ცხიმიანი თევზი ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება!

abstract-1238248_1280

ორაგული, ქაშაყი, სარდინი … ეს თევზები დიდი რაოდენობით კარგ ცხიმს შეიცავენ და მათი მიღება ორგანიზმისთვის  მხოლოდ სასარგებლოა. ღუმელში, ტაფაზე, თუ შამფურზე თვალის დახამხამებაში იწვებიან.

ცხიმი … მაგრამ ის გახდომაში გვეხმარება!

ერთ შეხედვით წინააღმდეგობრივია, მაგრამ ეს სიმართლეა, გარდა ამისა თევზი შეიცავს პროტეინებს, რომლებიც გვანაყრებს, იოდს, რომელიც მეტაბოლიზმს უწყობს ხელს, ასევე ომეგა-3, რომელიც წონაზე დადებითად მოქმედებს. ამ ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმი ადვილად უყრის თავს და შედეგად ისინი ლიპოლიზს აძლიერებენ, ანუ ცხიმების წვას. თუ გაყინულ თევზს შეიძენთ დიდხანს ნუ შეინახავთ, რადგან 6 თვის შემდეგ ომეგა-3-ის 50%-ს კარგავს.

რეკომენდებულია გულის ჯანმრთელობისთვის

კვირაში ორჯერ თევზის მიღება და ერთხელ მაინც ცხიმიანი თევზის, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ბოლოდროინდელი დანიური კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც იშვიათად ჭამენ თევზს, ან საერთოდ არ ჭამენ – 90%-ით და უფრო მეტად აქვთ გულის პრობლემები, იმ ქალებთან შედარებით, ვინც ყოველ კვირა ჭამენ თევზეულს.

იდეალურია მხედველობისთვის

თევზი შეიცავს მინერალებს და ოლიგოელემენტებს, როგორიცაა ფოსფორი, მაგნეზიუმი, იოდი, კალციუმი, კალიუმი. მაგრამ თევზის ცხიმში დამატებით არის კიდევ A და D ვიტამინი, რაც აუცილებელია მხედველობითვის და ძვლებისთვის. იდეალური დოზაა – კვირაში ორი ულუფა თევზი.

თევზი მოსამზადებლად მარტივია 

თუ გინდათ რომ თევზმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავისი თვისებები, მოამზადეთ ფოლგაში, ორთქლზე, ან მიირთვით უმად. შეგიძლიათ დამარილებული და შებოლილიც მიირთვათ კარტოფილთან ერთად, თუმცა მარილის მაღალი შემცველობის გამო ამ ფორმით ხშირად ნუ მიირთმევთ.

წყარო: Top Santé, N°266 Novembre 2012, p. 124

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s