10 ქალიდან 7, თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირდება, თუმცა, მათი უდიდესი ნაწილი არ გამოვლინდება.
ადამიანის პაპილომავირუსი, იგივე HPV, ძალიან გავრცელებულია ქალებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, 15 დან 24 წლამდე. გადადის სქესობრივი და ინტიმური კავშირით. უმეტეს შემთხვევაში, თავად ორგანიზმის მიერ ხდება სპონტანურად მისი გაუვნებელყოფა, მაგრამ ზოგიერთი შტამი შეიძლება გენიტალურ ლორწოვანში ჩაჯდეს და საშვილოსნოს ყელი დააზიანოს.
საშვილოსნოს ყელი კიბო პროგრესირებადი დაავადებაა
თავდაპირველად საშვილოსნოს ყელზე ჩნდება კიბოსწინარე დაზიანებები და შემდეგ ვითარდება კიბო. ძალიან ხშირად ქალს სიმპტომები არ აქვს. ეს დაზიანებები ყველა შემთხვევაში არ გადაიზრდება კიბოში, მაგრამ მათ მოსაცილებლად სამედიცინო ჩარევა მაინც ტარდება: ქირურგიულად (საშვილოსნოს ყელის კონიზაცია) ხდება პრეკანცერული დაზიანებების მოშორება. ამ მეთოდს სრული გამოჯანმრთელების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ამ ჩარევამ შეიძლება მომავალ ორსულობაზე იმოქმედოს და ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს, ასევე ფსიქოლოგიურად მოქმედებს ქალზე. რაც ადრე იქნება ვირუსი გამოვლენილი პაპ-ტესტის მეშვეობით, მით მაღალია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. როგორც წესი, საშვილოსნოს ყელი კიბო ვითარდება ვირუსით დაინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება ~40 წლის ასაკში ხდება. ქალებში გავრცელებულ სიმსივნეთა შორის მესამე ადგილს იკავებს და უმეტესად 15 დან 44 წლამდე ქალებში გვხვდება.
…და როდესაც საშვილოსნოს ყელის კიბო უკვე დიაგნოსტირებულია …
მკურნალობა ძირითადად გულისხმობს ქირურგიასა და რადიოთერაპიას. ზოგიერთ შემთხვევაში დამატებით შეიძლება ჩატარდეს ქიმიოთერაპია.
როგორც მოზარდ ისე ზრდასრულ ასაკში არსებობს პრევენციის საშუალებები, დაელაპარაკეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
წყარო: Top Santé, N°262 Juillet 2012, p. 83
Catégories :ჩვენი რჩევები