მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაცია 90-იან წლებში გამოჩნდა და თავდაპირველად ტვინის გამოსაკვლევად გამოიყენებოდა. გვეხმარებოდა გაფანტული სკლეროზის, ტვინის სიმსივნეების … დიაგნოსტირებაში. თანდათან ექიმებმა დაინახეს მისი სარგებელი მთლიანი სხეულის შესწავლაში. შედეგად: ეს გამოკვლევა თანდათან შეუცვლელი ხდება დიაგნოზის დასმისას, რეციდივების თავიდან ასაცილებლად, დაავადების პროგნოზის განსაზღვრაში და მკურნალობის კურსის შეცვლაშიც კი.
MRI -ით გამოკვლევისას არ ხდება რენტგენული სხივებით დასხივება, არამედ იქმნება მაგნიტური ველი, რომელიც უვნებელია.
მისი დახმარებით სამედიცინო მომსახურება უფრო საიმედო და მიზნობრივი გახდა
ავიღოთ პაციენტი, რომელსაც აქვს ტვინის სიმსივნე. სკანერზე სიმსივნე გამოჩნდება და მკურნალობა იქნება ოპერაციის გაკეთება. მაგრამ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით რამდენიმე პატარა მეტასტაზი შეგვიძლია დავიჭიროთ. ამ შემთხვევაში ქირურგია გამორიცხულია, პაციენტს შევთავაზებთ რადიოთერაპიას მეტასტაზების აღმოსაფხვრელად.
ეს გამოკვლევა ასევე საშუალებას გვაძლევს ღვიძლის კიბოს დიაგნოსტირება მოვახდინოთ ისეთ სტადიაზე, როცა ჯერ კიდევ შეიძლება რადიოსიხშირით დაიშალოს. ანდა გვაჩვენოს რომ სიმსივნე უფრო მეტად განვითარებულია, ვიდრე ჩვენ გვეგონა და ქიმიოთერაპიის კურსი შევცვალით. კრუნჩხვების პირველი გამოვლინებისას სკანერიც სარწმუნოა, თუმცა MRI წინასწარ შეუძლია გამოავლინოს ანომალური ზონები. შედეგად, მკურნალობა იქნება მედიკამენტოზური ან ქირურგიულად ანომალური ზონის დაშლა. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია კარდიოლოგიაშიც გვაძლევს ინფორმაციას, განსაკუთრებით პატარა, შეუმჩნეველი ინფარქტების დიაგნოსტირებაში. ხოლო დიდი ინფარქტების შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ უბნები, რომლებსაც სისხლი არ მიეწოდება, კვლავ ცოცხალია თუ ნეკროზული.
MRI -ის აქვს მაღალი სიზუსტის სურათები
მისი ტექნიკის სპეციფიურობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი სიზუსტის, კონტრასტულობისა და ინტენსიურობის სურათები. ეს კი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სხვაგვარად უხილავი ელემენტები. კარგად ვხედავთ ტვინის პატარა ნერვებს, განსხვავებას თეთრ და რუხ ნივთიერებას შორის. ეს არის დეტალები, რასაც სკანერით ვერ გავარჩევთ. ბარძაყის, მუხლის ტკივილისას, ან ორთოპედიაში ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილების მისაღებად დღეს უკვე სისტემატიურად ითხოვენ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღებას.
ტექნიკა, რომელიც არ იწვევს რადიაციას
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ექოგრაფიასთან ერთად არის გამოკვლევა, რომელიც არ ასხივებს პაციენტს. კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, MRI შეიძლება ხელახლა გადავიღოთ რისკის გარეშე, რადგან არ ასხივებს პაციენტს და არ შეგვყავს რადიოაქტიური ნივთიერება. ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა, როდესაც გვინდა ორსული ქალებისა და ბავშვების გამოკვლევა. გერმანიაში, პედიატრიულ კლინიკებში MRI ყველაზე ხშირად გამოიყენება სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების ჩანაცვლების მიზნით. ასევე საფრანგეთში, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით ჩატარებული გამოკვლევები ყოველწლიურად იზრდება.
წყარო: Top Santé, N°265, Octobre 2012, p.16
Catégories :მეცნიერება