რთულია სიმშვიდე შეინაჩუნო, როდესაც შინაგანად ყველაფერი დუღს. საბოლოოდ სტრესი ჯანმრთელობას ძალიან ვნებს. ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნება არც ისე რთულია.
სასწრაფოდ შესვენება!
ჩვენი შრომა უფრო ნაყოფიერია, როდესაც მშვიდად, დასვენებული გონებით ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენს სხეულს ყოველ 90 წუთში სჭირდება მოდუნება. უნდა ამოვისუნთქოთ იმისათვის რომ მოვლენებმა და გრძნობებმა არ გადაგვთელოს. დაწექით კომფორტულად, ჩაისუნთქეთ ნელა და ღრმად 5 წამის განმავლობაში, შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ 5 წამის განმავლობაში. ასე იმეორეთ 3 წუთის განმავლობაში, დღეში ერთხელ ან ორჯერ. შედეგად მენტალური და გულის მუშაობის განტვირთვა უზრუნველყოფილია.
საქმე ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთეთ და მხოლოდ ერთი საქმე მოცემულ დროში.
ექსპერტების აზრით ეს თავდაჯერებულობასა და ამ სამყაროში არსებობის შეგრძნებას გვმატებს. ოფისში მუშაობისას ხშირად ნახავთ რომ ამგვარი მიდგომით უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, რაც მთავარია ნაკლები დაძაბულობით. მაგიდასთან ნელა დაღეჭეთ ლუკმა, სულ მცირე 30-ჯერ. არ მიირთვათ ტელევიზორის წინ ან სხვა გასართობთან ერთად. ამით ხელს შევუწყობთ საჭმლის მონელებას და ტვინს დროს მისცემთ მაძღრობის სიგნალის გასაგზავნად. შედეგად ვჭამთ ნაკლებს, მაგრამ უკეთესად!
სტრესი საშიშია?
სტრესის მატებასთან ერთად გვინდა განვმარტოვდეთ, ამოვისუნთქოთ, ერთი ჭიქა წყალი დავლიოთ. სტრესი ხშირ შემთხვევაში არ არის საშიში. მთავარია არ ავყვეთ ყოველდღიურ შფოთვებს, ნაკლებად ვიწუწუნოთ. ეს თქვენს გარშემომყოფთაც აღიზიანებთ და საბოლოოდ არაფრის მომტანია. ასე რომ შემდეგი გამოწვევაა მომავალი 24 საათის განმავლობაში ნაკლები ვიწუწუნოთ და დამამშვიდებელი ეფექტი გარანტირებულია!
სასარგებლო აზრი: დავგეგმოთ ჩვენი დღეები
რეალისტები უნდა ვიყოთ და არ უნდა შევადგინოთ 48 საათიანი გეგმა 24 საათში შესასრულებლად. გადააფასეთ თქვენი დროის განრიგი და ნუ მოგერიდებათ უარის თქმის. შედეგად ჩვენც ნაკლებად დავისტრესებით და გარშემო მყოფნიც. შეხვედრაზე, სამსახურში თუ სხვა საქმეზე ყოველთვის 10 წუთით ადრე მიდით, შედეგად აღარ ირბენთ და დაიძაბებით რომ გაგვიანდებათ.
თარგმანის შენიშვნა: ზრდასრული ქალების უმრავსელობა მაგნეზიუმის ნაკლებობას განიცდის, რომელიც ტვინის მეტაბოლიზმს უწყობს ხელს. დრო და დრო აუცილებლად დალიეთ მაგნეზიუმი B6 ვიტამინთან ერთად (რომელიც მაგნეზიუმის შეწოვისთვის არის აუცილებელი) და ნახავთ როგორ მოგემატებათ ხალისი, დაღლილობის შეგრძნება კი – უდაოდ დაიკლებს.
წყარო: Top Santé – N259 – Avril 2012 p. 24
Catégories :ფსიქოლოგიის დღიურები