოთ, მაგრამ მოითმინეთ, თქვენი თმა აუცილებლად გადაგიხდით მადლობას!
წყარო: http://www.mr-plantes.com/2015/09/shampooing-naturel/
მცენარეული ზეთებისა და ეთერზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ა. წერეთლის გამზირი #48
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
სიმონ კანდელაკის ქუჩა #11
ბახტრიონის ქ. #8
გორგასალის ქ. #39
ალ. ყაზბეგის გამზ 14ა
ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ
გამსახურდიას 14/26 (პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან)
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, 19-ს 11 ნომერი
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
აფთიაქი « მშვილდოსანი » წერეთლის 20
აფთიაქი „ალიანსი“ გრიშაშვილის 8
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას
Catégories :სილამაზის რეცეპტები