ანტიჰისტამინური საშუალებები ფართოდ გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგოდ, ზოგიერთი მათგანი თავისუფალ გაყიდვაშიც კი არის. როგორ მოქმედებენ? რა არის მათი ლიმიტი და გვერდითი მოვლენები? … ამ და სხვა კითხვებზე ექიმი ალერგოლოგები გვიპასუხებენ.
კერძოდ რა არის ანტიჰისტამინური?
მედიკამენტი, რომელიც ჰისტამინის მოქმედებას ბლოკავს, ეს უკანასკნელი კი უჯრედების მიერ გამოიყოფა ალერგიული რეაქციის დროს. ანტიჰისტამინური გარკვეული ალერგიული გამოვლინებების დროს არის ეფექტური: ქავილი, სურდო, ცრემლდენა, ცემინება … მაგრამ არა ასთმის დროს!
თვალისა და ცხვირის წვეთები ტაბლეტზე სწრაფად მოქმედებს?
თუ გვაქვს ლოკალური ალერგიული რეაქცია, ცხვირის ან თვალების დონეზე, წვეთები უფრო სწრაფად მოქმედებს ვიდრე ტაბლეტები (დაახლოებით 2 წუთში მოქმედებს თვალის წვეთები). თუმცა, მათი მოქმედება დროში შეზღუდულია და საჭიროებს დღეში 2-3ჯერ აპლიკაციის განმეორებას. მაშინ როდესაც მეორე თაობის ანტიჰისტამინურები, რომელიც შინაგანად უნდა მივიღოთ და მოქმედებს ადგილობრივ სიმპტომებზეც 12 დან 24 საათამდეა ეფექტური.
ეს მედიკამენტები აძინებს?
პირველი თაობის წამლები აძინებდა. ახალი ანტიჰისტამინურები ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ სედაციური ეფექტი ადამიანთა უმეტესობაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ სარისკო სიტუაციებში (ავტომობილის მართვა…). თუ ანტიჰისტამინური ძილიანობას გგვრით, უმჯობესია საღამოს დალიოთ.
ის წამლები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა ნაკლებად ეფექტურია?
სრულებითაც არა! ეს იგივე წამლებია, უბრალოდ გამარტივებული შეფუთვით იყიდება. ნებისმიერ შემთხვევაში არ გირჩევთ იყიდოთ ის ანტიჰისტამინური, რომელსაც არ ხართ შეჩვეული. ზოგიერთს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს გვერდითი ეფექტი, მაგრამ მათი მიღება ორსულობაში მაინც არ შეიძლება. ან კიდევ თირკმლის უკმარისობის, გლაუკომის, პროსტატის ადენომის დროს. ანტიჰისტამინურები არ არიან უვნებელი მედიკამენტები, ამიტომ ანოტაცია აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, განსაკუთრებით თუ სხვა მედიკამენტებსაც ვიღებთ, არსებობს წამლები, რომელთან ერთად მიღებასაც უნდა მოვერიდოთ. თუ საშუალო სიმძიმის ალერგიული რინიტი გაქვთ ანტიჰისტამინურები შეიძლება საკმარისი იყოს. დალიეთ ყოველდღე, ალერგიული სეზონის განმავლობაში. თუ რინიტს ახლავს ასთმა ან სხვა რესპირატორული ალერგია, მაგალითად ალერგია მტვრის ტკიპებზე, ანდა ანტიჰისტამინური უძლურია ალერგიული გამოვლინების წინაშე შეიძლება მოვიაზროთ სხვა მკურნალობა. ეს შეიძლება იყოს კორტიკოიდები ან ჰიპოსენსიბილიზაცია. აქ უკვე ექიმი ალერგოლოგი ერთვება და მასთან ერთად დაგეგმავთ მკურნალობას.
ფოტოზე მტვრის ტკიპა
ანტიჰისტამინურის დალევა დამტვერვის სეზონამდე ხომ არ დავიწყოთ?
უშედეგოა. ალერგიულ რეაქციებს მცენარის მტვერი იწვევს, ხოლო ანტიჰისტამინური მხოლოდ სიმპტომებზე მოქმედებს. არსებობს ადგილობრივი მოქმედების სუბსტანციები კრომონები, მათ ბარიერული პრევენციული მოქმედება აქვთ და აქვეითებენ ჰიპერსენსიბილიზაციას ალერგიული რინიტისა და კონიუქტივიტის დროს.
ანტიჰისტამინურთან ერთად ღვინის დალევა შეიძლება?
არ არსებობს აკრძალვის მიზეზი, ზომიერად დალევა შეიძლება რა თქმა უნდა. მაგრამ ღვინის მიერ გამოწვეულმა ვაზომოტორულმა მოვლენებმა შეიძლება გააძლიეროს ალერგიული რეაქციები. ეს უკანასკნელიც სწორედ სისხლძარღვებზე მოქმედებს. სურათი რაც შეიძლება მივიღოთ სტრესის სიტუაციას ჰგავს ძალიან.
კვებითი ალერგიების დროს თუ არიან ეფექტური?
ყველაფერი დამოკიდებულია ალერგენთან კონტაქტის შედეგად გამოწვეულ სიმპტომებზე. ალერგიას თუ ბანალური გამოვლინება აქვს ანტიჰისტამინური შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ თუ გამოხატულება მძიმდება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ ექიმთან. გარდა ამისა, თუ ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა არსებობს ავადმყოფობის ისტორიაში (შეშუპება, უგუნებობა … ) ანტიჰისტამინურმა შეიძლება კრიზისის დაწყების ნიშნები შენიღბოს. ეს ის შემთხვევა როდესაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს ადრენალინის ინექცია.
ანტიჰისტამინურს ვსვამ, მაგრამ ალერგიული რინიტი მაინც მაქვს, როგორ მოვიქცე?
თუ მცენარეების მტვერზე ალერგია უკვე დიაგნოსტირებულია, შესაძლებელია ალერგიულმა რინიტმა პროგრესი განიცადოს და ქრონიკული ანთება ჩამოყალიბდეს, რითიც შეიძლება აიხსნას ანტიჰისტამინურების არაეფექტურობა. მაგრამ სურდო, ბანალური გაციების შედეგიც შეიძლება იყოს. თუ დიდხანს გაგრძელდა, რეკომენდებულია ალერგიული გამოკვლევების ხელმეორედ ჩატარება.
რა უპირატესობები აქვთ თანამედროვე ანტიჰისტამინურებს?
ბოლო ანტიჰისტამინურები რომელიც ბაზარზე გამოვიდა ეს არის Bilaska და Inorial (საფრანგეთი), რეცეპტით გაიცემა და ნაკლებად იწვევს ძილიანობას. თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ზოგ ინდივიდში შეიძლება მაინც გამოიწვიოს ძილიანობა. ეს წამლები ურთერქმედებაში შედის მედიკამენტებთან (ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი …). ასევე მათი მიღება არ შეიძლება ორსულობაში. ზოგიერთი ანტიჰისტამინური საკვებთად ერთად არ უნდა მივიღოთ და არ უნდა დავლიოთ გრეიფრუტის წვენი, რომელიც 30%-ით აქვეითებს მათ ეფექტურობას.
როგორ მოვიქცეთ როდესაც ანტიჰისტამინური ეფექტურობას დაკარგავს?
როგორც წესი ანტიჰისტამინური ეფექტს კარგავს, როდესაც ალერგიული რინიტი პროგრესს განიცდის და ყალიბდება ქრონიკული ანთება. ქრონიკული რინიტის დროს ცხვირი ავტონომიურად ხდება ჰიპერაქტიური და ანტიჰისტამინურები ნაკლებად ეფექტურია. ამ შემთხვევაში ალერგოლოგმა შეიძლება გამოგიწეროთ კორტიკოიდები ცხვირის სპრეის სახით ან თვალის წვეთები ალერგიული კონიუქტივიტის დროს. ასევე შეიძლება ჩატარდეს ჰიპოსენსიბილიზაცია, როდესაც ორგანიზმი წინასწარ ეჩვევა ალერგენს, რომელთანაც სეზონის დადგომისას მოუწევს შეხვედრა.
ალერგიისგან შეიძლება გავთავისუფლდეთ ჰიპოსენსიბილიზაციით?
დიახ, თუ ის საკმარისად ეფექტურია და შეძლებს ალერგიული რეაქციების დაწყნარებას. ჰიპოსენსიბილიზაცია მხოლოდ სამ სიტუაციაშია რეკონემდებული: თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები მაინც ძლიერია, პაციენტი ასთმურია ან ცუდად იტანს ადგილობრივ მკურნალობას.
და თუ ჩავიტარებთ ჰიპოსენსიბილიზაციას?
ჰიპოსენსიბილიზაციის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ ანტჰისტამინურები, მაგრამ როგორც წესი იშვიათად არის საჭირო. ალერგიული რეაქციები სულ უფრო იშვიათი ხდება სუბლინგვალური (ენისქვეშა) ჰიპოსენსიბილიზაციის დროს, რომელიც სულ უფრო ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში (80% შემთხვევაში).
თუ ალერგიული რეაქციები არ ნელდება ან/და პირიქით მძიმდება კიდევ შეიძლება დავლიოთ ანტიჰისტამინური?
არა. თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ და ანტიჰისტამინური არ გშველით ან სიმპტომები უფრო მძიმდება სასწრაფოს უნდა დაურეკოთ. თუ სუნთქვა გიჭირთ ან ასთმური შეტევა გაქვთ ერთი დოზა ბრონქოდილატატორი მიიღეთ, გაიმეორეთ ყოველ 5 წუთში, სანამ სასწრაფო მოვა. ზოგადი ნიშნების გაჩენისას, როგორიცაა: უგუნებობა, სუნთქვის გართულება, მუცლის ტკივილი, შეშუპება, ხრინწიანი ხველა… საჭიროა ადრენალინის ინექცია. უეფექტობის შემთხვევაში, 5-10 წუთის შემდეგ, უნდა გამეორდეს ადრენალინის ინექცია.
ანტიჰისტამინურები ხელს უშლის სხვა ტიპის ალერგიების განვითარებას?
არავითარ შემთხვევაში. რამდენადაც ანტიჰისტამინურები მხოლოდ სიმპტოლური მკურნალობისთვის არის მოწოდებული. ის არ მოქმედებს ალერგიების წინააღმდეგ როგორიცაა: ეგზემა, კვებითი ან რესიპირატორული ალერგია, ასთმა … მხოლოდ ჰიპოსენსიბილიზაციას შეუძლია შეეწინააღმდეგოს სხვა ტიპის ალერგიების განვითარებას და მოახდინოს ასთმის ჩამოყალიბების პრევენცია.
წყარო: Top Santé, N°259 – Avril, 2012, p.74-76
Catégories :ჩვენი რჩევები