რომელი ტკივილგამაყუჩებელი ავირჩიოთ? ასპირინი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი

 

thermometer-1539191_1280

რჩევებს გვაძლევს ფარმაცევტი ალან ეშალიე, საფრანგეთი

პარაცეტამოლი

პირველი რიგის არჩევანი

ამ მედიკამენტს ყველაზე ხშირად წერენ ექიმები. ურეცეპტოდ გაიცემა, არსებობს 500 დან 1000 მგ -იანი ფორმა სხვადასხვა დასახელებით: დოლიპრანი, ეფერალგანი, დაფალგანი …პარაცეტამოლი აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს (სუბსტანციები, რომლებიც ტკივილის პროცესში არიან ჩართულები).

როდის გამოიყენება?

სუსტი და საშუალო სიძლიერის ტკივილის დროს. ამშვიდებს თავის, კბილის, პოსტტრავმულ, კუნთების… ტკივილს. გარდა ამისა, არის სიცხის დამწევი.

+პლიუსები

კარგად მიიღება ორგანიზმის მიერ, ნაკლებად ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ეს ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვებში, ორსულებში (სათანადო დოზით) და ნებისმიერ ასაკში.

-მინუსები

ასპირინისა და იბუპროფენისგან განსხვავებით არ აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ არ ამცირებს ტკივილთან ერთად გამოხატულ ანთების სხვა სიმპტომებს: შეშუპება, სიწითლე … რაც ზოგჯერ შეიძლება ახლდეს ტკივილს.

უკუჩვენება

ღვიძლის უკმარისობა. პარაცეტამოლი ტოქსიურად მოქმედებს ღვიძლზე, როდესაც ერთჯერადად 150მგ/1კგ-ზე დოზით ვღებულობთ, რაც დოზის გადაჭარბებაა.

გაფრთხილება

პარაცეტამოლის შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ღვიძლის ინტოქსიკაცია, რაც შეიძლება მოხდეს დაუდევრობთ დოზის გადაჭარბებით. ეს ინტოქსიკაცია ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა არსებობს ანტიდოტი. ეს რისკი უნდა გავითვალისწინოთ დასუსტებულ ადამიანებში: ღვიძლის უკმარისობით, მოხუცებში…

რა დოზით?

ზრდასრულებში 500 დან 1000 მგ-მდე ერთ ჯერზე, 4 საათიანი შუალედებით. შეგვიძლია მივიღოთ დღეში 3 გ-მდე პარაცეტამოლი.

ასპირინი

სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება

ასპირინი მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. არსებობს როგორც ურეცეპტო ისე რეცეპტით გასაცემი ფორმები. ზოგჯერ იყიდება კოფეინთან და C ვიტამინთან ერთად.

როდის გამოიყენება?

ყველა ანთებითი ხასიათის ტკივილის დროს: კბილის ტკივილი, ართრიტი,  ტენდინიტი (მყესის ქსოვილის ანთება), ნაღრძობი და ასევე გრიპოზული მდგომარეობების დროს. მისი ეფექტურობა ასევე საინტერესოა თავის ზოგიერთი ტკივილის დროს.

+პლიუსები

ერთდროულად არის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება.

-მინუსები

შეიძლება გააღიზიანოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი და გამოიწვიოს ჰემორაგიები და ალერგია.

უკუჩვენება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულები, გასტრიტი, სისხლის შედედების პრობლემები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, დაავადებები, რომელთა მკურნალობა ხდება მეთოტრექსატით (სიმსივნე, პოლიართრიტი…), ასევე ასპირინის მიღება არ შეიძლება ორსულობის მეექვსე თვიდან.

გაფრთხილება

როგორც წესი ასპირინი უნდა დავლიოთ ჭამის დროს რათა კუჭი ნაკლებად გავაღიზიანოთ, პირველი მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ. მისი მიღება არ შეიძლება მენსტრუაციის დროს.

რა დოზით?

ერთ ჯერზე შეგიძლიათ მიიღოთ 500 მგ -დან 1 გ-მდე. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მიიღოს დღეში 3 გ-მდე ასპირინი. 65+ ინდივიდებში თირკმლის უკმარისობის რისკის გამო დღიური დოზა 2 გ არ უნდა გადასცდეს.

იბუპროფენი

მიიღება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის

ასპირინის მსგავსად არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტია, ეს ნიშნავს რომ არ შეიცავს კორტიზონს. 200 მგ ფორმები ურეცეტპოდ გაიცემა (ადვილი, ნუროფენი, სპედიფენი…), ხოლო 400 მგ ფორმები რეცეპტით გასაცემ საშუალებებს წარმოადგენს (ნუროფლექსი 400 მგ, ადვილი 400 მგ, ანტარენი 400 მგ…).

როდის გამოიყენება?

თავის, კუნთების, წელის, სახსრების, კუდუსუნის, მენსტრუალური ტკივილის დროს. ართრიტებისა და ართროზების დროს.

+პლიუსები

ზოგიერთი ტკივილის შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე პარაცეტამოლი, რადგან შეიცავს ანთების საწინააღმდეგო აგენტს. შეზღუდული დოზით ნაკლები უკუჩვენება აქვს ვიდრე ასპირინს.

-მინუსები

შეიძლება ძილიანობა და კუჭის წვა გამოიწვიოს.

უკუჩვენება

არ შეიძლება მისი მიღება თუ კუჭის წყლული გაქვთ ან გქონიათ. არ შეიძლება ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად მიღება (ანტიკოაგულანტები – შედედების საწინააღმდეგო). იბუპროფენის მიღება არ შეიძლება ორსულობის მეექვსე თვიდან.

გაფრთხილება

არ შეიძლება იბუპროფენის მიღება 4 დღეზე მეტ ხანს. არ შეიძლება ერთად მივიღოთ რამდენიმე არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი. ასევე არ შეიძლება იბუპროფენის მიღება ასპირინთან ერთად. უმჯობესია მიიღოთ ჭამის დროს.

რა დოზით?

200 დან 400  მგ-მდე ერთ ჯერზე, ყოველ 6 საათში. მაქსიმალური დოზა არის 1200 მგ დღეში.

წყარო: Top Santé, N°266 Novembre 2012, p. 56-57

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s