მე და ჩემი სუნამო

still-life-1453144_1280

ქალსა და სუნამოს შორის ურთიერთობა ერთი დიდი ისტორიაა. მთავარია ერთმანეთს უხმოდ უგებდნენ. იმისათვის რომ სასიამოვნო სურნელი კარგ განწყობასაც გვიქმნიდეს გავითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები…

სუნამოს თემა დელიკატური საკითხია, არაფრით გვმოსავს, თუმცა ჩვენზე ბევრს მეტყველებს. თქვენი სუნამო ზუსტად შეგეფერებათ? ალბათ სულ ეძებთ სუნამოს, რომელიც ყველაზე მეტად შეგშვენით, სუნს არ კარგავს, არ ალაქავებს და კანს არ აღიზიანებს. როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და დავიცვათ თავი კანის გაღიზიანებისა და ალერგიული რეაქციებისგან? ჩვენი სპეციალისტები ამ კითხვებზე გასცემენ პასუხს.

როგორ გავიგოთ სუნამო შეგვეფერება თუ არა?

დღეს სუნამოს აღარ ვირჩევთ ჩვენი კანის ფერის მიხედვით, როგორც ეს იყო 80-იან წლებში, რამდენადაც არ არსებობს სამეცნიერო საფუძველი ამ სასაცილო თეორიის გასამყარებლად. სუნამოს როგორც ტანსაცმელს ისე ვირგებთ. საჭიროა თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ და მიპკურებისას მონუსხულნი დავრჩეთ. უნდა მივენდოთ ჩვენს სუბიექტივიზმსა და გემოვნებას, წინასწარი განწყობის გარეშე. ასევე ჩვენს მოგონებებს უნდა მივეცეთ, რომელიც ამა თუ იმ სურნელებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება რაიმე ისტორიას ან სურათს გვაგონებდეს, მთავარია დადებით მოგონებებთან იყოს ასოცირებული.ზოგი პარფიუმერი მომხარებელს ურჩევს მთელი დღის განმავლობაში ატარონ სუნამოს ნიმუში, რომ გავიგოთ მოქმედებს თუ არა ალქიმია. თუ სუნი ძალიან გვცემს და დისკომფორტის შეგრძნება გვაქვს, ეს ნიშნავს რომ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ, მაგრამ თუ ვიგრძნობთ რომ სუნამო დადნა ჩვენში და მისი წყალობით კომპლიმენტსაც მივიღებთ, ე.ი. სუნამო სწორად არის შერჩეული.

ზოგჯერ რატომ კარგავს სუნამო სუნს?

ეს ცოცხალი ორგანიზმი მოქმედებს კანზე, რომელიც თავის მხრივ იცვლება. როგორც მჟავიანობა იცვლება სტრესისა და საკვების მიხედვით, ასევე იცვლება ყნოსვითი ნოტები, მათ ყოველთვის ერთი ეფექტი არ აქვთ. სუნელების სუნი, მაგალითად ყვითელი ყვავილის, ან ბოსტნეულის: პრასი, ყვავილოვანი კომბოსტო … შეიძლება დაწინაურდეს და გადაფაროს სხვა სურნელება. აქედან გამომდინარეა, რომ სუნამო ყოველთვის ერთნაირად არ რეაგირებს. ამიტომ სუნამო გარემოების მიხედვით უნდა ვიხმაროთ. ზოგჯერ შეიძლება ტანსაცმელზე მსუბუქად მისხურება ყველაზე ეფექტური იყოს. ზოგჯერ სუნამოს სარეცხი საშუალების სუნი ახშობს, ეს უკანასკნელი იმდენად დატვირთულია სინთეზურად მიღებული სუნებით რომ ჩვენს მიერ შერჩეულ სუნამოს ფარავს. ამიტომ უმჯობესია სარეცხი საშუალება რაც შეიძლება ნეიტრალური იყოს.

სუნამო კანზე რომ ვიპკუროთ გააღიზიანებს?

არა, დღეს უკვე აღარ. რამდენიმე წელია სხვადასხვა სუბსტანციით გამოწვეულ გაღიზიანებებსა და პიგმენტაციებს ვაკვირდებით, როგორიცაა ნემსიწვერა და ლიმონი. საბედნიეროდ ეს უკანასკნელნი გასუფთავდნენ და აღარ იწვევენ დერმატოლოგიურ რეაქციებს. სიფრთხილისთვის მაინც, ნუ დავისხამთ ძალიან ბევრ სუნამოს რუჯის მიღების წინ. მაღალი ხარისხის სუნამოებში შემავალი სუბსტანციები სერტიფიცირებულია. მოერიდეთ პატარა, უეტიკეტო სუნამოებს. სუნამო როგორც წესი „სუნამოს საერთაშორისო ასოციაციის » (International Fragnance Association) რეკომენდაციებს უნდა მისდევდეს. ეს უკანასკნელი რეგულარულად აქვეყნებს ნივთიერებათა სიას, რომლებიც მკაცრად შეზღუდული პროპორციით უნდა შედიოდეს სუნამოს შემადგენლობაში. მაგალითად დღეს ჩვენ აღარ ვიყენებთ ვარდის ესენციას და მუხის მუსს, რომლებიც აგრესიული შეიძლება იყოს გარკვეული ფორმით. სუნამოების შემცველობა მუდმივად იცვლება ჩვენდა სასიკეთოდ. ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია სუნამო ვიპკუროთ კანზე და დავგეგმოთ ჩვენი დღე.

closure-203949_1280

სამი რჩევა თუ როგორ შევინახოთ სუნამო დიდხანს

სუნამო გახსნიდან ერთი წლის შემდეგ ძნელად ინარჩუნებს სურნელებას. დროის გასვლასთან ერთად ის თავის ძალას დაკარგავს და შესაბამისად ეფექტიც ნაკლები ექნება.

  • მოარიდეთ მზესა და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. მზის ულტრაიისფერი სხივები და სიცხე მნიშვნელოვნად აქვეითებს მის თვისებებს.
  • შეინახეთ სააბაზანოში, თაროზე, ეს ადგილი ყველაზე მეტად მოშორებულია მზეს.
  • თუ მოგზაურობთ სუნამო თავის თავდაპირველი შეფუთვით ატარეთ.

 

ჩემს სუნამოზე შეიძლება ალერგიული გავხდე?

სამწუხაროდ კი. სენსიბილიზაცია თანდათან პროგრესირებს. ერთ დღესაც ქავილი გაგიჩნდებათ, მაშინ როდესაც მანამდე ძალიან კარგად იტანდით თქვენს სუნამოს. ცემინება, ჩაწითლებული თვალები, მშრალი ხველა … ეს ალერგიის კლასიკური ნიშნებია. ეს იმიტომაც ხდება რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი არომატიზირებულია: ჰიგიენის, დასუფთავების საშუალებები, კრემები, საპნები, შამპუნები. ორგანიზმი მუდმივად არის ამ გამღიზიანებლების მოქმედების ქვეშ და ერთ დღესაც თავის დაცვას იწყებს. იდეალური იქნებოდა კოსმეტიკა სრულიად ნეიტრალური ყოფილიყო და მხოლოდ ჩვენს სუნამოს ჰქონოდა სუნი. თუ ეჭვი გაქვთ რომ სუნამო გაძლევთ ალერგიას, გირჩევთ ალერგიული ტესტები გაიკეთოთ ალერგოლოგთან. თუ ექიმი გამოჰყოფს პასუხისმგებელ ალერგენს, მას შეუძლია მიმართოს მწარმოებელს სუნამოში შემავალი სუბსტანციების ჩამონათვალის მოთხოვნით. საბოლოოდ, ასეთმა არატოლერანტულმა სუნამომ შეიძლება ბაზარი დატოვოს. მაგრამ თუ ალერგიული რეაქცია მხოლოდ კანზე გვაქვს მაშინ შეგვიძლია ტანსაცმელზე ვიპკუროთ და დავიტოვოთ ჩვენი საყვარელი სუნამო.

ზოგიერთი სუნამო ალაქავებს, რატომ?

ეს განსაკუთრებით ღია ფერის ტანსაცმელზე შეიმჩნევა: პერანგებზე, შარფებზე … ზოგიერთი სუნამო კოლორანტებს შეიცავს, რათა სუნამოს მიანიჭონ ვარდისფერი, ფორთოხლის ფერი … ზოგჯერ ეს ფერი სუფთა მცენარეულია და მიღებულია ვანილიდან ან სუნელებიდან, რომლებიც თავისთავად ძალიან პიგმენტურები არიან. იმისათვის რომ ლაქები თავიდან ავიცილოთ სუნამო მხოლოდ მუქი ფერის ტანსაცმელზე იპკურეთ  შიდა მხრიდან, ეს იქნება პალტო, პიჯაკი თუ სხვა და ზომიერი დოზით.

წყარო: Top Santé, N°259 – Avril, 2012, p. 28-29

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s