ფოტოზე მარტივი ჰერპესის ვირუსი, ტიპი Ι
კითხვებზე პასუხობს ფაბიან გიბალი, დერმატოლოგი, სენ-ლუის ჰოსპიტალი, პარიზი, საფრანგეთი
ტუჩისა და გენიტალურ ჰერპესს ერთი და იგივე გამომწვევი ჰყავს?
„80% შემთხვევაში ტუჩის ჰერპესი გამოწვეულია პირველი ტიპის მარტივი ჰერპესის (HSV1) მიერ, ხოლო გენიტალური ჰერპესი მეორე ტიპის (HSV2) მიერ. მართალია ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ: მტკივნეული ბუშტუკები, ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან, მაგრამ მათი გამოვლენა სხვადასხვა ადგილას ხდება. თუმცა, პირველი ტიპის ვირუსი შეიძლება გამოვლინდეს გენიტალიებში და პირიქით, მეორე ტიპის ვირუსი გამოვლინდეს ტუჩზე, კერძოდ, ორალური სექსის დროს შეიძლება მოხდეს ვირუსის გადაცემა, ამიტომ ჰერპესის რეციდივის დროს თავი უნდა შევიკავოთ სექსუალური კავშირისგან.“ – ამბობს ფაბიან გიბალი.
პირველად გამიჩნდა გენიტალური ჰერპესი, ეს ნიშნავს რომ ჩემი პარტნიორი ჩემი ერთგული არ არის?
„გენიტალური ჰერპესი რა თქმა უნდა სქესობრივი გზით გადაეცემა. თუმცა ვირუსთან კავშირი წყვილის შეხვედრამდე შეიძლება მომხდარიყო, რამდენადაც ვირუსი წლების განმავლობაში „ჩუმად“ არის სანამ გამოვლინდება. თუმცა აქვე უნდა დავამატოთ რომ HSV1 და HSV2 შეიძლება არსებობდეს კანზე, ყოველგვარი დაზიანებისა და სიმპტომების გამოვლენის გარეშე. ვირუსის ასეთი არსებობა ჯანმრთელ კანსა და ლორწოვანზე შესაძლებელია იმ ადამიანებშიც, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ ჰერპესი და შესაძლოა არც არასოდეს გაუჩნდეთ. ამგვარად ვფიქრობთ რომ პოპულაციის 30% HSV2 ვირუსის მტარებელია. HSV1 ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო დიდია და პოპულაციის 2/3 მისი მტარებელი უნდა იყოს.“
როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ვირუსთან კავშირს?
ვირუსის მაღალი გავრცელება და გადაცემის სიმარტივე ხელს გვიშლის თავი დავიცვათ მისგან. „ზოგადად, HSV1 ვირუსით დასნებოვნება ბავშვობაში ხდება“ -ამბობს ჩვენი სპეციალისტი. „ბავშვზე კოცნა ან ხელის შეხებაც საკმარისია ვირუსის გადასაცემად. ორსულები და ჩვილ ბავშვებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები ძალიან უნდა გაფრთხილდნენ. ქალს თუ ერთხელ უკვე ჰქონდა გენიტალური ჰერპესი, ორსულობის დაწყებისთანავე თავისი გინეკოლოგი უნდა ჩააყენოს საქმის კურსში, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვზე ინფექციის გადაცემა მშობიარობისას. თუ ტუჩის ჰერპესი გაქვთ, მოერიდეთ პატარასთან კონტაქტს. ტუჩის ჰერპესის პირველი გამოვლინება შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, ზოგჯერ რამდენიმე დღე ხელს უშლის კვებას, ეს კი პატარას ჯანმრთელობას ძალიან დააზარალებს.“ – აზუსტებს ფაბიან გიბალი.
როგორ შეიძლება თავიდან მოვიშოროთ ეს ვირუსი?
„შეუძლებელია ორგანიზმიდან სრულად მოხდეს ვირუსის ელიმინაცია. თუ ერთხელ მოხდა დაინფიცირება მთელი ცხოვრება მისი მტარებლები ვიქნებით და ყოველთვის შემთხვევით გამოვლინდება, ამას „ჰერპესის განმეორებას ვეძახით“. ზოგ ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ გამოუვლინდება ჰერპესი, ზოგიც მისი ხშირი მსხვერპლია. თუმცა, შესაძლებელია შევამციროთ ჰერპესის განმეორება და ნაკლებ მტკივნეული იყოს. როდესაც, წელიწადში 6 რეციდივზე მეტია, ექიმი პაციენტის უწერს ანტივირუსულ მედიკამენტს, მაგალითად ვალასიკლოვირს (ფრგ. valaciclovir). 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ დღეში 1 ტაბლეტი და კარგ შედეგს იძლევა.“ – აგრძელებს დერმატოლოგი.
ანტივირუსული მედიკამენტი ვირუსის გადაცემას ამცირებს?
ეს ანტივირუსული მედიკამენტი და მასთან ახლოს მყოფი მოლეკულა, როგორიცაა აციკლოვირი, მკურნალობისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. „მაგრამ ეს წამლები ჰერპესის ნიშნების გაჩენსთანავე უნდა მივიღოთ, ჩხვლეტის შეგრძნება და აქცერცვლა რომ გაჩნდება, მანამდე სანამ ბუშტუკები წარმოიქმნება. თუმცა წამალი მხოლოდ რამდენიმე საათი ამცირებს ჰერპესის მიმდინარეობის დროს.“ -გვაფრთხილებს ფაბიანი. არსებობს კვლევები, რომლებიც თითქოს აჩვენებენ რომ ანტივირუსული პრეპარატები ამცირებენ ჰერპესის გადაცემას მის სექსუალურ პარტნიორზე.
კრემები, რომლებიც თავისუფალ გაყიდვაშია, ეფექტურია?
„არ არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ანტივურუსული კრემები დაზიანებების გაქრობას აჩქარებენ. იდეალურ შემთხვევაში ტკივილს ამსუბუქებენ, მაგრამ ამას ნებისმიერი დამამშვიდებელი კრემიც აკეთებს.“ – ამბობს ექიმი გიბალი. ტკივილის შესამსუბუქებლად ჩვენი ექსპერტი ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლის მიღებას გვირჩევს, როგორიცაა, მაგალითად პარაცეტამოლი.
დროის (საათის) ცვლილებამ შეიძლება ჰერპესის გაჩენას ხელი შეუწყოს?
არსებობს უამრავი მიზეზი, რამაც ჰერპესის გამოსვლას შეიძლება ხელი შეუწყოს: სტრესი, დაღლილობა, მზის ულტრაიისფერი სხივები, მენსტრუაცია … საათის ცვლილება დაღლილობას იწვევს და ჰერპესის გამოვლენაც შესაძლებელია ამ დროს მოხდეს. მაგრამ ეს ფაქტორები განსხვავებულია ერთი ინდივიდიდან მეორეში. ამიტომ დააკვირდით, თქვენს შემთხვევაში, რომელი ფაქტორები უწყობს ხელს ჰერპესის განმეორებას და შეეცადეთ თავი აარიდოთ მას. მაგალითად, თუ ულტრაიისფერი სხივები მოქმედებს, მზის დამცავი კრემი იხმარეთ.
ჰერპესის საწინააღმდეგო ვაქცინას მალე ვიხილავთ?
მკვლევართა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ამ ვაქცინაზე, თუმცა, შედეგები ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენადაც ვაქცინაცია ქალებში უფრო ეფექტურია, ვიდრე კაცებში, ხანდახან მხოლოდ ერთი ტიპის ვირუსისგან იცავს. წლების შემდეგ, აქტიური სამეცნიერო მუშაობის შედეგად აუცილებლად უნდა ველოდოთ გენიტალური ჰერპესის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც სექსუალურად გადამდებ დაავადებებს შორის პირველ ადგილზეა. ისევე, როგორც პაპილომავირუსის შემთხვევაში, ამ ვაქცინის ინექცია მოხდება სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე.
წყარო: Top Santé, N°264 – septembre 2012, p. 66-67
Catégories :ჩვენი რჩევები