ფტალატების შემცველი პლასტმასები შვილოსნობას აქვეითებს

 

cup-973101_1280

ექსპერტები:
ანდრე სიკოლელა, ტოქსიკოლოგი, „გარემოსა და ჯანმრთელობის ქსელის“ დირექტორი (საფრანგეთი)
ბერნარ ჟეგუ ჯანდაცვის, გარემოსა და დასაქმების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (საფრანგეთი)

ეს პლასტმასები ჩვენს გარშემო თითქმის ყველგან არის და ცნობილია რომ ჰორმონულ დარღვევებს იწვევენ. პირველად მეცნიერებაში, კვლევამ დაადასტურა რომ ისინი სპერპატოზოიდების წარმოქმნას აქვეითებენ … როგორ უნდა დავიცვათ თავი?

რა არის ფტალატები?

ქიმიური ნაერთებია, რომლებიც 50-იანი წლებიდან გამოიყენება PVC ტიპის პლასტმასებისთვის სიმსუბუქის მისაცემად. ისინი ყველგან არიან: მანქანის ნაწილებში, სექს-სათამაშოებში, იატაკის მასალებში, საღებავებში, კარტრიჯებში, წყლაგაუმტარ ქსოვილებში … კოსმეტიკაში: შამპუნებში, დეზადორებში, ფრჩხილის ლაქებში… იყენებენ როგორც ფიქსატორებსა და კონსერვატორებს. გვხვდება ასევე პარკებში და შესაფუთ მასალებში, ამიტომ საჭმელზეც ხვდებიან. მედიკამენტებში და სამედიცინო სახარჯ მასალებშიც კი არიან, როგორიცაა: კათეტერები, ტუბები, სისხლის ტომრები, საინჰალაციო, საინექციო მასალები … ძალიან რთულია რომ გარემოს ამ დამაბინძურებლებს გავექცეთ!

კერძოდ რაში ვადანაშაულებთ ფტალატებს?

უკვე წლებია, მთელი რიგი მეცნიერები და ასოციაციები მას ადანაშაულებენ მამაკაცის ენდოკრინული სისტემის დარღვევაში. ვირთხებზე ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ აჩვენა რომ ფტალატები იწვევენ ნაყოფის სათესლე პარკების ატროფიასა და გენიტალურ მალფორმაციებს. მამაკაცის ჰორმონებისა და სპერმატოზოიდების წარმოქმნის დაქვეითებას. ასევე ადამიანებში, ნაყოფზე დაკვირვებამ იგივე შედეგები აჩვენა.

კონკრეტულად რა აჩვენეს დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა?

კლინიკურმა კვლევებმა ნათელჰყო, რომ თუ ორსულობის პერიოდში, დედაზე  მოქმედებენ ეს ქიმიური ნაერთები და შარდში აღმოჩნდება ფტალატები, მათ პატარა ბიჭებში იწვევენ ჰორმონულ დარღვევებს ან გენიტალურ ანომალიებს. თუმცა სხვა კვლევებმა ასევე აჩვენა რომ დედის ორგანიზმში ფტალატების არსებობის მიუხედავად ნაყოფს შეუძლია შეეწინააღმდეგოს მათ მოქმედებას, ჰორმონული სტატუსის შეუცვლელად. რა შედეგები გვაქვს ზრდასრულ ადამიანებში? ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს რომ მუშებში, რომლებიც ქარხანაში ფტალატებთან მუშაობდნენ, ტესტოსტერონის დონემ დაიწია (მამაკაცის ჰორმონი). სწორედ ამ შემთხვევამ გადაგვაწყვეტინა ზრდასრული ადამიანის სათესლე პარკები შეგვესწავლა, სხვანაირად ადამიანზე ფტალატებით სპეციალურად ზემოქმედება გამორიცხულია, თუ ეს თავისთავად არ ხდება გარემოში.

კვლევა, რომელიც პირველად ჩატარდა ადამიანებში, რა შედეგებს გვაძლევს?

ამ კვლევამ, რომელზეც სამი სხვადასხვა ფრანგული გუნდი მუშაობდა, მაღალი სარწმუნოობით დაამტკიცა რომ ფტალატები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ტესტოსტერონის წარმოქმნაზე ადამიანში. მკვლევარები იღებდნენ ანათალს პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში, ეს უჯრედებია, რომლებიც ჰორმონის წინამორბედს წარმოქმნიან. შემდეგ ამ უჯრედებზე მოქმედებდნენ ორი, ყველაზე გავრცელებული ფტალატით იმ დოზით, რომელიც უკვე გვხვდება მამაკაცის დაქვეითებული ჰორმონების მქონე ადამიანში.

შედეგები გაინტერესებთ? 24 საათში 30%-ით დაეცა უჯრედების მიერ ტესტოსტერონის გამომუშავება. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია სპერმატოზოიდების პროდუქციისთვის. შედეგად მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მამაკაცში, რომელსაც სპერმატოზოიდების გამომუშავების პრობლემა ისედაც აქვს.

აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ გარემოს ეს დამაბინძურებლები პოპულაციის ფერტილობის აქვეითებენ?

სამეცნიერო მტკიცებულების დადება, რომ ფტალატები ადამიანის კვლავ წარმოქმნას აქვეითებენ ძალიან რთულია, მაგრამ განგაშის სიგნალი ანთებულია. საფრანგეთში შვიდი წყვილიდან ერთს უშვილობის პრობლემა აქვს და სულ უფრო მეტად მყარდება ეჭვი რომ ამის მიზეზი ქიმიური ნივთიერებებია. ფტალატები, ბისფენოლ A, პერფტორირებული ნაერთები – ანუ ტეფლონი და პოლიბრომირებული ნაერთები, პესტიციდები … მხოლოდ ერთ წელიწადში, 2011 წელს ჩატარდა 48 კვლევა და აქედან 47-მა აჩვენა გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე, მათ შორის 25 ადამიანებში! ეს არის ზემოქმედება, როგორც ქალისა და მამაკაცის ფერტილობაზე, ასევე სიმსივნეების, სიმსუქნის, დიაბეტის, განვითარებისა და ქცევის დარღვევებზე.

ზომები, რომელიც ყველაზე პატარების დასაცავად იქნა მიღებული არ არის საკმარისი?

ასე ვთქვათ გონზე მოსვლა თანდათან ხდება, თუმცა კვლავ არის სრულიად აბსურდული სიტუაციები. ევროპაში ექვსი ფტალატი იქნა აკრძალული ბავშვის სათამაშოებსა და მოვლის საშუალებებში, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი  თუმცა, დღენაკლულ ბავშვებზე სამედიცინო მასალების სახით კვლავ მოქმედებს ეს ნაერთები, რაც დაშვებულ დოზას 1000 – ჯერ აღემატება. საფრანგეთში თავდაპირველად აკრძალული იქნა ფტალატების შემცველობა ბავშვების ბოთლებში, დღეს უკვე არანაირი საჭმლის კონტეინერი შეიძლება შეცავდეს ამ ნაერთებს.

იგეგმება თუ არა ამ ნივთიერებების სრულად აკრძალვა? რას მოუწოდებენ არასამთავრობოები ევროპულ სამინისტროებს?

მიზანი ამ მოლეკულების აკრძალვა არ არის, არამედ ძალიან მკაცრ გლობალურ რეგლამენტაციაში მისი მოქცევაა. მოდელად შეიძლება გამოგვადგეს მიდგომა, რომელიც სენატორმა ჯონ ქერიმ წარმოაყენა კანონპროექტის სახით ამერიკაში: „ემბრიონი, ნაყოფი და ახალშობილი უნდა იყოს დაცული მისი განვითარების პერიოდში, როდესაც ის ყველაზე მეტად მოწყვლადია, ასევე მშობლების ორგანიზმზე არ უნდა მოქმედებდეს ეს ნივთიერებები, ბავშვის ჩასახვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.“

ქიმიური ინდუსტრია უნდა გადავიდეს ჯანსაღ წარმოებაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმე ისეთივე კრიმინალური გახდება, როგორიც დღეს თამბაქოს მოწევის წახალისებაა. მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, ევროპარლამენტში ქიმიური ინდუსტრიის ლობი კვლავ ძლიერი რჩება. „ჩვენ კვლევებს ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესწავლაზე კი არ უნდა ვატარებდეთ, არამედ ჯანსაღი ქიმიური ინდუსტრიის განვითარებაზე“ – ამბობს ტოქსიკოლოგი, ანდრე სიკოლელა.

წყარო: Top Santé, N°262 Juillet 2012, p 14-16

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s