თითქმის ყველა გასახდომი კრემის აქტიურ ნივთიერებას კოფეინი წარმოადგენს. როგორ მოქმედებს? რა დოზით? და როგორ შევარჩიოთ კრემი, რომელიც ყველაზე უკეთ მოგვიხდება? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი სპეციალისტები გასცემენ.
რა არის კოფეინი?
ეს იგივე მოლეკულაა, რომელიც ყავაში შედის, არსებობს ასევე სხვა მცენარეებშიც (ჩაი, მატე-პარაგვაული ჩაი, გუარანა, კაკაო). გუარანა და ჩაი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს და ჩაიში უფრო მეტი კოფეინია ვიდრე ყავაში. მაგრამ ჩაიში შემავალი ტანინები აქვეითებს ნაწლავების მიერ კოფეინის ბიოშეთვისებას, ამიტომ ჩაი ნაკლებად აღმგზნები საშუალებაა ვიდრე ყავა.
კოფეინი ყავადან მიიღება?
კოფეინი შეიძლება მივიღოთ სინთეზური გზით და ასევე გამოვყოთ მცენარიდან. საიდანაც არ უნდა მივიღოთ მისი მოლეკულა ყოველთვის ერთნაირია და ასევე მისი ბიოლოგიური თვისებები. უბრალოდ, სინთეზურად ძალიან ადვილი მისაღებია და ღირებულება ნაკლები აქვს.
როგორ მონაწილებს კოფეინი გახდომაში?
კოფეინი იწვევს რეაქციათა კასკადს, რაც იწვევს ცხიმოვანი უჯრედების დაცლას. აინჰიბირებს გლუკოზის შეკავებას და ამუხრუჭებს ცხიმოვანი უჯრედების გამრავლებას.
აქვს თუ არა მნიშვნელობა კრემის ტექსტურას?
დიახ, რადგან კრემი სასიამოვნო წასასმელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება აბაზანაში, თაროზე, ხელუხლებელი. კოფეინით თავის მოვლის საშუალების დამზადება არ არის ადვილი საქმე, ეს უკანასკნელი უნდა იყოს ბიოშეთავსებადი, ანუ კანის შრეებში უნდა აღწევდეს. როგორც წესი, კრემის ტექსტურა არის მსუბუქი, როგორც ემულსია, ცოტა ჟელესებური, საკმარისად რბილი რომ ადვილად შევიზილოთ, ასევე არ უნდა იყოს ცხიმიანი (კრემის წასმის შემდეგ ტანსაცმლის ჩაცმაც მალე უნდა შევძლოთ!). გასახდომი კრემი შეიძლება ტანის რძის ფორმითაც იყოს, ამ შემთხვევაში დამატენიანებელი აგენტები უფრო ნაკლები იქნება ხოლო „გასახდომი“ უფრო მეტი.
რა დოზით უნდა შეიცავდეს კრემი კოფეინს რომ ის ეფექტური იყოს?
კოფეინი როგორც წესი 3-დან 5%-მდეა კრემში, რაც ნამდვილად კარგი დოზირებაა. თუმცა იდეალური კონცენტრაცია არ არსებობს და შეიძლება ძალიან მერყეობდეს ერთი პროდუქტიდან მეორეში. პრობლემა არა იმდენად კოფეინის კონცენტრაციაა, რამდენადაც მისი ბიოშეთავსებადობა. კოფეინი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ძნელად აღწევს კანში.
როგორ აღწევს კოფეინი კანში?
თუ არ გვაქვს მაღალი ხარისხის დამხმარე ნივთიერება (რაშიც კოფეინი არის შეკავებული) კოფეინი არ შეაღწევს კანში და არაეფექტური იქნება, რამხელაც არ უნდა იყოს მისი დოზა. ასე რომ უნდა შევიმუშაოთ ფორმულა, რომლის საშუალებითაც კოფეინი მაქსიმალურად იქნება ასიმილირებული კანის მიერ. ჩვენ გვჭირდება რომ მოლეკულამ ცხიმოვან ქსოვილამდე მაღწიოს. ამისათვის მოქმედ ნივთიერებას შეიძლება „დავეხმაროთ“, სპირტის საშუალებით (ჰიდროალკოჰოლური ჟელე), რომელც აძლიერებს პენეტრაციას. ან ლიპოსომების საშუალებით, ესენი პატარა „მანქანებია“ რომლებსაც აქტიური ნივთიერება სამიზნემდე მიჰყავთ.
გადის თუ არა აქტიური ნივთიერება სისხლში?
ადიპოციტები (ცხიმოვანი უჯრედები) მდებარეობენ ჰიპოდერმისის დონეზე, ანუ ძალიან ღრმად კანში. კანის ეს ფენა უხვად არის სისხლით მომარაგებული და უნდა ვივარაუდოთ რომ კოფეინი სისხლში გადის. მაგრამ გარწმუნებთ ადიპოციტების მიერ აბსორბირებული კოფეინი შორს არის კოფეინის იმ რაოდენობასთან, რასაც ყავის საშუალებით ვიღებთ. კანზე აპლიკაციისას კოფეინი ყოველთვის მცირე რაოდენობით გამოიყენება.
უმჯობესია თუ არა კოფეინი სხვა ნივთიერებებთან იყოს ასოცირებული?
დიახ, გახდომის ეფექტის სრულყოფისთვის ნამდვილად ჯობია. კოფეინი ასოცირებული იქნება თუ არა სხვა ნივთიერებებთან („ცხიმის მწველებთან“ « fat burner » როგორიცაა კრეატინინი, ყავის, მწვანე ჩაის, გუარანასგან გამოყოფილი ნივთიერებები) ლიპოლიზური მოქმედება მაინც აქვს ანუ ადიპოციტებს შლის. მაგრამ როგორც დაიშლებიან ადიპოციტები, საჭიროა მათი ელიმინაცია, რასაც კოფეინი არ აკეთებს. ამიტომ ანტიცელულიტური კრემის შემადგენლობაში რეკომენდებულია იყოს ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც დრენაჟს შეუწყობენ ხელს, ელიმინაციას ასტიმულირებენ, რათა ცხიმი გამოიყოს ორგანიზმიდან.
რომელი სუბსტანციები გვხვდება ყველაზე ხშირად გასახდომ კრემში?
- ჰიალურონის მჟავა ან რეტინოლი ეხმარება კანს სტრუქტურის აღდგენაში, შემაერთებელ ქსოვილს, ბოჭკოებსა სისხლძარღვებს ფორმის შენარჩუნებაში, რადგან ზედმეტად გაბერილი ადიპოციტებისგან არიან შევიწროებულნი.
- დრენაჟის სუბსტანციები წყლის შეკავებას უშლიან ხელს. ესენი არიან მცენარეები და მათი ექსტრაქტები, რომლებიც ცირკულაციას უწყობენ ხელს.
- მეტაბოლიზმის ხელშემწყობი აგენტები ნარჩენების გამოტანას ემსახურებიან (წყალმცენარეები…).
- ზოგჯერ სპირტი, რადგან კოფეინი წყალში უხსნადია, ამიტომ სპირტი საჭიროა, რათა ეპიდერმისში შეაღწიოს. უმჯობესია თუ ამ უკანასკნელს თავს აარიდებთ თუ მშრალი ან მგრძნობიარე კანი გაქვთ.
კოფეინის შემცველი ნებისმიერი კრემი იქნება ეფექტური?
არა, რადგან ყველა ერთნაირი დოზით არ შეიცავს კოფეინს და შემდეგ დამოკიდებულია კრემის ფორმულაზე, ტექსტურაზე …ეს უკანასკნელი კი დიდ როლს თამაშობს აქტიური ნივთიერებების პენეტრაციაში და საბოლოოდ კრემის ეფექტურობაზე.
წყარო: Top Santé, N°259, Avril – 2012, p. 36-37
Catégories :ჩვენი რჩევები