1. ტუჩები! დილა-საღამოს გადაისვით სულ ცოტა აბუსალათინის ზეთი და ნახავთ რომ ზეთი უცებ შეიწოვება და ტუჩები უფრო ფუმფულა და გლუვი გახდება.
2. ხელები და ფრჩხილები! ტუჩებზე რომ გადაისვამთ თითებზე რაც მოგრჩებათ ხელებზე და ნუნებზე შეიზილეთ. შედეგად მანიკური უფრო დიდხანს გაგყვებათ და ხელები და ნუნები უფრო ნაზი გახდება.
3. სახის გამწმენდი: სახის ზეთოვან წმენდას მე დღეში ერთხელ ვიკეთებ და აი ასე: მინის ქილაში მომზადებული მაქვს ზეითუნის ზეთისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი. საღამოს ვისმევ ამ ნარევის სქელ ფენას და მაკიაჟის მოსაშორებელით (რომელსაც ჩვეულბრივ ხმარობთ) ვიხსნი. შემდეგ სახის გამწმენდი ელექტრო ჯაგრისით ვისვამ შვრიის საპონს ისე რომ წყლის დამატება აღარ დამჭირდეს. თუ მხოლოდ ზეთოვან წმენდას ვიკეთებ 5-ჯერ მეტი ეფექტი აქვს ჩემთვის, თუმცა თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, ალბათ უმჯობესია თავად იპოვოთ თქვენთვის საუკეთესო სახის წმენდის მეთოდი.
4. მსხვილი წარბები! აბუსალათინის ზეთის ეს თვისება შემთხვევით აღმოვაჩინე, მას შემდეგ, რაც სახის ზეთოვან წმენდას ვიკეთებდი, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შევამჩნიე რომ ჩემი წარბები გამსხვილდა და გალამაზდა. შემდეგ ბევრი ვეძიე და აღმოვაჩინე რომ აბუსალათინის ზეთს გაიშვიათებულ წარბები ამოჰყავს. მას შემდეგ სპეციალურად ვისმევ წარბებზე და განსხვავებას ნამდვილად ვამჩნევ. იმედი მაქვს თქვენც მოგიხდებათ!
5. ამსხვილებს წამწამებს! ისევ ზეთოვანი წმენდის შემდეგ, თვალიდან მაკიაჟის მოხსნისას, შევამჩნიე რომ წამწამები დაგრძელდა. არსებობს სილამაზის საიტები სადაც გვირჩევენ პირდაპირ წამწამებზე წავისვათ აბუსალათინის ზეთი, მე მაშინებს ამ წებოვანი მასის თვალთან ასე ახლოს გამოყენება და დაძინება, ამიტომ მაკიაჟის მოშაძორებელით ვიხსნი ზეთის ნარჩენს.
6. თუ გამოიყენებთ საკვებ აბუსალათინის ზეთს, მრავალი სამკურნალო თვისება აქვს და ამის შესახებ გირჩევთ თქვენს ექიმს გაესაუბროთ. მენსტრუალური ტკივილი, ენდომეტრიოზი, ფიბრომები …
7. ცხელი ზეთით მკურნალობა: ამ ბოლო დროს კვირაში ერთხელ კორეულ სპა სახლში დავდივარ, სადაც მრავალნაირი საუნაა, აქ ცხელ ზეთს იყენებენ გასათბობად და ოფლდენისთვის, რაც სასარგებლოა თმისთვის. აბუსალათინის ზეთის განზავების გარეშე თმაზე გამოყენებას მე არ გირჩევთ, როგორც წესი ქოქოსის ზეთს ვუმატებ და თმაში ვიზელ, სანამ საუნის გახურებულ ოთახში ვზივარ რამდენიმე საათი. შეგიძლიათ პირსახოცით შეიხვიოთ, თმის შესაღები ქუდით ან თუნდაც კვირაში ერთხელ მზეზე გაირუჯოთ თმაზე ზეთ-წასმული. ქოქოსის ზეთი, ისევე როგორც, აბუსალათინის ზეთი აღწევს თავის კანში. ამ მექანიზმებში ნაკლებად ვერკვევი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ჩემი თმა ასეთი ლამაზი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა! თუ გინდათ ზეთის ეფექტი მოგცილდეთ – ვაშლის ძმარი განაზავეთ წყალში 1/10 – თან და გადაივლეთ (სველი თმა დაივარცხნეთ და შემდეგ გადაივლეთ რომ თმაზე გაჩერდეს ცოტა ხანი), შემდეგ წაისვით შამპუნი.
8. ხელს უწყობს თმის ზრდას: ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს აბუსალათინის ზეთს როგორც თმის ზრდის დამაჩქარებელს. აქაც ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთის ნაზავის გამოყენებას გირჩევთ, ეს ორი ზეთი ერთმანეთს აბალანსებს, ქოქოსი უფრო მძიმდება და წებოვანი აბუსალათინი პირიქით – სიმსუბუქეს იძენს. საღამოს, თმა გაყავით რამდენიმე ნაწილად და შეიზილეთ ეს ნარევი დაძინებამდე ერთი საათით ადრე. დილით დაიბანეთ. ზოგი ამ ნიღაბს თმის გასაზრდელად და თმის ცვენის შესაჩერებლად ყოველ ღამე იკეთებს. ეს ნიღაბი საიხლეა ჩემთვისაც და გრძელვადიან პერიოდში რა შედეგს იძლევა მომავალში გეტყვით!
წყარო: http://www.fengshuidana.com/2013/12/26/8-castor-oil-beauty-secrets/
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :ფრანგული ზეთები